ბრძანება N 26694

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 04.12.2025
№ დოკუმენტი 26694
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 26694

04 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- (პ/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 11 და 19 ნოემბრის საჩივრების

განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 98) იმსჯელა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 11 ნოემბრის N 178696/21 და 19 ნოემბრის N 184100/21 საჩივრებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართ გამოცემულ 2013 წლის 6 დეკემბრის N 81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოების გამო დავის განახლებას შპს „-----“ მიმართ გამოცემულ 2013 წლის 6 დეკემბრის N 81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის (საქმე - N ბს-1110(2კ-22)) განჩინებას, რომელიც ეხება საწარმოს ლიკვიდაციისას საგადასახადო შემოწმების ვადების დარღვევით გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტის კანონიერების საკითხს. განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ----- სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, ბათილად ცნო საგადასახადო შემოწმების ვადის დარღვევით გამოცემული აქტი და საწარმო ჩათვალა დავალიანების არმქონედ. მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია 2021 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ვადები. კერძოდ, შპს „-----“ ლიკვიდაცია გამოცხადდა 2012 წლის ოქტომბერში, რაც დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 2012 წლის 23 ოქტომბერს კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გამო და დასრულდა 2013 წლის 4 დეკემბერს, ანუ 14 თვის შემდეგ. აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნამსჯელ საკითხზე, საწარმოს მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს და იმავე აქტზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში არ მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის N 81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2014 წლის 10 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 მარტის N 17749 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, ი/მ ----- (ს/ნ ----- ) ასაჩივრებს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართ გამოცემულ აქტს/აქტებს, რომელზეც არსებობს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირი არ ითვლება მომჩივნად.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირი არ ითვლებოდა მომჩივნად და საჩივარზე არ იყო დართული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 ნოემბრის N ----- წერილით, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) ყოფილი გაკოტრების მმართველს ი/მ ----- (ს/ნ ----- ) დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 კალენდარული დღე.

აღნიშნული ხარვეზის წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საწარმოს ლიკვიდაციისას საგადასახადო შემოწმების ვადების დარღვევით გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტის კანონიერების საკითხი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანის ლიკვიდაცია გამოცხადდა 2012 წლის ოქტომბერში, რაც დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 2012 წლის 23 ოქტომბერს კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გამო და დასრულდა 2013 წლის 4 დეკემბერს, ანუ 14 თვის შემდეგ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნამსჯელ საკითხზე, საწარმოს მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს და იმავე აქტზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში არ მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 3012 ,,გ";.