გადაწყვეტილება №19580/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.06.2023
№ დოკუმენტი 19580/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19580/2/2023

1.06.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 2.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19580/2/2023).

დავის საგანი:

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება, ცრუმაგიერ პირად ცნობის სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №006-36770 შეტყობინება საგადსახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის ID:----- გადაწყვეტილება;

3. შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის ID:------ გადაწყვეტილება;

4. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8577 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

22.07.2022 წელს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "-----" -ს (ს/ნ "------" ) ცრუმაგიერ პირად მომჩივნის მიჩნევის თაობაზე. აღნიშნული საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №006-36770 შეტყობინებით მომჩივნის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 21.03.2023 წელს გადამხდელმა გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს. გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს ეცნობა პასუხი №ID:------ და №ID:------ წერილებით.

სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2023 წლის №8577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 246-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ იყო ინფორმირებული მის მიმართ გამოცემული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა შემთხვევით, 2023 წლის მარტის თვეში მის ერთ-ერთ ქონებაზე ამონაწერის განახლების შემდგომ. 21.03.2023 წელს იგი ოფიციალურად გაეცნო შეტყობინებას ელექტრონულ გვერდზე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო. შპს "------" -სთან არც წარსულში და არც მოცემულ ეტაპზე არ ქონია და არ აქვს ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე გავრცელდა მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. უხეშად ირღვევა კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება. გასაჩივრებულ ბრძანებაში იმის მითითება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სასამართლოშია შუამდგომლობა დაყენებული მომჩივნის ცრუმაგიერ მფლობელად მიჩნევის შესახებ, არ ქმნის დასაბუთებულობის და კანონიერების აღიარებულ სტანდარტს, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

აღნიშნული მუხლი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს, გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რათა არ მოხდეს მოსალოდნელი ან არსებული საგადასახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდება ქონების განრიდების გზით. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რაც ასახულია შუამდგომლობაში, რომ ადგილი აქვს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებას, რაც განაპირობებს დისკრეციის ფარგლებში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენების მატერიალური საფუძვლის არსებობას.

სადავო საკითხზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 16.05.2023 წლის № "------" წერილიდან ირკვევა, რომ შპს "------" (ს/ნ "------" ) წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების მქონე სუბიექტს, რომელსაც 22.07.2022 წლის მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 10 184 300 ლარის ოდენობით (მათ შორის გადავადებული ვალდებულებები 10 110 252 ლარი (გადამხდელი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში 24.09.2015 წლიდან). 16.10.2014 წლიდან შპს "------" -ს ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობის/იპოთეკის უფლება. საბანკო დაწესებულებებში 14.06.2022 წელს წარდგენილია საინკასო დავალებები N081-17429, რომელიც ვერ სრულდება ანგარიშებზე თანხის არარსებობის გამო. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულ იქნა საწარმოს ქონება. აღნიშნული შეფასების თანახმად, ქონების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვას. საწარმოს საკუთრებაში ირიცხება 15 უძრავი ქონება. 22.07.2022 წლის შუამდგომლობა ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე მიმდინარეა და არ დასრულებულა.

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის გამოყენების ფორმალური საფუძველია პირის ცრუმაგიერად ცნობის თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვა, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს ამ პირის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელების უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი საფუძველი არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მართებულია, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანის თვლის,რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო. გადამხდელისთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე გავრცელდა მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. უხეშად ირღვევა კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება.

თვლის ,რომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს-ს ცრუმაგიერ პირად მომჩივნის მიჩნევის თაობაზე. აღნიშნული საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მომჩივნის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. წელს გადამხდელმა გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს. გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

 

საგადასახადო დავალიანების ფარგლებში მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება მართებულია, შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს