გადაწყეტილება №28086/2/2026
📄 სრული ტექსტი
№28086/2/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:„--------“ („--------“) (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება “--------"(„--------“)”-ის 4.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28086/2/2026).
დავის საგანი:
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის რეზიდენტობის მინიჭებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 22.06.2026 წლის №„------“წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2026 წლის №18367 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მნიშვნელოვანი ქონების უზრუნველყოფილ ფიზიკურ პირზე რეზიდენტობის ცნობის გაცემის მოთხოვნით, მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს. მომსახურების დეპარტამენტის 22.06.2026 წლის №„-------“წერილით მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
მომსახურების დეპარტამენტის 22.06.2026 წლის №„-------“წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.08.2026 წლის №18367 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8, 34-ე მუხლებზე, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანებაზე და ფაქტობრივ გარემობებზე, რომლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ უარი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის საგადასახადო რეზიდენტობისთვის განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ვინაიდან დადასტურებული ქონების ღირებულება აღემატება 3 მილიონ ლარს, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას, მას აქვს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც ძალაშია 2029 წლის 5 დეკემბრამდე.
მომჩივანს აღნიშნული ცნობა 2025 წელზე აქვს მიღებული (წარმოადგინა დანართი და 2026 წლისთვის მისი ქონებრივი მდგომაროება არ შეცვლილა, იგი კვლავ ფლობს ციფრულ აქტივებს და უძრავ ქონებას საქართველოში). ამასთან ის ფაქტი, რომ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებები იპოთეკითაა დატვირთული, ვერ მიიჩნევა მისი საკუთრების უფლების შეზღუდვად, ვინაიდან აღნიშნულ ქონებებს შეუზღუდავად ფლობს, განკარგავს, სარგებლობს და აქვს მათი გასხვისების უფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანებით დამტკიცებული „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და აქვს ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ექკვივალენტს ლარში ქონებას და ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 საგადასახადო წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს, ასევე საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი; ან
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს, ასევე საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის საგადასახადო რეზიდენტობისთვის განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, ვინაიდან არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ვინაიდან მისი ქონების ღირებულება აღემატება 3 მილიონ ლარს, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას, მას აქვს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც ძალაშია 2029 წლის 5 დეკემბრამდე.
მოჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანების მოთხოვნებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის კონკრეტული საფუძველი არ იკვეთება და სრულად ვერ დგინდება საქმეში არსებული მასალებიდან. სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი სადავოა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 აგვისტოს №18367 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მნიშვნელოვანი ქონების უზრუნველყოფილ ფიზიკურ პირზე რეზიდენტობის ცნობის გაცემის მოთხოვნით, მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს. მომსახურების დეპარტამენტის წერილით მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანებით დამტკიცებული „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი“ .