ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 10 თებერვალი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის; საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი’’ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.
1. შემოღებულ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 4 აპრილის №8 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე
გ. ენდელაძე
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები
მუხლი 1
შემოღ ებულ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი ადგილობრივი (ქონების) გადასახადები:
1. რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციი სა თვის (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია) – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
2. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).
3. ფიზიკური პირისთვის:
ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე;
ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
4. მიწაზე ქონების გადასახადი პირისათვის ( ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი –საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 2
განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი:
#assignedTableId-1708083805033 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება
ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)
ადიგენის მუნიციპალიტეტი
სახნავი და საკარმიდამო
სათიბები
საძოვრები
ბუნებრივი რესურსები
61
19
15
3
5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1708083541548 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)
წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)
(2 X 3)
1
2
3
4
დაბა ადიგენი
1.0
0,24
0 ,24
დაბა აბასთუმანი
1.5
0,24
0,36
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები
1.0
0,24
0,24
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.
მუხლი 3
1. საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ბ) ავტოფარეხები და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები/საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 თებერვლის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 13.02.2024 წ.
მუხლი 4 (ამოღებულია)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 16.01.2024 წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე