გადაწყვეტილება №20002/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20002/2/2023
13 .10. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ი“ს 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20002/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №001-81 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 388 033 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 153 301
დღგ - 55 165
მოგების გადასახადი - 4 800
საშემოსავლო გადასახადი - 90 236
ქონების გადასახადი - 3 100
ჯარიმა - 79 370
საურავი - 155 362
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2017 წლის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. საწარმოს ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ 2017 წლის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განსხვავდება (ნაკლებია) 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისაგან (სხვაობა 128 334 ლარი), რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა საწარმოს მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შემცირებად და ვინაიდან აღნიშნული საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საწარმოში არ ფიქსირდებოდა და ამასთან, არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი, აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად (დოკ. ფასნამატი 120%) და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საწარმოს მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები (დაუდასტურებელი) დაბალი ფასნამატით არარეზიდენტი პირების სახელზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს საზღვრის კვეთის დროს სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების მიხედვით და მის გარეშე ტრანსპორტით გადაადგილებისას ტრანსპორტის დატვირთულობის ტიპში მითითებული აქვთ „ცარიელი“. ასევე, საწარმოს (დაუდასტურებელი) სასაქონლო ზედნადებების ნაწილი გამოწერილი აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე დაბალი ფასნამატით. დოკუმენტური და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები განსხვავებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი წლის მიხედვით (2017 წელი - 120,09%), შედეგად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 22.12.2020 წლის №38275 ბრძანება და №001- 389 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7752 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2021 წლის 6 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 190 712 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 127 142 ლარით, ხოლო ჯარიმა 63 570 ლარით.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 10 დეკემბრის №001-404 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ წუნდებულ საქონელთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით მიღებული პრინციპის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სადავო პერიოდზეც (2017 წლის საანგარიშო პერიოდი) მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, გამომდინარე აქედან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წუნდებულ საქონელთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განახორციელოს 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.05.2022 №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე 28.12.2020 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №26044 ბრძანება და 13.10.2022 წლის №001-183 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს: ა) საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველეყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით; ბ) სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 24 031 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 18 801 ლარით, ხოლო ჯარიმა 5 230 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №11131 ბრძანება და 19.05.2023 წლის №001-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით. შედეგად შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა წუნდებული საბურავების ხვედრითი წილის არსებობა და წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი დაკორექტირდა (შემცირდა).
საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 2020 წლის 9 სექტემბრის №26976 ბრძანებით და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. შემდგომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე შედგენილი იქნა შუალედური აქტი საგადასახადო კოდექსის ხანდაზმულობის ვადებიდან გამომდინარე, ხოლო 1.01.2018 წლიდან 1.08.2020 წლის საანგარიშო პერიოდებზე მოგვიანებით შედგენილი იქნა შემოწმების აქტი. ორივე შემოწმების აქტები გასაჩივრდა და დღემდე გასაჩივრების პროცესშია ჩართული. აღსანიშნავია, რომ 2018-2020 წლების. საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 2023 წლის 16 მაისის დასკვნით გადაანგარიშების ეტაპზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შესწავლილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატი, რომელთა გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ადრე განსაზღვრული ფასნამატი და შესაბამისად შემოწმებით დარიცხული გადასახადები, რაც 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე არ განხორციელებულა.
2017 წლის საანგარიშო პერიოდზე 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდების ანალოგიურად აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატის ფარგლებში უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ნამეტი ფასნამატის კორექტირება და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. ვინაიდან ორივე აქტში დარიცხვის საფუძველი და შინაარსი იდენტურია.
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, მის მიერ გასაჩივრებული დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების მეთოდოლოგიურ საკითხთან მიმართების გარდა, მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი შემოსავლის მთლიანად ხელფასად განხილვა არამართლზომიერია. გასაჩივრების პროცესში მზად არის წარმოადგინოს ახსნა-განმარტება ე. წ. ნამეტი შემოსავლის სტატუსთან და კვალიფიკაციასთან მიმართებაში საშემოსავლო და მოგების გადასახადების ვალდებულებების დასადგენად.
მოითხოვს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატის გათვალისწინებით დაკორექტირდეს (დაზუსტდეს) ნამეტი ფასნამატი და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას შესწავლილი იქნას თანხების შესაძლო კვალიფიკაცია და სტატუსი. გადაისინჯოს გადასახადების განსაზღვრის მეთოდოლოგიური ასპექტები და დაბეგვრის რეგლამენტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს: ა) საბჭოს 2022 წლის 5 მაისის №15834/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველეყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით; ბ) სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ ერთ-ერთ გადამხდელთან, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს იმპორტირებული მეორადი საბურავებით. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი საბაჟო ოპერაციის გზით შემოსული პროდუქციიდან შერჩევითად აღებული 100 საბურავიდან 6 ერთეული აღმოჩნდა დაზიანებული (სარეალიზაციოდ უვარგისი), შესაბამისად, ჩაითვალა, რომ საშუალოდ იმპორტირებული მეორადი საბურავების 6% არის წუნდებული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.02.2020 წლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნის და საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა ზემოხსენებული საკითხის შესწავლა, რომლის გათვალისწინებითაც შედგა 16.05.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 24 031 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 18 801 ლარით, ხოლო ჯარიმა 5 230 ლარით.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ 2018-2020 წლებოს საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 2023 წლის 16 მაისის დასკვნით დაკორექტირდა (შემცირდა) ადრე განსაზღვრული ფასნამატი და შესაბამისად შემოწმებით დარიცხული გადასახადები, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩნილ/გამოვლენილ გარემოებას და ამ საფუძვლით მოითხოვა 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდების მსგავსად ფასნამატის კორექტირება (გავრცელება).
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (ფასნამატის გავრცელება, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2017 წლის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. საწარმოს 2017 წლის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განსხვავდება (ნაკლებია) 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთისაგან (სხვაობა 128 334 ლარი), რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა საწარმოს მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შემცირებად და ვინაიდან აღნიშნული საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საწარმოში არ ფიქსირდებოდა და ამასთან, არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი, აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად (დოკ. ფასნამატი 120%) და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საწარმოს მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები (დაუდასტურებელი) დაბალი ფასნამატით არარეზიდენტი პირების სახელზე. ასევე, საწარმოს (დაუდასტურებელი) სასაქონლო ზედნადებების ნაწილი გამოწერილი აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე დაბალი ფასნამატით. დოკუმენტური და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები განსხვავებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი წლის მიხედვით (2017 წელი - 120,09%), შედეგად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა №38275 ბრძანება და №001- 389 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №7752 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, 2021 წლის 6 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-404 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №2571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №15834/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე 28.12.2020 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №26044 ბრძანება და №001-183 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს №18175/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა . მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №11131 ბრძანება და №001-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 10.02.2023 წლის №18175/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21;