N 12 - 28/06/2024 - „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 28.06.2024
№ დოკუმენტი 12
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 28 ივნისი

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტი საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1

1. შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №39 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 13/12/2017, 200230000.35.152.016319), კერძოდ:

ა) დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;“.

 

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

კახაბერ ჩიტაური

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე