ბრძანება N 18367
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18367
14 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 22 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა ------ (----)-ს (ს/ნ -----) №126313/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №------ წერილს, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე უარს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ----- აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის საგადასახადო რეზიდენტობისთვის განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, კერძოდ: იგი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ვინაიდან მისი დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს; იგი საქართველოში ფლობს არანაკლებ 500,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას; მას აქვს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც ძალაშია 2029 წლის 5 დეკემბრამდე.
ამასთან ის ფაქტი, რომ ------ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებები იპოთეკითაა დატვირთული, ვერ მიიჩნევა მისი საკუთრების უფლების შეზღუდვად, ვინაიდან ----- აღნიშნულ ქონებებს შეუზღუდავად ფლობს, განკარგავს, სარგებლობს და აქვს მათი გასხვისების უფლება.
აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ----- მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის საგადასახადო რეზიდენტობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო.
ზემოაღნიშნულზე მითითებით საჩივრის ავტორი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №---- წერილის, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ---- (ს/ნ ----) 2026 წლის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის რეზიდენტობის ცნობა მოითხოვა “გადასახადების ადმინისტრირების სისტემის” (----) მეშვეობით. ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებდა „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანების მოთხოვნებს, მას ეთქვა უარი.
---- მიერ მოწოდებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საკუთრების უფლება შეზღუდულია იპოთეკის ხელშეკრულებით, ამ შემთხვევაში არ ჩაითვლება მის საკუთრებაში არსებულ ქონებად „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანების“ მიზნებისათვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე ნაწილის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად საქართველოს რეზიდენტობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის სესაბამისად რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად ფიზიკურ პირს საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და აქვს ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან ------- მიერ მოწოდებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკუთრების უფლება შეზღუდულია იპოთეკის ხელშეკრულებით, ამ შემთხვევაში არ ჩაითვლება მის საკუთრებაში არსებულ ქონებად „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანების“ მიზნებისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ უარი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ---- (----)-ს (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის წერილის, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა მოითხოვა მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირის რეზიდენტობის ცნობის გაცემა. განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკის ხელშეკრულებით, რის გამოც შეზღუდულია მასზე საკუთრების უფლება.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სადავო ქონება ვერ ჩაითვლება განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ ქონებად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 1 მარტის №60 ბრძანების მიზნებისათვის, ვინაიდან განმცხადებელმა ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული ბრძანებით დადგენილი „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის“ მოთხოვნები. შესაბამისად, განმცხადებელს რეზიდენტობის ცნობის გაცემაზე ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ უარი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8 (30);34(6);