ბრძანება N 8680
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8680
21.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 23 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ------- (პ/ნ -------) №50385/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 21 თებერვლის №3239 ბრძანებას „------- (ს/ნ -------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ თურქეთში შეიძინა ხეხილის ნერგები. როგორც აღმოჩნდა მომწოდებლის მიერ არასწორად იქნა გამოგზავნილი ნერგების რაოდენობა. ნერგების საერთო ოდენობა დეკლარირებულზე 830 ცალით ნაკლები იყო. მომჩივნის განმარტებით, მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო გამოცემული სადავო ბრძანება უსაფუძვლოა და არღვევს მის კანონიერ ინტერესებს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 20 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ საბაჟო კონტროლის გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა და საქონლის თანმხლები დოკუმენტებით (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტები: N------- (12.01.2023) და N------- (18.01.2023), ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები: №------- (12.01.2023) და №------- (18.01.2023)) ფიზიკური პირი ------- (პ/ნ -------) მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ იქნა ხეხილის ნერგები (ვაშლის ნერგი 6 000 ცალი, ატმის ნერგი 6 000 ცალი, მსხლის ნერგი 6 000 ცალი, ბლის ნერგი 4 000 ცალი და კომშის ნერგი 2 000 ცალი, საქონლის საერთო რაოდენობა 24 000 ცალი, საქონლის საერთო წონა 7 700 კგ).
საბაჟო ორგანოს მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის და აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი, კერძოდ: დეკლარირებული 6 000 ცალი ვაშლის ნერგის ნაცვლად აღმოჩნდა 6 120 ცალი ვაშლის ნერგი (არადეკლარირებული 120 ცალი), დეკლარირებული 6 000 ცალი ატმის ნერგის ნაცვლად – 1 800 ცალი ატმის ნერგი, დეკლარირებული 6 000 ცალი მსხლის ნერგის ნაცვლად – 9 950 ცალი მსხლის ნერგი (არადეკლარირებული 3 950 ცალი), დეკლარირებული 4 000 ცალი ბლის ნერგის ნაცვლად – 1 130 ცალი ბლის ნერგი, დეკლარირებული 2 000 ცალი კომშის ნერგის ნაცვლად – 1 200 ცალი კომშის ნერგი, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული წაბლის ნერგი 2 970 ცალი.
ამრიგად, არადეკლარირებული ნერგების საერთო რაოდენობამ შეადგინა 7 040 ცალი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 27 იანვრის №------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 20 589 ლარით.
ვინაიდან ფიზიკური პირი ------- (პ/ნ -------) მიერ შემოტანილი არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 15 000 ლარს, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ. №-------).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 16 თებერვლის №2904/15- 04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა სისხლის სამართლის გამოძიება.
დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის ფიზიკურ პირ ------- (პ/ნ -------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2023 წლის 21 თებერვალს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №3239 ბრძანება, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 20 589 ლარის ოდენობით.
მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა დაუსწრებლად შედგენილი სადავო აქტი, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 23 თებერვალს და ჩაითვალა ჩაბარებულად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილია დგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის და აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი. არადეკლარირებული ნერგების საერთო რაოდენობამ შეადგინა 7 040 ცალი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 20 589 ლარით. შესაბამისად, ადგილი აქვს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო აქტი და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართზომიერია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივნის განმარტებით, მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ხოლო გამოცემული სადავო ბრძანება უსაფუძვლოა და არღვევს მის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა და საქონლის თანმხლები დოკუმენტებით ფიზიკური პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ იქნა ხეხილის ნერგები - საქონლის საერთო რაოდენობა 24 000 ცალი, საქონლის საერთო წონა 7 700 კგ. საბაჟო ორგანოს მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის და აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი. სულ 7 040 ცალი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 20 589 ლარით.
სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3);