ბრძანება N 22593
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22593
14.09. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------- ----------ის (პასპ. №---------------)
(მის: --------------------------------------------)
2023 წლის 17 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ---------- ----------ის (პასპ. №---------------) №140964/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს №EL220267 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივნი განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში ჩაასხა 480 ლიტრი საწვავი, რადგან იცოდა რომ შეეძლო 500 ლიტრის ჩასხმა. თუმცა საბაჟოს ოფიცერმა დაადგინა რომ ავზში იყო 570 ლიტრი საწვავი და დაუწერა ჯარიმა, რასაც არ ეთანხმება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას, გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას და საქმის შეწყვეტას.
ფაქტობრივი გარემოებები:
2023 წლის 16 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა უკრაინის მოქალაქე ---------- ----------ის (პასპ. №---------------) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება უკრაინის სახელმწიფო ნომრით -----------.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას დადგინდა, რომ --- ------ი საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლით აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით და საწვავის ავზებში განთავსებული ჰქონდა დაახლოებით 580 (ხუთასოთხმოცი) ლიტრი დიზელის საწვავი.
ვინაიდან, ---- ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (საწვავის) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს შედგენილ იქნა №EL220267 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საწვავის შემოტანასთან მიმართებაში დადგენილია შეზღუდვა:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ პუნქტის ქვეპუნტებით დადგენილ შემთხვევებში (... ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 500 ლიტრს).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწვავის ავზში, ნაცვლად გათვალისწინებული 500 ლიტრი საწვავისა, მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 580 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. შესაბამისად, ადგილი აქვს ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (დიზელის ტიპის საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (მათ შორის ტრანიტულად) და მისთვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---------- ----------ის (პასპ. №---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას, გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას და საქმის შეწყვეტას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება უკრაინის სახელმწიფო ნომრით .
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას დადგინდა, რომ მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლით აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით და საწვავის ავზებში განთავსებული ჰქონდა დაახლოებით 580 (ხუთასოთხმოცი) ლიტრი დიზელის საწვავი.
მომჩივანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (მათ შორის ტრანიტულად) და მისთვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი შეზღუდვების თაობაზე.
ვინაიდან, მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქონლის (საწვავის) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL220267 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 6; 70(1); 163(1); 168(4);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 , მე-6 და მე-7 პუნქტები;