მუხლი 35. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი და ფაქტობრივად ყოფნის ადგილი
თავი III — ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია
1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად ითვლება ადგილი, რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს, ან მისი ფაქტობრივად ყოფნის ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე პირის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო იმ პირის საცხოვრებელ ადგილად, რომელსაც ჰყავს მეურვე ან მზრუნველი, ითვლება მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილი.
3. ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება მისი დროებით საცხოვრებელი ადგილი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე სამუშაოს ხასიათიდან და პირობებიდან გამომდინარე მუდმივად გადაადგილებადი ფიზიკური პირის ფაქტობრივად ყოფნის ადგილად ითვლება ადგილი, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობს ან რეგისტრირებულია დადგენილი წესით (მათ შორის, სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ან შესაბამისი საწარმოს მდებარეობის ადგილი).
5. თუ ფიზიკურ პირს რამდენიმე საცხოვრებელი (ბინა ან სხვა საცხოვრებელი) აქვს, მის საცხოვრებელ ადგილს ან ფაქტობრივად ყოფნის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ამ ფიზიკურ პირთან შეთანხმები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
…დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 9 აგვისტოს ¹6/334 საგადასახადო შეტყობინება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების სახით შპს “ვ.-თვის” 4087,64 ლარის დარიცხვისა და მოსარჩელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის თაობაზე; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას შპს “ვ.-ის”…
…რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 20 მარტის შემოწმების აქტით, 2002 წლის 10 მაისისა და 2003 წლის 11 ივნისის ადმინისტრაციული აქტებით მ. ა-ას უსაფუძვლოდ დაერიცხა გადასახდელად 19,940 ლარი, რადგან საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მ. ა-ა, როგორც გადამხდელი ფიზიკური პირი, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით შეიძლებოდა დაბეგრილიყო (იხ. ს.ფ. 83-85). რაიონული…
…რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტლების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ №"-------"…
…მოეხსნას უკანონოდ დარიცხული დღგ 6 360,58 ლარის ოდენობით. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით: 1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის…
…შემთხვევებში, როდესაც დამოუკიდებელი კომპანია ყიდის იმავე პროდუქტს, რითაც ორი დამოუკიდებელი კომპანია ვაჭრობს ერთმანეთში, ან თვითონ შესასწავლი კომპანია ახორციელებს დამოუკიდებელ მხარესთან მიმართებაში იმავე პროდუქციის რეალიზაციას. საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის „ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდები“, მიხედვით, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას „შიდა შედარებადი…