გადაწყვეტილება №27873/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27873/2/2026
14 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---“-ს 29.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27873/2/2026).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის №CB1933402 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2026 წლის №15331 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელები არ იყვნენ ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის №CB1933402 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.07.2026 წლის №15331 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 2885 მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტავს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით ქმედებას. იმავე სამართალდარღვევისთვის პირს გაფრთხილება შეფარდებული აქვს 4.06.2026 წელს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
ადგილზე მყოფმა პიროვნებამ პირველი შემთხვევისას, ვერ გაიგო რას ნიშნავდა დაქირავებულ პირთა რეესტრში პირის შეყვანა (დაქირავებული პირი იყო - ---), თუმცა აღნიშნული პიროვნება შემდგომში დამატებულ იქნა. მეორე შემთხვევისას სხვა პიროვნებაზე განახორციელდა იგივე მუხლით რეაგირება (დაქირავებული პირი იყო - ---), მაშინ როდესაც კომპანია ახალი რეგისტრირებულია და სალარო აპარატით რეალიზაცია დაწყებული აქვს 22.05.2026 წელს. მიუხედავად იმისა, რომ პირი არ იყო გაფორმებული დაქირავებულ პირთა რეესტრში, კომპანიის მხრიდან ხდებოდა აღნიშნული პირისთვის გაცემული ხელფასის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული ფაქტით მომჩივანს სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიუყენებია. ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
3 საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის მიხედვით, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განცხადებით, ადგილზე მყოფმა პიროვნებამ პირველი შემთხვევისას, ვერ გაიგო რას ნიშნავდა დაქირავებულ პირთა რეესტრში პირის შეყვანა, თუმცა აღნიშნული პიროვნება შემდგომში დამატებულ იქნა. მეორე შემთხვევისას სხვა პიროვნებაზე განახორციელდა იგივე მუხლით რეაგირება, მაშინ, როდესაც კომპანია ახალი რეგისტრირებულია და სალარო აპარატით რეალიზაცია დაწყებული აქვს 22.05.2026 წელს. მიუხედავად იმისა, რომ პირი არ იყო გაფორმებული დაქირავებულ პირთა რეესტრში, კომპანიის მხრიდან ხდებოდა აღნიშნული პირისთვის გაცემული ხელფასის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.08.2026 წლის №75757-21-12 წერილით საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №11788 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ ობიექტზე (ქ. ---) განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. გამოვლინდა, რომ მაღაზიის კონსულტანტი---- (პ/ნ ---) არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 25.06.2026 წელს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1933402 და მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. 25.06.2026 წელს --- (პ/ნ ---) ასახულ იქნა დაქირავებულ პირთა რეესტრში. მომჩივნის მიერ 2026 წელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების დეკლარაციებში აღნიშნულ პირზე განაცემები არ ფიქსირდება. 25.06.2026 წლის №CB1933402 სამართალდარღვევის ოქმით გამოვლენილი ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 25.06.2026 წლის №CB1933402 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელები არ იყვნენ ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2885.