ბრძანება N 24669
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24669
07 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 9 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის და 6 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №90 და №92) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) ბრის ID: --- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას. განმარტავს, რომ 2025 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა 2025 წლის 6 ოქტომბრის განცხადება (ID: ---), რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია 2025 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.
შპს „---“-ის (ს/ნ ---) განცხადების საპასუხოდ 2025 წლის 6 ოქტომბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება (ID: ---), რომლითაც გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ოქტომბრის N011-2025-170941 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის მიმართ წარდგენილია საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე9 პუნქტის თანახმად:
1. ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ და „დ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლებისა, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება როგორც ზედმეტად გადახდილი თანა 40 979 ლარის ოდენობით, ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების დავალიანება ჯამში 88 286 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე სალდირებულად არ უფიქსირდება ზედმეტობა, აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალება, რაც ფაქტობრივადაც გამორიცხვას საბანკო ანგარიშებიდან ზემოთ აღნიშნული დავალიანების გადახდამდე, კუთნილი ანგარიშებიდან თანხების გატანის შესაძლებლობას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას. განმარტავს, რომ 2025 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა 2025 წლის 6 ოქტომბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია 2025 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე.
გადამხდელის განცხადების საპასუხოდ 2025 წლის 6 ოქტომბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის მიმართ წარდგენილია საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63 (1); 65; 8 (23).