ბრძანება N 15018
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15018
28.06.2023
შპს „-------“ (ს/ნ „-------“) ყოფილი დირექტორის
ფ/პ „-------“ (პ/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“ )
2023 წლის 11 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) ყოფილი დირექტორის ფ/პ „-------“(პ/ნ „-------“) 2023 წლის 11 მარტის №79607/1/2023 და №490793 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №074-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს გამოსაქვით ხარჯებში ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ამჟამად მისი მხრიდან მიმდინარეობს გადამზიდავებთან შედარება.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ბუღალტერიის აღდგენა შესამოწმებელ პერიოდში დებიტორების დადგენის მიზნით, რაც შეამცირებს მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით ითხოვს ხელახალ სრულ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №30 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის ფ/პ „-------“-ის (პ/ნ „-------“) 2022 წლის 27 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №30 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 23 358 ლარი, მათ შორის გადასახადი 15 572 ლარი, ხოლო ჯარიმა 7 786 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №074–3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №30 ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დახერხვის მომსახურების ღირებულებად გამოიყენა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მიმართ დადგენილი მონაცემები (30 ლარი 1 კუბური მეტრის დახერხვა). შედეგად, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას, სულ 3 606 ლარით.
2021 წლის 23 ნოემბერს შპს „-------- ის “ 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა-----, ეა-----) შპს „N1 “ (ს/ნ "-------"), რაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის გამო შეზღუდული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/დადასტურების უფლება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „N1-ის “ მიერ დაბეგრილი იყო დღგ-ით. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 13 168 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №30 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობის განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 3 606 ლარით
ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, სულ 13 168 ლარის ოდენობით.
ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ 2022 წლის 27 მაისის საჩივრით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ "-------") ყოფილი დირექტორის ფ/პ "-------" (პ/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს გამოსაქვით ხარჯებში ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით ითხოვს ხელახალ სრულ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 272; 275;
(2021 წლამდე მოქმედი) 160; 161(1„ა“) , 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ,