თავი IV — გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა
1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების, გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის შესახებ, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას.
2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს, გარდა საგადასახადო ორგანოებისა, არ წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრასთან, გადასახადების გამოანგარიშებასთან და გადახდასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება გადაცემული აქვს სხვა ორგანოებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №ბს-74-74(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
…კოდექსის 232.7 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. 38.1 მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის…
…პრინციპების გათვალისწინებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე ასევე რეგლამენტირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს…
…ურთიერ -თობებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე ასევე რეგლამენტირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის…
…რომ საქმეზე ძირითად, არსებით საკითხს წარმოადგენდა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 140-ე და 131-ე მუხლებით სანქციების ერთდროულად გამოყენება და არის თუ არა სახეზე ორი სამართალდარღვევის ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის…
…კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალებოდა საგადასახადო აგენტს, რომელიც იყო იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს «...» წარმოადგენდა საგადასახადო აგენტს, რომელიც საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და…
საქმე №ას-937-1142-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2009
…საინფორმაციო მონაცემებითა და სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) შესწავლის მიხედვით დადგინდა, რომ მეწარმეს გააჩნია საქმიანობა, რომელიც არ წარმოადგენს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას“. საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაეცნოს საგადასახადო ორგანოებში არსებულ ინფორმაციას. არ მიეცა საშუალება აუდიტორთან შესულიყო სადავო…
…კომისიის რეგულაციით საგადასახადო კოდექსით, ეს ერთ შესყიდვად განიხილება. (წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში დაიდო, რომლშიც მითითებულია ხელშეკრულების საგანი „საქონლის მიწოდება და CPV 34352000 კოდი. საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაეცნოს საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციას. მათ არ მიეცათ საშუალება აუდიტორთან გაესაუბრათ…
…ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი. კომპანია სასარჩელო წარმოების ფარგლებში უშედეგოდ ითხოვდა მიეღო ადმინისტრაციული წარმოების მასალები და გადასახადების დარიცხვის საფუძველი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს მის შესახებ საგადასახადო ორგანოებში…
…პრინციპების გათვალისწინებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე ასევე რეგლამენტირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოებისაგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს…
…მისი ღირებულება განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ აღნიშნული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. 4. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ამ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელი იმ ოდენობით,…