გადაწყვეტილება №24766/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 24766/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24766/2/2025

19 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 17.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24766/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ქალის, მამაკაცის და ბავშვის საცვლების იმპორტი და შემდგომი საბითუმო რეალიზაცია შიდა ბაზარზე, ე.წ. ,,---ს ბაზრობაზე“. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2024 წლის №056-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17345 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი მომართავს საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარი გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 306-ე მუხლის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს 1.10.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა კანონით დადგენილი წესით - მისი ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი აღსრულება უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რითაც იზღუდება მომჩივნის, როგორც მეწარმის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივნის მხრიდან წარდგენილია ფასნამატის დეტალური დოკუმენტური ცხრილები, რომელთა განხილვაც უკვე განხორციელდა აუდიტორის მიერ. აუდიტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. პირიქით, აუდიტორის მიერ დამოუკიდებლად გაანგარიშებული ფასნამატის ცხრილი სრულად თანხვედრაშია მომჩივნის მიერ წარდგენილ გაანგარიშებასთან. საკითხის სრულყოფილად განხილულ იქნა 2024 წლის ნოემბერში, მაშ შორის სამმართველოს უფროსის მონაწილეობით. აუდიტის დეპარატამენტს არ წარმოუდგენია მოტივირებული წერილობითი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე. არ არსებობს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულების გადავადების შესახებ.

სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის თანახმად: დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა (306.2). გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას (306.4). აღსრულების გადავადება დასაშვებია მხოლოდ მოტივირებული წერილობითი მოთხოვნისა და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე (306.5).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია აუდიტის დეპარატამენტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის განხორცილებული ღონისძიებებისა და აღსრულების მიმდინარე ეტაპის თაობაზე. უზრუნველყოთ 1.10.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დაავალოთ აუდიტის დეპარატამენტს, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებები შემცირების მიზნით შესაბამისი კორექტირება. უზრუნველყოთ მომჩივნის მონაწილეობა აღნიშნული საჩივრის განხილვის პროცესში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ. საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №16158-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ი/მ ---მა (ს/ნ ---) გადაწყვეტილების 15 დღიანი ვადის შესაბამისად წარმოადგინა დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის ექსელის ფაილი. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ფაილი შეიცავდა შინაარსობრივ და ტექნიკურ ხარვეზებს. აუდიტის დეპარტამენტის ფაილი შეიცავს იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ინვოისების შესაბამისად 32 სასაქონლო ჯგუფს, ხოლო გადამხდელის ფაილი შეიცავს 16 ჯგუფს, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფების სიმცირე დოკუმენტური რეალიზაციის ასორტიმენტის შესაბამისია, ამით გადამხდელმა შემოწმების ფაილისგან განსხვავებით შეზღუდა “ანალოგიურობა”, “მსგავსება” და „ერთგვაროვნების“ პრინციპი.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელთან განხილულ იქნა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. ასევე, მას გადაეგზავნა შემმოწმებელთა მიერ, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების დათვლის შემოწმების ექსელის ფაილი. გადამხდელმა წარმოდგენილ ექსელით, საქონლის თვითღირებულება განსაზღვრა საბაჟო ბაზებიდან, რაც თავის მხრივ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას შეიცავდა საქონლის აფასებულ საინვოისო ღირებულებას, ხოლო აუდიტის მიერ მიწოდებული თვითღირებულების გაანგარიშების ცხრილი კი დამყარებულია საინვოისო ღირებულებაზე და ნორმატიულად სამართლიანადაა განსაზღვრული საქონლის თვითღირებულება.

ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილ ექსელის ფაილში საქონლის რაოდენობის და ერთეულის ფასის ნამრავლი არ შეესაბამებოდა ლოგიკურად მთლიანი ღირებულების ჩანაწერებს. შეიძლება ითქვას ექსელის ტექნიკური ხარვეზი, არა აღნიშნული ფორმულის არ არსებობაა, არამედ არასწორი თვითღირებულების განსაზღვრის შედეგია. ზემოაღნიშნულ საკითხზე განხორციელდა გადამხდელთან შეხვედრა და საკითხის გავლა. მას განემარტა მის მიერ წარმოდგენილი ექსელის ფაილის ხარვეზები და დოკუმენტური ფასნამატის არ გამოყენების მიზეზების შესახებ. ამ ეტაპზე დამატებით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, შესაბამის სასაქონლო პოზიციებზე ფასების და ფასნამატების ხელახლა დასამუშავებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვინაიდან მიმდინარეობს საკითხის დამატებითი მოკვლევა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება არ იკვეთება. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან წარდგენილია ფასნამატის დეტალური დოკუმენტური ცხრილები, რომელთა განხილვაც უკვე განხორციელდა აუდიტორის მიერ. აუდიტორს არ წარმოუდგენია რაიმე სახის შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. პირიქით, აუდიტორის მიერ დამოუკიდებლად გაანგარიშებული ფასნამატის ცხრილი სრულად თანხვედრაშია მომჩივნის მიერ წარდგენილ გაანგარიშებასთან. საკითხის სრულყოფილად განხილულ იქნა 2024 წლის ნოემბერში, მაშ შორის სამმართველოს უფროსის მონაწილეობით. აუდიტის დეპარატამენტს არ წარმოუდგენია მოტივირებული წერილობითი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე. არ არსებობს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულების გადავადების შესახებ.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23586/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება არ იკვეთება. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (3).