ბრძანება N 25896
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25896
10 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 30 ნოემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №128) იმსჯელა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 30 ნოემბრის №93112/1/2024 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №007-267 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი - ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „----------“ (ს/ნ --------) მიერ 2024 წლის 30 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდიდან შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №----------საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჩივარზე დართული დოკუმენტაციის (გარდაცვალების მოწმობის №--------) მიხედვით, დადგენილია, რომ შპს „---------“ (ს/ნ ---------) დამფუძნებელი (100%-იანი წილით) და ამავდროულად დირექტორი ----------- (პ/ნ ---------) გარდაიცვალა 2024 წლის 2 აგვისტოს. ამასთან, საჩივარს არ ერთვის საწარმოს დამფუძნებლის სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაცია, ასევე მემკვიდრის/უფლებამონაცვლის ან/და საწარმოს დირექტორის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) დამფუძნებელი/დირექტორი გარდაცვლილია და არ არსებობს სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაცია ან/და მისი უფლებამონაცვლის/მემკვიდრის, ასევე საწარმოს დირექტორის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---------“ (ს/ნ --------) 2024 წლის 30 ნოემბრის №93112/1/2024 საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდიდან შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №007-267 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჩივარზე დართული დოკუმენტაციის (გარდაცვალების მოწმობის ) მიხედვით, დადგენილია, რომ მომჩივანის დამფუძნებელი (100%-იანი წილით) და ამავდროულად დირექტორი გარდაიცვალა 2024 წლის 2 აგვისტოს. ამასთან, საჩივარს არ ერთვის საწარმოს დამფუძნებლის სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაცია, ასევე მემკვიდრის/უფლებამონაცვლის ან/და საწარმოს დირექტორის მიერ გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
გადაწყვეტილება
საჩივარი დარჩეს განუხილველი;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:301;304