გადაწყვეტილება №24978/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24978/2/2025
13 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 27.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24978/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13796 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №006-466 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 140 369,47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 561 989
დღგ - 80 801
საშემოსავლო გადასახადი - 481 188
ჯარიმა - 280 995
საურავი - 297 385,47
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი, შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანზე 2.06.2023 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი - 555 911,76 ლარი, ჯარიმა - 280 995 ლარი და საურავი - 260 148,95 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, 3.06.2023 წლის №011-2023-088055 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშებზე წარედგინა საინკასო დავალებები (1 097 128,39 ლარზე). ამასთან, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №011- 2646 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (მის ბალანსზე) არსებულ ქონებას.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანებით, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-629 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.09.2023 წლის №82391/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა) დაკმაყოფილდა და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში (საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები) ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი 11.12.2023 წლის №30970 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 25.04.2024 წლის №006-190 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლები სამსახურის 12.06.2024 წლის №13796 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13796 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №006-466 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №------- წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად გაეგზავნა 17.12.2024 წელს. დოკუმენტის განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი დოკუმენტს არ გასცნობია, შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 17.12.2024 წლის №26501 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 17.01.2025 წელს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანების გაცნობა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ფიქსირდება 27.03.2025 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული დოკუმენტი საჯაროდ გავრცელდა 17.01.2025 წელს, ჩაბარებულად ითვლება 6.02.2025 წელს. შესაბამისად, დოკუმენტის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 26.02.2025 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 27.03.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანება მიიღო 27.03.2025 წელს. ბრძანების გასაჩივრება 27.03.2025 წლამდე ვერ მოხდა იმ მიზეზით, რომ არის ონკოლოგიური ავადმყოფი. 2024 წლის დეკემბერში გაიკეთა სამთვიანი მოქმედების ინექცია, რაზეც აქვს ცუდი რეაქცია და ამან კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა, ვერ მოახდინა კომპიუტერთან წვდომა და შესაბამისი რეაგირება. საჩივარს ურთავს 27.03.2025 წელს შპს „-------“-ის მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციის „ფორმა №IV-100/ა“-ს (№18163, ისტ. №3557), რომლის მიხედვით პაციენტ „-------“-ის (პ/ნ „-------“) ამბულატორიაში მიმართვის თარიღია 27.03.2025 წელი.
საბჭო აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი სუბიექტი არის იურიდიული პირი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (02.05.2024 წ. №„-------“) „-------“ (პ/ნ „-------“) არის შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) დამფუძნებელი (საწარმოს წილის 100%-ის მესაკუთრე) და დირექტორი. საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობითაც და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა, რომელიც გაცემულია 15.07.2023 წელს და მითითებულია, რომ შპს „-------“- ის (ს/ნ „-------“) დირექტორი „-------“ (პ/ნ „-------“) შემდგომში „მარწმუნებელი“,„-------“-ს (პ/ნ „-------“) შემდგომში „რწმუნებულს“ მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება, იყოს შპს „-------“-ის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. მინდობილობა გაცემულია ვადით - საგადასახადო დავების დასრულებამდე.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 12.06.2024 წლის №13796 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი.
მომჩივანზე 2.06.2023 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადამხდელს საბანკო ანგარიშებზე წარედგინა საინკასო დავალებები.
ამასთან, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-629 საგადასახადო მოთხოვნის 13 მაისი 2025 N 03/34626 გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26501 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).