განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4------
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული – ვა-----------------ე (დაბადებული - 1----–-–--------------------------–----------–---------------------------------------–------------------–----------------–-----–---------------------------------------------------------------–-),ადვოკატი - ზუ--------–----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2003 წლის 1 სექტემბერს, გ-–-----------–-----ის რაიონის სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა შპს „მა-–--ა“ (ს/ნ 2--------). საზოგადოების იურიდიული მისამართია, თბილისი, ანდ--------–---–ის ქუჩა N--. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი რესურსების (პემზის) მოპოვება და რეალიზაცია. 2002 წლის 19 სექტემბერს გაცემულია საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით.
2009 წლის 12 მარტიდან საწარმოს ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და საზოგადოების საქმიანობას წარმართავდა ვა-----------------ე. მასვე ევალებოდა საზოგადოების საქმიანობას გაძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, ვა-----------------ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ გადაიხადა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები.
2014 წლის 19 თებერვალს სსიპ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტში დაინიშნა შპს „მა-–--ას“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. სსიპ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს „მა-–--ას“ ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 225 827 ლარი, აქედან ძირითადი - 152 790 ლარი, ჯარიმა - 73 037 ლარი, ხოლო ვა-----------------ის ხელმძღვანელობის პერიოდზე კომპანიას ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 186 536 ლარი, მათ შორის ძირითადი - 124 820 ლარი და ჯარიმა - 61 646 ლარი (მოგების გადასახადი: ძირითადი - 59 820 ლარი, ჯარიმა - 29 918 ლარი; დღგ: ძირითადი 24 781 ლარი, ჯარიმა 11 688 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი - 39 046 ლარი, ჯარიმა - 19 524 ლარი; ქონების გადასახადი: ძირითადი - 1172 ლარი, ჯარიმა - 516 ლარი).
სსიპ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის მიერ 2----–-–--------------ის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული იქნა 2014 წლის 4 დეკემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2014 წლის 8 დეკემბერს.
ვა-----------------ის მიერ კანონით დადგენილ 45 დღიან სამუშაო ვადაში გადახდილი არ იქნა დაკისრებული ძირითადი თანხა. ამასთან, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები. ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, კერძოდ:
2.4. ვა-----------------ის მიერ დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - მა----------–---–ის, ნი----------–---–ის, იზ-----------–---–ის, გი--------------–---–ის, ელ----------------ს, ან-----------ის, რუ--–------–--ის, რა---–--------–---–ის ჩვენებები, პა----------------ის დაკითხვის ოქმი, შემოსავლების სამსახურის მიმართვები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დოკუმენტის დათვალიერების ოქმები, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ბრძანებები და გამოთხოვილი ინფორმაცია, ბანკებიდან ამოღებული დოკუმენტაცია, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მინდობილობები, კერძოდ:
2.5. ქ. თბილისის გლ-------------–-----------------------------–ოს 2003 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს „მა-–--ა“ (ს/ნ 2--------). საზოგადოების იურიდიული მისამართია, ქ. თბილისი, ანდ--------–---–ის ქუჩა N--. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ბუნებრივი რესურსების (პემზის) მოპოვება და რეალიზაცია.
2.6. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის თანახმად (სერია #4-), 2002 წლის 19 სექტემბერს, შპს „ცე-----იზე“ გაცემულია საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით, რომლის პარტნიორადაც დ----ქსირებულია შპს „მა-–--ა“ (ს/ნ 2--------). საზოგადოების იურიდიული მისამართია, ქ. თბილისი, ანდ--------–---–ის ქუჩა N--.
2.7. გა------------------–-----------------------ის 2013 წლის 25 ივნისის #--------- წერილის თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს სხდომის 2002 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, 2002 წლის 19 სექტემბერს, შპს „ცე-----იზე“ გაიცა საწარმოზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია. შპს „მა-–--ა“ 2005 წელს პარტნიორად დ----ქსირდა აღნიშნულ ლიცენზიაში.
2.8. 2009 წლის 12 მარტის სანოტარო აქტის თანახმად, (რეგისტრაციის #1----, ნოტარიუსი ნი-------–--ე) შპს „მა-–--ას“ დირექტორმა ნა----–------------ემ უფლებამოსილება მიანიჭა ვა-----------------ეს მის ნაცვლად ეწარმოებინა შპს „მა-–--ას“ დირექტორის მუშაობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა (მათ შორის გადაეხადა კანონით დადგენილი გადასახადები).
2.9. 2011 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად (ნოტარიუსი ნი-------–--ე), შპს „მა-–--ას“ დირექტორმა ელ----------------მ უფლებამოსილება გადასცა ვა-----------------ეს, რომ ყოფილიყო დირექტორის წარმომადგენელი საგადასახადო ორგანოებში, მოეწერა ხელი ხელშეკრულებებზე და მიანიჭა დირექტორის ყველა უფლებამოსილება. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.
2.10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2012 წლის 2 თებერვლის ამონაწერის თანახმად, შპს „მა-–--ას“ დირექტორია ელ----------------, ხოლო კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ნა----–------------ე.
2.11. მოწმე ელ----------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ვა-----------------ეს დიდი ხანია იცნობს. 2011 წლის 30 დეკემბრიდან იყო შპს „მა-–--ას“ ფიქტიური დირექტორი. მას კომპანიის მართვასთან შეხება არასდროს ჰქონია, არ იცის სად მდებარეობს შპს „მა-–--ა“ და რა საქმიანობას ეწევა იგი. დირექტორად ვა-----------------ის თხოვნით დარეგისტრირდა. კომპანიისგან რაიმე მატერიალური სარგებელი არ მიუღია. შპს „მა-–--ას“ ვა-----------------ე აკონტროლებდა. ვინ მართავდა მოლაპარაკებებს კომპანიის სახელით და ვინ იღებდა შემოსავალს, მისთვის უცნობია.
2.12. მოწმე გი--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნია. შპს „მა-–--ა“ ვა-----------------ის მამის კომპანია იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ (2008 ან 2009 წელს) კომპანიაში საქმიანობას ბრალდებული ახორციელებდა. თვითონაც დასაქმებული იყო აღნიშნულ კომპანიაში, ელექტრო მოწყობილობებისა და ელექტრო იზოლატორების მიმართულებით, თუმცა ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა. ვა-----------------ემ და პა----------------ემ იცოდნენ, რომ მას ენერგეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჰქონდა, რის გამოც კომპანიაში მიიწვიეს და ერთად მოიგეს ტენდერი. მოწმის განმარტებით, ელექტრო იზოლაციის პროდუქციის დიდი ნაწილი, რომელიც შპს „მა-–--ამ“ შემოიტანა უხარისხო აღმოჩნდა და დამკვეთმა არ მიიღო. მომწოდებელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს პა-----თან ერთად თავადაც აწარმოებდა. მოლაპარაკების პროცესში იშვიათად, მაგრამ ვა-----------------ეც იყო ჩართული. საგადასახადო შემოწმების აქტი ჩაიბარა, თუმცა მინდობილობა ვინ მისცა არ ახსოვს. კომპანიას ტრაქტორი ჰყავდა, მაგრამ დეტალები არ ახსოვს.
2.13. მოწმე პა----------------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2010 წლის დასაწყისში ვა-----------------ემ დააწყებინა მუშაობა კომპანია „მა-–--აში“ მენეჯერად. შპს „მა-–--ას“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ვულკანური წიდის (პემზის) მოპოვება-რეალიზაცია, რისთვისაც გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია. შპს „მა-–--ა’’ წარმოადგენდა ვა-----------------ის ოჯახის საკუთრებას. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ვა-----------------ის მამა-ცე----- მა--------ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (2009 წლიდან) შპს „მა-–--ას“ ერთპიროვნუ-–--- ხელმძღვანეოლობდა და ზედამხედველობას უწევდა ვა-----------------ე. კომპანიაში მისი მენეჯერად მუშაობის პერიოდში დირექტორი იყო ვა-----------------ის დედა-ნა----–------------ე, თუმცა იგი არასდროს ჩარეულა კომპანიის საქმიანობაში და შპს „მა-–--ასთან“ დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ბრალდებული. მასვე ჰქონდა შპს „მა-–--ას“ ფინანსებზე წვდომა და განკარგვის უფლება. ვინაიდან კომპანიის დირექტორს მუდმივად უწევდა სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერა, ხოლო ნა----–------------ე ასაკში იყო, ბრალდებულმა სთხოვა, რომ მას (პა----------------ეს) დაარეგისტრირებდა შპს „მა-–--ას“ დირექტორად. დირექტორად დარეგისტრირდა 2010 წლის სექტემბრის თვიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, თუმცა კომპანიაში მისი საქმიანობა არ შეცვლილა, ახორციელებდა იგივე საქმიანობას. ამ პერიოდში კომპანიის რეალური დირექტორი და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი იყო ვა-----------------ე.
2.14. მოწმე რა---–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რუსულ კომპანია „ტა--თან“ გააჩნდა საქმიანი ურთიერთობა. 2011 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდნენ აღნიშნული კომპანიიდან და სთხოვეს შპს „მა-–--ასთვის“ გადასაცემად პროდუქციის მიღება. კომპანიამ „ჩე---------–ი“ შუამავლის ფუნქცია იკისრა „ტა--სა“ და შპს „მა-–--ას“ შორის („ტა--მა“ მიაწოდა პროდუქცია, რომელიც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ გადასცა შპს „მა-–--ას“). შპს „მა-–--ას“ წარმოადგენდა ვა-----------------ე, რომელსაც პირადადაც იცნობს. შეთანხმდნენ, რომ ვა-----------------ეს გადასცემდა პროდუქციას, რომელიც გადაიხდიდა შესაბამის თანხას, რასაც „ტა--ს“ გადაურიცხავდა. ხელშეკრულება ნაწილობრივ შესრულდა, რადგან „მა-–--ას“ შესაბამისი თანხა არ აღმოაჩნდა. პროდუქციის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ნაწილის თანხა შპს „მა-–--ამ“ გადაიხადა, პროდუქციის მეორე ნაწილის გადაცემისას კი ვა-----------------ის მიერ არ იქნა მიწოდებული ხარისხის სერთიფიკატი, რომლის ვალდებულებაც ბრალდებულს ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი. მან დააგვიანა დოკუმენტის მისთვის გადაცემა, რის გამოც ბანკმა „აკ----------ი“ გაუუქმა და ფული არ გასცა. თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით ურთიერთობა უშუალოდ ვა-----------------ესთან ჰქონდა. „ტა--ის“ დირექტორის და ვა-----------------ის შეხვედრას თვითონ არ დასწრებია. „ტა--ის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში. ისინი „მა-–--ასგან“ თანხის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. ვა-----------------ეს არაერთხელ შეხვედრია, უშუალოდ მასთან ჰქონდა ურთიერთობა და არა კომპანიის სხვა წარმომადგენელთან. სწორედ ბრალდებული იღებდა გადაწყვეტილებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას. „მა-–--ას“ დირექტორები ვინ იყვნენ მისთვის უცნობია, მათ არასდროს შეხვედრია.
2.15. ვა-----------------ის მიერ კომპანია „მა-–--ას“ ფაქტობრივი მართვის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე რუ--–------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და დამატებით განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, წე------–------------------ში განთავსებულ შპს „ჩე---------–ის“ კონსულტანტად. კომპანიას რუსეთის ფედერაციის ქა-–-- ტუ-–---ან შემოჰქონდა კომპანია შპს „ტა--ის“ მიერ წარმოებული პროდუქცია - სათადარიგო ნაწილები და იზოლატორები, რომელსაც შპს „ჩე---------–ი“ საქართველოს რკინიგზას აწვდიდა. 2011-2012 წლებში, კომპანიას „ჩე---------–ი“ მიმართა შპს „ტა--მა“ „მა-–--ასთვის“ იზოლატორების მიწოდების თხოვნით. შპს „მა-–--ას“ მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ვა-----------------ე, რომელთანაც ხდებოდა ხელშეკრულების პირობების შეთანხმება. პროდუქციის მიწოდებისას პრობლემა შეიქმნა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებში შპს „მა-–--ას“ მხრიდან ასევე ვა-----------------ე მონაწილეობდა. იგი შეხვდა შპს „ტა--ის“ წარმომადგენელს, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრების საკითხს. მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით (სანოტარო აქტებით) და მოწმეების - ელ----------------ს, გი--------------–---–ის, რა---–--------–---–ისა და რუ--–------–--ის ჩვენებებით ცალსახად დასტურდება შპს „მა-–--ას“ ვა-----------------ის მიერ ფაქტობრივი ფლობისა და მართვის ფაქტები. უტყუარად დადგენილია, რომ შპს ,,მა-–--ა“ წარმოადგენდა ვა-----------------ის ოჯახის საკუთრებას, რომელსაც 2009 წლის მარტიდან ერთპიროვნუ-–--- ხელმძღვანელობდა ვა-----------------ე, კერძოდ: 2009 წლის 12 მარტისა და 2011 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტებით ცალსახად დგინდება, რომ ვა-----------------ეს ნა----–------------ისგან და ელ----------------სგან მიენიჭა დირექტორის ყველა უფლებამოსილება და ვალდებულება (მათ შორის საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის). ელ----------------ს განმარტებით, ის იყო კომპანიის ფიქტიური დირექტორი, სინამდვილეში შპს „მა-–-ას“ საქმიანობას წარმართავდა ვა-----------------ე. მისთვის უცნობია სად მდებარეობს კომპანია, რა საქმიანობას ეწევა და რა შემოსავალი აქვს მას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დაადასტურა შპს „მა-–--ას“ ყოფილმა მენეჯერმა და დირექტორმა პა----------------ემ. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2010-2011 წლებში რეგისტრირებული იყო შპს „მა-–--ას“ დირექტორად, კომპანიის საქმიანობას ერთპიროვნუ-–--- წარმართავდა ვა-----------------ე, სწორედ მას ჰქონდა წვდომა კომპანიის ფინანსებზე, რომელსაც განკარგავდა სურვილისამებრ. ვა-----------------ის მიერ კომპანიის საქმიანობის ფაქტიური მართვისა და ფლობის ფაქტები დაადასტურეს შპს „ჩე---------–ის“ წარმომადგენლებმა - რა---–--------–---–მა და რუ--–------–--ემ. მოწმეთა განმარტებით, რუს პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ელექტრო იზოლაციის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებით ვა-----------------ე აწარმოებდა. სწორედ მან აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდის თაობაზე, რაც ბრალდებულის მიერ არ იქნა შესრულებული. ამასთან, ელ----------------ს, გი--------------–---–ის, რა---–--------–---–ის, პა----------------ისა და რუ--–------–--ის მხრიდან ვა-----------------ის მიმართ რაიმე პირადი დაინტერესება არ გამოვლენილა, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ვა-----------------ის მიერ კომპანია „მა-–--ას“ რეალური ფლობისა და კომპანიის მართვის ფაქტები. მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ 2009 წლის 12 მარტიდან 2014 წლამდე კომპანიის მფლობელი და დირექტორი ფაქტობრივად იყო ვა-----------------ე.
2.17. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
2.18. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: ...შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2.19. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
2.20. ამდენად, საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამხდელი იყო შპს „მა-–--ა“, რომლის დირექტორის უფლებამოსილებასაც ასრულებდა და სამეწარმეო საქმიანობას წარმართავდა ვა-----------------ე. სწორედ ვა-----------------ეს, როგორც კომპანიის ფაქტობრივ დირექტორს (დირექტორის ყველა უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს) და მინდობილ პირს გააჩნდა საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისა და კანონით დადგენილ ვადაში/ოდენობით გადასახადის გადახდის ვალდებულება.
2.21. შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #1---- ბრძანებით დაინიშნა შპს „მა-–--ას“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე.
2.22. შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #2---------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურმა შპს „მა-–--ასგან“ მოითხოვა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა.
2.23. 2----–-–--------------ის, საგადასახადო შემოწმების აქტისა (აუდიტორები ნი----------–---–ი და იზ-----------–---–ი, შემოწმების დაწყების დრო - 2014 წლის 25 თებერვალი, შესამოწმებელი პერიოდი 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე) და შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2014 წლის 4 დეკემბრის, #5---- ბრძანებით, შპს „მა-–--ას“ (ს/ნ 2--------) 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 225.827 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 152 790 ლარი, ჯარიმა 73037 ლარი.
2.24. მოწმე იზ-----------–---–მა სასამართლოს ხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის #1---- ბრძანების საფუძველზე, ნი----------–---–თან ერთად ჩაატარა შპს „მა-–--ას“ საქმიანობის კამერალული საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე. შემოწმება დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სა---------------------------ის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციას და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ეროვნული ბაზის მონაცემებს. გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. შემოწმებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, სააღსრულებო ბიუროდან ამოღებული დოკუმენტაცია, დისკები, ბუღალტრული პროგრამა, ბანკის ამონაწერები და ქონების ჩამონათვალი. დაიბარეს „მა-–--ას“ ბუღალტერი მა----------–---–ი, რომელმაც დაწერა ახსნა - განმარტება, რომ არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას, არ ჰქონდა წვდომა კომპანიის დოკუმენტაციასთან და უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. მან განმარტა, რომ კომპანიასთან დაკავშირებით არაფერი ახსოვდა. არც კომპანიის სხვა წარმომადგენელს ან დირექტორს გამოუთქვამს აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობის სურვილი. საგადასახადო შემოწმების აქტი ჩაიბარა მინდობილმა პირმა - გი--------------–---–მა. მოწმის განმარტებით, შესამოწმებელი კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ენერგო რესურსების მოპოვება, რუ-------ან შემოტანილი იზოლატორების რეალიზაცია და ტექნიკის იჯარა. შემოწმება ჩატარდა ყველა გადასახადის კუთხით და მოხდა დარიცხვა ჯამში 225825 ლარის ოდენობით - 152789 ლარი იყო ძირითადი თანხა, ხოლო ჯარიმა 73035 ლარი. გადამხდელს შემოწმების აქტი დროუ-–--- ჩაბარდა (ჩაიბარა მინდობილმა პირმა). მას აქტთან დაკავშირებით პოზიცია ან პრეტენზია არ წარუდგენია. „მა-–--ას“ შემოსავლების სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთვის პრეტენზიით არ მიუმართავს. საგადასახადო შემოწმების აქტი არ გასაჩივრებულა, რაც ნიშნავს რომ გადამხდელი დაეთანხმა საგადასახადო მოთხოვნას. შემოწმებისას გადამხდელი თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან, წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს, რომლის გათვალისწინებაც ხდება. მოცემულ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა. საგადასახადო შემოწმება ეყრდნობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. დოკუმენტურად დადასტურებული სხვაობა არის საგადასახადო ვალდებულება, რაც არასწორად იყო დეკლარირებული გადამხდელის მიერ. „მა-–--ას“ ასევე აღმოაჩნდა ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ თვითონ ტექნიკა ადგილზე არ იყო და ვერც გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნა მოძიებული, რის გამოც რეალიზებუ-–--- ჩათვალეს და დაარიცხეს გადამხედელს გადასახადი. ტენიკა რომლის რეალიზების დამადასტურებელი დოკუმენტიც მოიპოვებოდა, ორმაგად არ დაურიცხავთ გადამხდელისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „მა-–--ას“ მიერ ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა რეალიზებული, რომელიც შემოწმების აქტში შეყვანილ იქნა ერთი სახელით. დ----ქსირდა ტექნიკური ხარვეზი ტექსტში და არა ციფრებში. შპს „მა-–--ასთვის“ თანხების დარიცხვა სწორად იქნა განხორციელებული. კომპანიისთვის ორჯერ დარიცხვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.25. მოწმე ნი----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „მა-–--ას“ კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩაატარა იზ-----------–---–თან ერთად. 2014 წლის 2 დეკემბერს გამოიცა კამერალური შემოწმების აქტი, რომლითაც შპს „მა-–--ას“ დაერიცხა 225 025 ლარი. 2009 წლის 12 მარტიდან ძირითადი თანხა წარმოადგენდა 124 000 ლარს. მოწმის განმარტებით, საწარმო ვალდებულია 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია წარადგინოს 2009 წლის 31 მარტამდე, შესაბამისად დეკლარირებაც მოხდა ამ პერიოდში. 2008 წლის დარიცხვაზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი პირი, ვისაც აქვს ამის ვალდებულება. შემოწმების დაწყებამდე სცადეს „მა-–--ას“ წარმომადგენლებთან - ბუღალტერ მა----------–---–თან, ნა----–------------ესთან და ვა-----------------ესთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. თანამშრომლობის სურვილი არავის გამოუთქვამს. ნა----–------------ე ამისამართებდა ხან მა----------–---–თან, ხან ვა-----------------ესთან. ვა-----------------ე იყო ერთ-ერთი დირექტორი და პასუხისმგებელი პირიც. ნა----–------------ეს არცერთ მათ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. დეკლარირებას ახორცილებს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც წარმართავს საქმიანობას. დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სტანდარტებით. მოწმემ განმარტა, რომ შპს „მა-–--ას“ უფიქსირდებოდა ავტომანქანა „დ----ს“ შეძენა, მაგრამ შემოწმებისას საკუთრებაში აღარ ჰქონდა, რაც კანონმდებლობის თანახმად, ჩაუთვალეს რეალიზებუ-–---. ორმაგ დაბეგვრას ადგილი არ ჰქონია.
2.26. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 ოქტომბრის #2----------- წერილის თანახმად, შპს „მა-–--ას“ (ს/ნ 2--------) მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში შემოტანილ იქნა წერილობითი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის N0------ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის N3---- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
2.27. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 სექტემბრის N4-- ბრძანების თანახმად:
ü შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2015 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე განიხილა აუდიტის დეპარტამენტიდან 2015 წლის 6 აგვისტოს გაგზავნილი შპს „მა-–--ას“ საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის N1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებს და 2014 წლის 4 დეკემბრის N0----- საგადასახადო მოთხოვნას.
ü საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის - თანახმად, საგასასახადო ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა; ხოლო 299-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ü გადამხდელს 2014 წლის 24 თებერვლის N1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2014 წლის 4 დეკემბრის N0----- საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 8 დეკემბერს, ხოლო მის მიერ საჩივარი წარდგენილია 2015 წლის 5 აგვისტოს.
ü აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივრის წარდგენისათვის 30 დღიანი ვადა გავიდა 2015 წლის 8 იანვარს (7 იანვარი ემთხვეოდა არასამუშაო დღეს), ხოლო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 5 აგვისტოს საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის გასვლის დარღვევით, შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველი.
2.28. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 ოქტომბრის #2----------- წერილის თანახმად, შპს „მა-–--ასთან“ საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.
2.29. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 21 ოქტომბრის #0-------- წერილის თანახმად, შპს „მა-–--ას“ საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.
2.30. სასამართლო აღნიშნავს, რომ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2----–-–--------------ის, საგადასახადო შემოწმების აქტისა და შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის 2014 წლის 4 დეკემბრის, #5---- ბრძანებით, ცალსახად დგინდება რომ შპს „მა-–--ას“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 225.827 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 152 790 ლარი, ჯარიმა 73037 ლარი. ვა-----------------ის ფაქტობრივი დირექტორობის პერიოდში (2009 წლის 12 მარტიდან 2014 წლამდე პერიოდში) კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 186.536 ლარი (124 820 ძირითადი გადასახადი და 61 646 ჯარიმა), რომელიც ვა-----------------ის მიერ არ იქნა გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 2----–-–--------------ის, საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა 2014 წლის 8 დეკემბერს, ხოლო მის მიერ საჩივარი წარდგენილ იქნა 2015 წლის 5 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით. შემოსავლების სამსახურის წერილებიდან ირკვევა, რომ შპს „მა-–--ას“ საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის და მასთან არც საგადასახადო შეთანხმების აქტი გაფორმებულა. ამასთან, მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „მა-–--ამ“ თითქოსდა უკანონოდ დარიცხული თანხების კორექტირების ან გაუქმების მიზნით სარჩელით მიმართა სასამართლოს.
2.31. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
2.32. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ვა-----------------ეს, როგორც გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა და დარიცხვის მართლზომიერების შესახებ საჩივრით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, შპს „მა-–--ასთვის“ დარიცხული საგადასახადო მოთხოვნა ითვლება აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნად.
2.33. სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ინსტიტუტის არსებობას საგადასახადო კანონმდებლობაში აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, ვინაიდან მხოლოდ მას შემდეგ არის სახელმწიფო უფლებამოსილი გაატაროს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ამოღების მიზნით, მათ შორის დარიცხული გადასახადის კანონით დადგნილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აამოქმედოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ დარიცხვის კანონიერების, მართებულობის გასაჩივრება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად და მათ შორის ადმინისტრაციულ სასამართლოში სამართალწარმოების პირობებში უნდა დადგინდეს დარიცხვის კანონიერება/უკანონობა, დარიცხული თანხების მართებულობა და შესაბამისობა საგადასახდო კოდექსის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში როდესაც პირი არ ისარგებლებს კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების უფლებით (მათ შორის გაუშვებს გასაჩივრების დადგენილ ვადას), საგადასახადო დავალიანება ჩაითვლება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად და საქართველოს სსკ-ს 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, პროკურორი უფლებამოსილი იქნება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
2.34. მოცემულ შემთხვევაში, შპს „მა-–--ას“ ფაქტობრივ დირექტორს - ვა-----------------ეს ჯერ კიდევ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას ჰქონდა სამართლებრივი შესაძლებლობა წარედგინა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რაც კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციის მართებულობას დაადასტურებდა, თუმცა მას აღნიშნული არ განუხორციელებია (მათ შორის ბუღალტერ მა----------–---–საც საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია). საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდეგ, ვა-----------------ემ გაუშვა მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც საგადასახადო დავალიანება ავტომატურად გახდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში როდესაც დარიცხული თანხების მართებულობა და საგადასახადო მოთხოვნის კანონიერება ფასდება ადმინისტრაციული (მათ შორის სამართალწარმოების) პროცედურების ფარგლებში, სწორედ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და ადმინისტრაციული სასამართლოა უფლებამოსილი გააუქმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მათ შორის საგადასახადო მოთხოვნა), ხოლო სისხლის სამარართლის საქმის განმხილველი სასამართლო მოკლებულია სამარათლებრივ შესაძლებლობას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების კანონიერება და დარიცხული თანხების სისწორე შეაფასოს და ფაქტობრივად შეითავსოს ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილება. სასამართლომ დარიცხული თანხის ოდენობა უნდა მიიღოს აღიარებულ მოცემულობად და მხოლოდ სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე და ბრალდებულის მიერ გადასახადის გადახდისთვის თავის არიდების განზრახვაზე იმსჯელოს. აღნიშნული პოზიციის მხარდამჭერი არგუმენტია ისიც, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ (მათ შორის უზენაესი სასამართლოს მიერ), საგადასახადო მოთხოვნის კანონიერად მიჩნევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, დავალიენებას ენიჭება აღიარებული საგადასახადო დავალიანების სტატუსი. მაგალითად, წარმოვიდგინოთ იმგვარი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით ამბობს, რომ დარიცხვა არის კანონიერი (მათ შორის კონკრეტული თანხები), იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შემდეგ, სასამართლო განაჩენით დაადგენს, რომ საგადასახადო მოთხოვნა უკანონოა (მათ შორის დარიცხული თანხები არასწორია), იმსჯელებს იგივე საკითხთან დაკავშირებით, რაზეც უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარიცხული თანხები მართლზომიერია. აღიარებული საგადასახადო მოთხოვნის კანონიერების (მათ შორის დარიცხული თანხების მართლზომიერების შემოწმებით) შეფასებით სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო ფაქტობრივად შეიჭრება ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, შეითავსებს ადმინისტრაციული აქტის (საგადასახადო მოთხოვნის) კანონიერების შეფასების უფლებამოსილებას, რაც მხოლოდ ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებაა. ასეთი განმარტება არსობრივად მცდარი იქნება და გამოიწვევს იმგვარ შედეგს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფოს ექნება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ამოღების უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დარიცხული თანხები შეფასებული იქნება, როგორც უკანონო. იმ შემთხვევაში თუ ვა-----------------ე არ ეთანხმებოდა დარიცხული თანხების ოდენობას, მას ერთი მხრივ უნდა ეთანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და წარედგინა საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი დოკუმენტაცია, ხოლო მოგვიანებით გაესაჩივრებინა საგადასახადო მოთხოვნა (უკიდურეს შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით მიემართა საგადასახადო ორგანოსათვის თანხების დაკორექტირებასთან დაკავშირებით), რითაც მას არ უსარგებლია და რამაც მისი საგადასახადო დავალიანების აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად გადაქცევა გამოიწვია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის უფლებამოსილი შეაფასოს ადმინისტრაციული აქტის კანონიერება და აღიარებული საგადასახადო მოთხოვნის მართებულობა, რის გამოც დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების დასკვნის შინაარსზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულეებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.35. გამომძიებელმა ან-----------ემ დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის აპრილის თვეში, რუსული კომპანიის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა შპს „მა-–--ას“ მიერ მისი კუთვნილი თანხების მითვისებას. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ მოწმეები, გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, დაინიშნა რევიზია. ყველა დოკუმენტი, მათ შორის რევიზიის აქტი დადგენილ ვადაში გააცნო და გადასცა დაცვის მხარეს (მათ შორის ვა-----------------ეს). დაცვის მხარის მხრიდან პრეტენზია გამოთქმული არ ყოფილა. გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.36. შპს „ბი--------------ის“ 2015 წლის 12 ნოემბრის, აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 12 მარტამდე პერიოდში დასარიცხი ძირითადი გადასახადის ჯამური თანხა შეადგენს 6.617 ლარს; 2009 წლის 12 მარტიდან 2012 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში დასარიცხი ძირითადი თანხა შეადგენს 92 393 ლარს. 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში დასარიცხი ძირითადი გადასახადის ჯამური თანხა შეადგენს 30 334 ლარს;
2.37. მოწმე ირ---–-----იამ დაადასტურა მის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შეამოწმა შპს „მა-–--ას“ დოკუმენტაცია 2011 წლის ოქტომბრის თვიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში და დაადგინა რამდენად სწორად იყო მითითებული საწარმოს მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამავე პერიოდში ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ. გამოიკვლია შემოწმების აქტი, საფინანსო და ელექტრონული დოკუმენტაცია (საგადასახადო ანგარიშფაქტურები, დეკლარაციები), ასევე მოისმინა ბუღალტერ მა----------–---–ის განმარტებები. შემოწმებით დაადგინა, რომ შპს „მა-–--ას“ შემოსავლების სამსახურმა ზედმეტად დაარიცხა ავტომანქანა „დ----ს“ რეალიზების შედეგად მიღებული და 2011 წლის ოქტომბრის თვის ანგარიშ - ფაქტურით გათვალისწინებული თანხები. აღნიშნული საკითხების გამოსაკვლევად რაიმე დამატებითი დოკუმენტაცია არ გამოუთხოვია. შემოწმებისას დაეყრდნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ბუღალტერ მა----------–---–ის განმარტებებს. ხელშეკრულება რომელიც მასთან გაფორმდა არ ითვალისწინებდა აუდიტორის მიერ თავისი ინიციატივით ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. მისთვის ცნობილია, რომ შემოსავლების სამსახურს აქვს კომპეტენცია თვითონ მოიძიოს ინფორმაცია. მა----------–---–ს ხელწერილი ჩამოართვა, თუმცა დასკვნას არ დაურთო.
2.38. მოწმე ზუ------–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების აქტის სისწორე და განმარტა, რომ ირ---–-----იასთან ერთად გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. დაადგინეს, რომ შპს „მა-–--ას“ ორი ტექნიკა ჰქონდა გაყიდული და კომპანია საგადასახადო ორგანოების მიერ ოჯერ იყო დაბეგრილი. კომპანიას - „დ----ს“ და „კა--–--ს“ რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები არ გააჩნდა. მტკიცებულებები ირ---–-----იამ გამოიკვლია. შემოწმებისას მხოლოდ დაცვის მხარის წარდგენილ დოკუმენტებს დაეყრდნენ და ბუღალტერის განმარტებებს. დამატებითი რაიმე დოკუმენტი მათ მიერ მოძიებული არ ყოფილა.
2.39. მოწმე მა----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2009 წლის აგვისტოდან 2012 წლის 12 მაისამდე იყო შპს „მა-–--ას“ ბუღალტერი. მისი ფუნქცია იყო შესაბამისი ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება, დეკლარაციების მომზადება, წარდგენა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. შეხება ჰქონდა სასაქონლო ზედნადებებთან, ანგარიშფაქტურებთან და დეკლარაციებთან. კომპანია „მა-–--ა“ ფლობდა წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (პემზის მოპოვებას ახორციელებდა). მისი კომპანიაში მისვლის პერიოდში დირექტორი იყო ვა-----------------ე. აღნიშნულ პერიოდში კომპანიას სხვა ბუღალტერი არ ჰყოლია. ურთიერთობა მხოლოდ ვა-----------------ესთან ჰქონდა. დეკლარირებას ახდენდა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ვა-----------------ე ნაკლებად ერკვეოდა საგადასახადო საკითხებში და მასთან არ ათანხმებდა აღნიშნულ საკითხს. ,,rs.ge-ზე“ ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა დაიწყო 2011 წლიდან. ლიცენზიის გამცემი ორგანოდან უკავშირდებოდნენ, ეუბნებოდნენ თუ რომელმა ორგანიზაციამ რა ოდენობის მასალა წაიღო და საჭირო იყო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ზედნადებებში და ანგარიშ-ფაქტურებში დასაფიქსირებელ მონაცემებს კომპანიის თავმჯდომარე კარნახობდა. ვა-----------------ე ეტაპობრივად აწვდიდა დოკუმენტებს, რომელსაც ძირითადად სახლში ამუშავებდა და დეკლარაციაში ასახავდა. „მა-–--აში“ მუშაობის პერიოდში დამწყები ბუღალტერი იყო. ბუღალტრული წარმოება კარგად არ იცოდა, რამაც გამოიწვია ხარვეზები დეკლარაციაში (გატარებულია ზედმეტი კრედიტი). შპს „მა-–--ას“ სალაროში ნაშთი 640 367 ლარი (2012 წლის აპრილამდე მდგომარეობით) აღმოაჩინა კომპანიაში შესულმა ფინანსურმა ჯგუფმა, როდესაც „მა-–--ადან“ დოკუმენტები ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი იმეორებდა აღნიშნულ ციფრს, კითხულობდა ეს რა ნაშთიაო. განმარტება იქვე გააკეთა, რომ შეცდომა მისი არაკომპეტენტურობის გამო გაიპარა. ამიტომ არ იყო დოკუმენტები ბოლომდე დამუშავებული. ნაშთთან დაკავშირებით დეკლარაციის დაზუსტებების გადაწყვეტილება მიიღო და ჩააბარა კიდეც. მოწმემ არ უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც განმარტავს, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში „მა-–--ას“ სალაროში ფიქსირდებოდა ნაშთი 640367 ლარის ოდენობით. 2012 წლის აპრილისთვის საშემოსავლო დეკლარაციაში შპს „მა-–--ამ“ სალაროში არსებული ფუ-–---ი ნაშთი დაადეკლარირა, როგორც გაცემული ხელფასი და დივიდენდი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რის შესახებაც საუბარი ჰქონდა ვა-----------------ესთან და სწორედ მან გადაწყვიტა აღნიშნული სახით დეკლარირების განხორციელების საკითხი. ინფორმაციას ფლობს „მა-–--აში“ ჩატარებული შემოწმების შესახებ. დაუკავშირდა შემოწმებაში მონაწილე ქალბატონი, რომელიც ცხრილების შევსებას ითხოვდა მისგან, რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან დოკუმენტაცია არ გააჩნდა (ამოღებული იყო შემოსავლების სამსახურის მიერ). ორჯერ იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურში, ცდილობდა ეთანამშრომლა და შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიეღო. შემოსავლების სამსახურის მიერ შესრულებული აქტიდან ჩანდა, რომ დოკუმენტაცია არაკომპეტენტურად იყო გავლილი და დაბეგვრის რეჟიმები არასწორად განსაზღვრული შპს „მა-–--ას“ მიმართ. ერთი და იგივე გადასახადი ორჯერ იყო დათლილი. მოწმემ ვერ გაიხსენა კონკრეტუ-–--- რომელ თანხებთან დაკავშირებით თვლიდა, რომ დარიცხვა არასწორად იყო განხორციელებული. აღნიშნულთან დაკავშირებით გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია თუ არა, არ ახსოვს. ალბათ არ უკითხავთ, სხვა საკითხზე იყო დაბარებული. ამ თემაზე გამომძიებელთან არ უსაუბრია, მხოლოდ აქტს გაეცნო. აქტი სად წაიკითხა არ ახსოვს, მაგრამ როდესაც გამომძიებელმა დაკითხა მაშინ გაიგო რომ შემოწმება დამთავრდა. მოწმეს წარედგინა 2014 წლის 2 ივლისით დათარიღებული განცხადება, რომლის თანახმადაც მა----------–---–ი აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და არ ახსოვს ამ კომპანიასთან დაკავშირებით, არანაირ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. განცხადება ხელმოწერა მისია, დღესაც ადასტურებს რომ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა.
2.40. ბრალდებულ ვა-----------------ის განმარტებით, შპს „მა-–--ა“ იყო მისი ოჯახის კომპანია, რომელსაც მამამისი მართადა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩაერთო ამ საქმეში დაახლოებით 2009 წლის ბოლოს ან 2010 წლის დასაწყისში. „მა-–--ა“ ფლობდა ვულკანური წიდის, ანუ პემზის კარიერს წა-–-----------ში. მისი ძირითადი საქმიანობა იყო პემზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და შემდგომ რეალიზაცია. მისგან ინფორმაციის მიწოდება ბუღალტერს არ სჭირდებოდა, რადგან პროდუქციის შესყიდვა ადგილზე ხდებოდა. ტექნიკის შესყიდვა ხდებოდა ბანკის მეშვეობით, რომელსაც მოჰყვებოდა გადახდის დამადასტურებელი და ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. პა----------------ე ამ საქმით იყო დაკავებული, მან მუშაობა დაიწყო კომპანიაში და ახორციელებდა თავის ფუნქციებს. თავიდან ეხმარებოდა წა-–--ში, შემდეგ დაინიშნა დირექტორად. ელ----------------ც მასთან მუშაობდა, რომელსაც თავისი ფუნქციები ჰქონდა. თუმცა საქმეებში ნაკლებად იყო ჩართული. კომპანიას ერთი „დ----“ ჰყავდა და ერთი „კა--–--“, ორივე გაიყიდა 2011 და 2012 წლებში. ბუღალტერიის საკითხებში ვერ ერკვევა. გადაწყვეტილებას დირექტორებთან შეთანხმებით იღებდა. საერთო შეთანხმებით მოხდა პა----- დირექტორად დანიშვნა. ვინაიდან კომპანია ოჯახის იყო, შესაბამისად ფინანსური დაინტერესებაც გააჩნდა. შემოსავლის ოდენობაზე იყო დამოკიდებული მათი ხელფასი და პრემია. ელ----------------ს დირექტორობა ვისი გადაწყვეტილება იყო არ ახსოვს, თუმცა დათანხმდა თვითონაც. ელექტრო იზოლატორებზე დაკავშირებულ საკითხებზე პა----------------ე მუშაობდა. თვითონ პემზის რეალიზაციით იყო დაკავებული. უცნობია რა გადასახადების გადახდა უწევდა კომპანიას.
2.41. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვა-----------------ის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ელ----------------ს, გი--------------–---–ის, პა----------------ის, რა---–--------–---–ისა და რუ--–------–--ის ჩვენებს, სანოტარო აქტებს, რომელთა თანახმადაც, უტყუარად დადგინდა, რომ შპს ,,მა-–--ა“ წარმოადგენდა ვა-----------------ის ოჯახის საკუთრებას, ბრალდებული იყო კომპანიის ფაქტობრივი დირექტორი, წარმართავდა მის საქმიანობას და აკონტროლებდა კომპანიის ფინანსებს.
2.42. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული შემოწმების დასკვნა, ასევე აუდიტორების - ირ---–-----იასა და ზუ------–----------–---–ის ჩვენებები არ გამომდინარეობს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, ეყრდნობა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მასალებს, ბუღალტერ მა----------–---–ის განმარტებას და წარმოშობს არაერთ კითხვას მათ დამაჯერებლობასთან დაკავშირებით. ირ---–-----იამ და ზუ------–----------–---–მა გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები შპს „მა-–--ას“ გააჩნდა, თუმცა რომელ წელს და რა ფასად იქნა ისინი გასხვისებული, მა----------–---–ის განმარტებით დაადგინეს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შპს „მა-–--ას“ ბუღალტერმა მა----------–---–მა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცა, განაცხადა, რომ კომპანიაში მუშაობის პერიოდში მას ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდა და სწორედ მისმა დაბალმა კომპეტენციამ გამოიწვია გაკვეული შეცდომები საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში. მოწმემ ერთი მხრივ განმარტა, რომ ტექნიკასთან დაკავშირებული დეტალები ზუსტად არ ახსოვს, თუმცა მეორე მხრივ აღნიშნა, რომ ისინი 2012 წელს იქნა გასხვისებული. მა----------–---–ის განმარტებით, იგი მზად იყო ეთანამშრომლა შემოსავლების სამსახურთან, თუმცა ბრალდების მხარის კითხვაზე თუ მისთვის ცნობილი იყო ტექნიკის გასხვისებასთან დაკავშირებული დეტალები, რატომ არ უთხრა გამომძიებელს ამის შესახებ, დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა და განაცხადა, რომ ალბათ არ უკითხავთ. ბრალდების მხარის კითხვას - რატომ დაწერა განცხადება აუდიტის დეპარტამენტში, სადაც უთითებდა, რომ მას კომპანიის დოკუმენტაციასთან წვდომა არ ჰქონდა და არ ფლობდა არანაირ დამატებით ინფორმაციას, - მოწმემ ასევე ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი. აღსანიშნავია, რომ აუდიტორული შემოწმების დასკვნა ეფუძნება დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ინფორმაციას (მათ შორის ბუღალტერ მა----------–---–ის განმარტებებს). აუდიტორებმა დაადასტურეს, რომ მათ დამატებით დოკუმენტაცია არ მოუთხოვიათ, ხოლო ვა-----------------ის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ირ---–-----იამ განმარტა, რომ მხოლოდ ერთი მინდობილობა წარედგინა დაცვის მხარის მიერ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ფაქტებიდან გამომდინარეც კი ნათელია, რომ შეუძლებელია დაზუსტებით იმის გარკვევა, ეყრდნობა თუ არა აუდიტორების დასკვნა სრულ ინფორმაციას (მათ შორის დოკუმენტებს), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ მხოლოდ ერთი მინდობილობა წარუდგინა დაცვის მხარემ (რეალურად არსებობდა ორი მინდობილობა), კერძო აუდიტორებს არ ჰქონდათ წვდომა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაზე, ხოლო ავტომანქანების რეალიზაციის თაობაზე ფაქტები მხოლოდ ბუღალტერ მა----------–---–ის განმარტებებით დაადგინეს, რომელმაც თავისმხრივ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტთან არ ითანამშრომლა და არ მიაწოდა რაიმე ინფორმაცია (მათ შორის დოკუმენტები). ბუღალტერ მა----------–---–ის ჩვენებისა და მის მიერ კერძო აუდიტორებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, ისმის კითხვა, თუ მას რეალურად გააჩნდა საგადასახადო შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაცია და ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა, რატომ არ ითანამშრომლა შე-------–--------------------------ის დეპარტამენთთან (რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია), რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შემოწმების შედეგებზე და რატომ მიაწოდა თითქოსდა სწორი ინფორმაცია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მოწვეულ კერძო აუდიტორებს, რომელსაც ფაქტობრივად ძირითად ნაწილში დაეფუძნა აუდიტორული შეფასების დასკვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დასკვნა და აუდიტორების ჩვენებები, რომლებიც ეფუძნება მოწმე მა----------–---–ის არადამაჯერებელ განმარტებებს, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, წარმოშობს არაერთ კითხვას და სასამართლო მათ ვერ გამოიყენებს ვა-----------------ის მიმართ განაჩენის გამოტანისას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის აუდიტორული შემოწმების დასკვნის ბოლო ნაწილში (დასკვნის გავრცელებისა და გამოყენების შეზღუდვა) მითითებულია, რომ დამკვეთთან შეთანხმებული პროცედურები არც აუდიტის და არც მიმოხილვისთვის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არ არის განკუთვნილი და ამდენად, არც არანაირი რწმუნების (გარანტიის) გამოხატვას აქვს ადგილი. დასკვნა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რაც გამომდინარეობს დამკვეთთან გაფორმებული გარიგებისა და დამკვეთის ადვოკატის განცხადების შინაარსიდან, რაზეც აღნიშნულია ზემოთ. დასკვნა არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნით. აუდიტორული შეფასების დასკვნაზე გაკეთებული ზემოაღნიშნული დათქმა კიდევ უფრო სავარაუდოს ხდის დასკვნის შინაარსს და ამცირებს მის მტკიცებულებით ძალას.
2.43. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს დარიცხვის აქტი ვა-----------------ესთან კომუნიკაციის არ ქონის გამო არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში ისე შევიდა, რომ ბრალდებულმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან საპირისპირო გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: შემოსავლების სამსახურის წერილითა და მოწმე გი--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა ამ უკანასკნელმა ჩაიბარა, როგორც შპს „მა-–--ას“ წარმომადგენელმა. მოწმის განმარტებით, დოკუმენტის ჩაბარებისას მინდობილობა ჰქონდა, თუმცა ვის მიერ იყო გაცემული აღნიშნული მინდობილობა, ვერ გაიხსენა. დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს ვა-----------------ეს მეგობართან (როგორც ამას გი--------------–---–ი განმარტავს) და შპს „მა-–--ას“ ნდობით აღჭურვილ პირთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოახერხა სამართლებირივი დავა დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია.
2.4-. სასამართლოს ასევე არალოგიკურად მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოს დამოუკიდებელი აუდიტორები უფრო მაღალი სანდოობით სარგებლობენ, ვიდრე შე-------–--------------------------ის დეპარტამენტის აუდიტორები-იზ-----------–---–ი და ნი----------–---–ი, რის გამოც ამ უკანასკნელთა მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა და მათი სასამართლოში მიცემული ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლომ დაცვის მხარის აუდიტორული შემოწმების დასკვნაზე და აუდიტორების - ირ---–-----იასა და ზუ------–----------–---–ის ჩვენებების დამაჯერებლობასა და სანდოობის საკითხთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა და ამ საკითხზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. რაც შეეხება საქართველოს შე-------–--------------------------ორებს - იზ-----------–---–ს და ნი----------–---–ს, მოწმეებმა განმარტეს, რომ შემოწმებისას იწვევენ კომპანიის წარმომადგენელს და მათ აძლევენ განმარტებების გაკეთების ანდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას, რომლებიც აუცილებლად აისახება შემოწმების აქტში. მოცემულ შემთხვევაში შპს „მა-–--ას“ ბუღალტერ მა----------–---–ს არაერთხელ შესთავაზეს ეთანამშრომლა შემოსავლების სამსახურთან, გაეკეთებინა განმარტებები კონკრეტულ საკითხებზე და წარედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დარიცხულ თანხებში ცვლილების შეტანა. მიუხედავად შეთავაზებისა, შპს „მა-–--ას“ არცერთმა წარმომადგენელმა საგამოძიებო ორგანოსთან არ ითანამშრომლა. თანამშრომლობის შეთავაზების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მაკა აბრამშვილმაც.
2.45. დაცვის მხარის მტკიცებით, ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდებულს ედავებიან ამნისტირებულია, მოიცავს პერიოდს რომელზეც უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს „მა-–--ას“ შემოწმება დაიწყო 2012 წლის მარტის თვეში, რომელიც ასევე ექცევა აღნიშნული „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ 2012 წლის 28 დეკემბერის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2014 წლის 19 თებერვალს სსიპ შე-------–--------------------------ის დეპარტამენტში დანიშნულ იქნა შპს „მა-–--ას“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია. 2014 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბერს გამოიცა N0------ საგადასახადო მოთხოვნა. რევიზიის აქტით დადგინდა, რომ ვა-----------------ემ (შპს „მა-–--ას“ ფაქტობრივმა დირექტორმა) არ შეასრულა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება, დამალა და არ გადაიხადა დიდი ოდენობით გადასახადი. ქმედება, რომლისთვისაც ვა-----------------ეს ბრალი წარედგინა წარმოადგენს განგრძობად დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. მართალია ვა-----------------ის ქმედება დაიწყო 2009 წლის 12 მარტს, თუმცა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით (დიდი ოდენობით გადასახადის დამალვის გზით ფინანსური სარგებლის მიღება) ჩაიდინა რამდენიმე ქმედება, რომელიც დასრულდა 2013 წლის დასაწყისში (31 მარტს), როდესაც დეკლარაცია უნდა წარედგინა საგადასახადო ორგანოში და მოეხდინა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება - 2012 წელს კომპანიისთვის დარიცხული გადასახადების გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის მტკიცება ვა-----------------ის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ, არ გამომდინარეობს ამავე კანონის მოთხოვნებიდან, რომლის თანახმადაც ამნისტია ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.
2.46. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ვა-----------------ის მიერ დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდების ფაქტი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადებისათვის თავის არიდება, მომეტებული საშიშროების მატარებელი ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას - გადასახადისათვის თავის არიდებას, თუმცა გადასახადის სახეები, გადასახადის გადამხდელები და მათი გადახდის წესი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებაში.
3.2. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს. ამავე შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადისაგან თავის არიდება განზრახი დანაშაულია, ესე იგი დამნაშავე შეგნებუ-–--- არიდებს თავს მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, კერძოდ, გადასახადის გადახდას. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - გადასახადის გადამხდელი. ამ სუბიექტში მოიაზრება როგორც საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე იურიდიული პირის ხელმძღვანელი - დირექტორი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ შპს ,,მა-–--ას” საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კანონიერად დაერიცხა გადასახადი. ვა-----------------ეს, როგორც შპს ,,მა-–--ას” ფაქტობრივ დირექტორს, რომელსაც ევალებოდა შპს-ს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებით, ასევე, როგორც გადასახადის გადამხდელს - ანუ სპეციალურ სუბიექტს ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ამის საპირისპიროდ, მან განზრახ თავი აარიდა გადასახადების გადახდას და ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რითაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 218-ე მუხლის შენიშვნაში კანონმდებლის მიერ დაწესებულ სამართლებრივ შეღავათს, რომელიც შესაბამის სუბიექტს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მა-–--ას” ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა და დირექტომა ვა-----------------ემ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 45 დღის ვადაში არ გადაიხადა ძირითადი გადასახადის სახით დარიცხული 124 820 ლარი, რაც სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დიდ ოდენობას, არ მომხდარა მისი გადავადება ან კორექტირება და გადახდის ვალდებულება არ ყოფილა შეჩერებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა-----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, დიდი ოდენობით გადასახადის გადახდისთვის განზრახ თავის არიდება, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ვა-----------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვა-----------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.
4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ვა-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ვა-----------------ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფინანსურ/საგადასახადო სისტემას, მის ეფექტურად ფუნქციონირებას და ზიანს აყენებს მას), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (არ უზრუნველყო სწორი დეკლარაციის წარდგენა, არ გადაიხადა გადასახადი), დამდგარ შედეგს (დიდი ოდენობით ზიანი მიადგა სახელმწიფოს ფინანსურ/საგადასახადო სისტემას), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უტყუარი ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/გადასახადი გადაუხდელობით ფინანსური სარგებლის მიღება). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-----------------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 13 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით.
2. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი