2. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:
ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;
ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;
გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;
დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.
5. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.
6. საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.
. თუ არ დგინდება ფიზიკური პირის რეზიდენტობა რომელიმე ქვეყნის მიმართ, ამ ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იგი ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტად, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა.
62. საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
7. საქართველოს არარეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის რეზიდენტი.
8. რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის
კანონი №1935
– ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები 1. ფიზიკურ პირებად ითვლებიან: ა) საქართველოს მოქალაქეები; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები; გ) მოქალაქეობის არმქონე პირები. 2. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად. 4. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში: ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი; ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა; გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას; დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად. 5. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა. 6. საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი. 61 . თუ არ დგინდება ფიზიკური პირის რეზიდენტობა რომელიმე ქვეყნის მიმართ, ამ ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იგი ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტად, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. 62. საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. 7. საქართველოს არარეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის რეზიდენტი. 8. რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
…საცხობი საწარმოო სიმძლავრეები პურის წარმოებისა და მიწოდებისათვის, შემოღებული იქნა პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადი. მისი განაკვეთი განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით. საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად შპს «...» საგადასახადო ბაზის, გადასახადის განაკვეთისა და საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით…
საგადასახადო კანონმდებლობა არ ცნობდა გადამხდელის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ბიუჯეტში მესამე პირის საგადასახადო აქტივის გადატანის გზით, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადასახდელი თანხა დადგენილ ვადებში გადაიხდებოდა (გადაირიცხებოდა) გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ.
კასატორის მოსაზრებით, ბარათიდან ბარათზე გადატანის გზით ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნება წინააღმდეგობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-4, 28-ე, 30-ე, 31-ე, 34-ე, 118-ე და 240-ე მუხლების მოთხოვნებთან და ასევე «გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის ¹429 ბრძანებულებასთან.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ საქართველოს 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-3, მე-4, 30-ე, 32-ე, 34-ე, 114-ე, 115-ე, 118-ე, 217-ე, 218-ე, 235-ე, 236-ე, 2
…საცხობი საწარმოო სიმძლავრეები პურის წარმოებისა და მიწოდებისათვის, შემოღებული იქნა პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადი. მისი განაკვეთი განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად შპს “რ-ას” საგადასახადო ბაზის, გადასახადის განაკვეთისა და საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით…
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8, 34-ე მუხლებზე, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის…
…ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი,…
…ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი,…
…ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი,…
…დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე ნაწილის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 34, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-34/