ბრძანება N 33956
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33956
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.: ------------------------------------)
2023 წლის 16 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის და 25 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №127, ოქმი №134) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) 2023 წლის 16 ნოემბრის №85132/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №002-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ასევე, ითხოვს მის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მასზე დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას.
2. გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №25026 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 ოქტომბრის №25925 ბრძანება და ამავე თარიღის №002-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 116 337 ლარი, მათ შორის, გადასახადი 522 823 ლარი, ჯარიმა 261 412 ლარი და საურავი 332 102 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „--------ის“ საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობა. საწარმოს საკუთრებაშია სამედიცინო კლინიკის ოთხი ფილიალი, აგრეთვე უფიქსირდება მცირე შემოსავალი ექიმთა ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით გაწეული მომსახურებიდან. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ გადამხდელმა 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით დასაბეგრ ოპერაციად ასახა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება - 3 183 186 ლარი, ხოლო მასზე დარიცხული და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხიდან იმავე თვეში ჩაითვალა 522 823 ლარის დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ვინაიდან, გადამხდელი საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებას იყენებს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში (სამედიცინო მომსახურების გაწევა), გადამხდელს არ ჰქონდა უფლება ჩაეთვალა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ოპერაციისას დარიცხული დღგ. შედეგად, შემოწმებით გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
დ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, რომლის დროსაც:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის:
ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
ბ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2019 წლის 4 ივლისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით).
ამავე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.
2019 წლის 4 ივლისიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელმა 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით დასაბეგრ ოპერაციად ასახა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება - 3 183 186 ლარი, ხოლო მასზე დარიცხული და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხიდან იმავე თვეში ჩაითვალა 522 823 ლარის დღგ. ამასთან, ვინაიდან, გადამხდელი საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებას იყენებს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში (სამედიცინო მომსახურების გაწევა), გადამხდელს არ ჰქონდა უფლება ჩაეთვალა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ოპერაციისას დარიცხული დღგ. შედეგად, შემოწმებით გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ კომპანიამ ჩაითვალა შენობა-ნაგებობის მშენებლობისას გაწეულ ხარჯებზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხები, რომელიც წინა პერიოდში ჩათვლილი არ ჰქონდა, აღნიშნული დასტურდება წინა საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებით. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწმების მიხედვით კომპანიამ 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრ ოპერაციად ასახა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება და მასზე დარიცხული დღგის თანხიდან ჩაითვალა 522 823 ლარი, არ შეესაბამება სიმართლეს. ადგილი აქვს ტექნიკურ შეცდომას, ვინაიდან, კომპანიას კუთვნილი დღგ-ის თანხის ჩათვლა უნდა მიეღო 2019 წელს, შესაბამისად, ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილება ამოქმედდა №4906- IIს კანონის გამოქვეყნებიდან, შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებამდე პერიოდზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საკანონმდებლო ნორმები. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი შენობის მხოლოდ 2 (ორი) სართული, დანარჩენი ნაწილის რემონტი დღემდე მიმდინარეობს, რაც დასტურდება აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერ ჩატარებული აუდირებული ფინანსური ანგარიშგებით, ასევე იმ გარემოებითაც, რომ კომპანია ექსპლუატაციაში შეუსვლელ ნაწილზე დღესაც იხდის ქონების გადასახადს, როგორც დაუმთავრებელ მშენებლობაზე და სავარაუდოდ ეს ნაწილი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში. შესაბამისად, დასაბეგრი ნაწილიც უნდა განისაზღვროს ფართების პროპორციულად, კერძოდ, სულ სასარგებლო ფართი შეადგენს 2 957,5 კვ.მ-ს, აქედან გარემონტებულია 1 240,3 კვ.მ., შესაბამისად, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, რაც შეადგენს ჯამურად 5 323 160 ლარს დღგის ჩათვლით, 42% (2 235 737 ლარი დღგ-ის ჩათვლით) უნდა დაიბეგროს დღგ-ით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილია 3 183 196 ლარად, რაც გულისხმობს, რომ ამავე პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამცირებელია. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტში განხორციელებულ ცვლილებამდე საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ეკუთვნოდა დღგ-ის ჩათვლა, უზრუნველყოს აღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. ხოლო, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტში განხორციელებულ ცვლილებამდე საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე ეკუთვნოდა დღგ-ის ჩათვლა, უზრუნველყოს აღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
ბ) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ასევე, ითხოვს მის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მასზე დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას.
2. გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25026 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25925 ბრძანება და №002-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 116 337 ლარი, მათ შორის, გადასახადი 522 823 ლარი, ჯარიმა 261 412 ლარი და საურავი 332 102 ლარი.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ გადამხდელმა 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით დასაბეგრ ოპერაციად ასახა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება - 3 183 186 ლარი, ხოლო მასზე დარიცხული და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხიდან იმავე თვეში ჩაითვალა 522 823 ლარის დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ვინაიდან, გადამხდელი საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებას იყენებს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში (სამედიცინო მომსახურების გაწევა), გადამხდელს არ ჰქონდა უფლება ჩაეთვალა საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ოპერაციისას დარიცხული დღგ. შედეგად, შემოწმებით გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტში განხორციელებულ ცვლილებამდე საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ეკუთვნოდა დღგ-ის ჩათვლა, უზრუნველყოს აღნიშნული დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. ხოლო, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხოლო,მეირე სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:174(3 „ე“); 269(7 );