გადაწყვეტილება №19301/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19301/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------------“ 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19301/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 აგვისტოს №042-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №3675 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 548 432 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 301 199
დღგ - (-69 607)
საშემოსავლო გადასახადი - 370 806
ჯარიმა - 185 503
საურავი - 61 730
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 მაისის №14172 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 2 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 აგვისტოს №26198 ბრძანება და 13 აგვისტოს №042-31 საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 323 723 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 13 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; - დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); - განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხის ოდენობის დადგენის მიზნით, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში 28.01.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 8.04.2022 წლის №15571/2/2022 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 დასკვნა, 5.08.2022 წლის №21026 ბრძანება და №042-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 794 754 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 548 432 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 2 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 თებერვლის №3675 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი იყო გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. დამატებით წარდგენილი სმფ-ების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები) და საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით განისაზღვრა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები. ასევე, არარეზიდენტზე გადახდილი ტრანსპორტირების თანხებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ მონაცემებთან შედარებით სხვაობა არ გამოვლინდა, ხოლო საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლით (მ.შ. სსიპ-ების მიერ გაწეული მომსახურებები) განხორციელდა დღგ-ის (69 607 ლარი) ჩათვლა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მიეცა საშუალება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა გაანგარიშება და დოკუმენტაცია შემოწმებით დაბეგრილი ფულადი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის ფარგლებში მომჩივნის მიერ შემმოწმებლებისთვის წარდგენილ იქნა გაანგარიშება და შესყიდვის დოკუმენტები, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადის თანხა შემცირდა 483 431 ლარით, თუმცა არსებული გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლებისთვის ვერ იქნა მიწოდებული ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. მათ შორის, ისეთი ხარჯის დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირებასთან, სხვადასხვა მომსახურებასთან და რომელზეც არ აქვთ მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა შესაძლებელია ხარჯის პირდაპირ დაკავშირება კონკრეტულ საქონელთან და შესაბამისად ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლებს დამატებით წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რასაც არსებითი გავლენა ექნება საწარმოს საგადასახადო ვალდებულებებზე.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); - განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხის ოდენობის დადგენის მიზნით, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად დგინდება:
სალაროს ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. დამატებით წარდგენილი სმფ-ების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები) და საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით განისაზღვრა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შეადგინა 1 435 437 ლარი. გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. კერძოდ, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა 483 431 ლარი და ჯარიმა 241 716 ლარი.
არარეზიდენტზე გადახდილი ტრანსპორტირების თანხების შემოწმებით დადგენილ ოდენობასა და დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადაანგარიშებით შემოწმების აქტით განსაზღვრულ მონაცემებთან შედარებით სხვაობა არ გამოვლინდა.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება. კერძოდ, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლით (მ.შ. სსიპ-ების მიერ გაწეული მომსახურებები) ჩასათვლელი დღგ გაიზარდა 69 607 ლარით.
მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და ითხოვს მიეცეს დრო, რათა მოიძიოს და შემმოწმებლებს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რასაც არსებითი გავლენა ექნება საწარმოს საგადასახადო ვალდებულებებზე.
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს ჰქონდა საკმარისი დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად/წარსადგენად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 იანვრის №122 ბრძანების აღსრულების შედეგები.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5);