1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.
2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.
3. გადასახადის გადამხდელის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად.
4. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.
5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
თავი IV
გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაც
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი 1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. 2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. 3. გადასახადის გადამხდელის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად. 4. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში. 5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. თავი IV. გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ბს-382(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2024
…წარდგენის ბოლო დღე იყო 2018 წლის 8 იანვარი, რაც, დარჩენილი დროის გათვალისწინებით, არ გამორიცხავდა მოსარჩელის მხრიდან საგადასახადო ორგანოში საჩივრის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის შესაძლებლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში…
საქმე №ბს-912(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის…
…კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. იმავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დაჯარიმების კანონით დადგენილ წესზე მითითება და…
…თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო, თუ ვინ უნდა იყოს მიჩნეული საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, აღნიშნულს განსაზღვრავს როგორც საგადასახადო კოდექსი ასევე,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან…
…მოთხოვნები, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს ფაქტიურ მისამართზე არ გააჩნდა საკონტროლო-სალარო აპარატი. კასატორმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 37-ე, 41.2 მუხლის «დ» ქვეპუნქტზე, 971-ე მუხლზე, ასევე «საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების…
…შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, ასევე უფლებამოსილებას. საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო…
…სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი: შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს ----- (ს/ნ -----) მიერ…
…მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტზე, 37-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 301-ე მუხლის „გ“ პუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული…
…იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი…
…„--------“-ს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების ასლები 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან ვერ დადგინდა "-------"-ს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საგადასახადო კოდექსის 37-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, მის წარმომადგენელ „--------“-ს მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 1 აპრილის №"-------"წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.…