N 33670 - 12/11/2020 - „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 12.11.2020
№ დოკუმენტი 33670
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №33670

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21 . „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 4 მაისის №94 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის ან/და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №74.01.15.054) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე