ბრძანება N 15892
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15892
14 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2025 წლის 14 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 14 ივნისის №96233/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №007-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2023 წლის 3 ივნისს გამოწერილია 400 000 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აქედან 380 000 ლარის შესრულება ეკუთვნოდა 2021 წელს და შესაბამისად, შპს „N1-სთვის“ გაწეულ მომსახურებაზე დღგ-ში დარიცხვა უნდა ყოფილიყო 20 000 ლარზე.
2. მომჩივანი არ ეთანხმება არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სესხად განხილვას და აცხადებს, რომ საჩივარზე თანდართულია 1430 ანგარიშიდან ბრუნვები, რომლებსაც უნდა დარიცხვოდა საშემოსავლო გადასახადი.
3.მომჩივანი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიის არაეკონომიკური ხარჯი დაახლოებით 5% იქნებოდა, ასევე, მაღაზიებში გადახდას ახორციელებდა პლასტიკური ბარათით, ითხოვდა სასაქონლო ზედნადების გაწერას, თუმცა ვერ აკონტროლებდა რეალურად ხდებოდა თუ არა გამოწერა. ითხოვს, რომ შემოწმებამ გაითვალისწინოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები და გადასახადები დაუანგარიშდეს ისე, როგორც მცირე მეწარმეს.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, თუმცა საჩივარში კონკრეტული არგუმენტები მითითებული არ აქვს.
5. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №2600 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 5 მაისის №8661 ბრძანება და ამავე თარიღის №007-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 445 523 ლარი, მათ შორის გადასახადი 273 352 ლარი, ჯარიმა 132 224 ლარი და საურავი 39 945 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების სისტემების სამონტაჟო სამუშაოების წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, ასევე, მიღებული ავანსებისა და მათი გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გამოვლინდა სხვაობები კონტრაქტორებისთვის გაწეული სამონტაჟო მომსახურების გაწევით ფორმირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აგრეთვე, საწარმოს საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა ჩარიცხვები საქონლის საფასურისა და გაწეული მომსახურების ღირებულების საფუძვლით, რაც არ იყო ასახული შესაბამისი თვეების დღგ-ის დეკლარაციების ბრუნვებში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი სხვაობების კორექტირება. საწარმოს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2.შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეულ არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე კომპანიას უფიქსირდებოდა თანხების გადარიცხვა ჯამურად, სალდირებულად 124 959 ლარის ოდენობით (132 959 ლარი გადარიცხული და 8 000 ლარი დაბრუნებული). აღნიშნული თანხები გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაკვალიფიცირებული იყო გაუნაშთავ საქვეანგარიშო განაცემებად, რაც არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ზემოთაღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის, მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდებოდა სხვადასხვა ტიპის საბანკო გადარიცხვები, რომელთა მიზნობრიობის დოკუმენტურად დადასტურება ვერ მოხდა, მათ შორის ფიქსირდებოდა გადარიცხვები ამანათების ტრანსპორტიორ კომპანიებზე, "------"-ზე, სურსათისა და სხვა ტიპის მაღაზიებში და მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4.შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში არ ხდებოდა ხელფასებისა და ფიზიკურ პირებზე განხორციელებული განაცემების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნიგის ტეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის N1837 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იქნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და სესხებს და გაწეულ ხარჯებს, საბიუჯეტო გადახდებსა და გადახდილ სასესხო ვალდებულებებს შორის, რაც დაკორექტირდა კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ზრდითა და შემცირებით. აღნიშნული სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდინცირების სისტემების სამონტაჟო სამუშაოების წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და მესამე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, ასევე, მიღებული ავანსებისა და მათი გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღნიშნული სხვაობები შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები: უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეულ არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე კომპანიას უფიქსირდებოდა თანხების გადარიცხვა სულ სალდირებულად 124 959 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხად. სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდებოდა სხვადასხვა ტიპის საბანკო გადარიცხვები, რომელთა მიზნობრიობის დოკუმენტურად დადასტურება ვერ მოხერხდა, მათ შორის ფიქსირდებოდა გადარიცხვები ამანათების ტრანსპორტიორ კომპანიებზე, სურსათისა და სხვა ტიპის მაღაზიებში და მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებზე. შემოწმების მიერ, აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში არ ხდებოდა ხელფასებისა და ფიზიკურ პირებზე განხორციელებული განაცემების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნიგის ტეპარტამენტის მიერ, საწარმოში ჩატარდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის პროცედურა, რომლითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის, რაც დაკორექტირდა კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ზრდითა და შემცირებით. აღნიშნული სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სესხად განხილვას.
3.მომჩივანი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს, რომ შემოწმებამ გაითვალისწინოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები და გადასახადები დაუანგარიშდეს ისე, როგორც მცირე მეწარმეს.
4. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
5.მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გამოვლინდა სხვაობები კონტრაქტორებისთვის გაწეული სამონტაჟო მომსახურების გაწევით ფორმირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აგრეთვე, საწარმოს საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა ჩარიცხვები საქონლის საფასურისა და გაწეული მომსახურების ღირებულების საფუძვლით, რაც არ იყო ასახული შესაბამისი თვეების დღგ-ის დეკლარაციების ბრუნვებში. შემოწმების მიერ, სსკ-ის 1601 და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი სხვაობების კორექტირება. საწარმოს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2.შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეულ არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე კომპანიას უფიქსირდებოდა თანხების გადარიცხვა ჯამურად.აღნიშნული თანხები გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაკვალიფიცირებული იყო გაუნაშთავ საქვეანგარიშო განაცემებად, რაც არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხად.სსკ-ის 982 მუხლის, მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
3.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდებოდა სხვადასხვა ტიპის საბანკო გადარიცხვები, რომელთა მიზნობრიობის დოკუმენტურად დადასტურება ვერ მოხდა, მათ შორის ფიქსირდებოდა გადარიცხვები ამანათების ტრანსპორტიორ კომპანიებზე.სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
4. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში არ ხდებოდა ხელფასებისა და ფიზიკურ პირებზე განხორციელებული განაცემების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან. დანიშნული იქნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით.გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებსა და სესხებს და გაწეულ ხარჯებს, საბიუჯეტო გადახდებსა და გადახდილ სასესხო ვალდებულებებს შორის, რაც დაკორექტირდა კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ზრდითა და შემცირებით. აღნიშნული სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
982,983,101,154,163,164,168,269(7).