ბრძანება N 26513
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26513
17 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 11 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის და 5 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №125 და №128) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23423/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 11 მაისის №89561/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №006-67 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ყურადღება არ არის გამახვილებული გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთთან დაკავშირებით. ითხოვს გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი და უარყოფითი სალდოს გადაანგარიშებაში ასახვას და აღნიშნულის შესაბამისად თანხების კორექტირებას. ასევე, ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი.
აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი N8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 22 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 მარტის №006-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 მაისის №12627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 ნოემბრის №23423/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12627 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №23423/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში (მათ შორის გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 15 ნოემბერს წარდგენილი №85085/1/2023 საჩივრით მოთხოვნის ნაწილში) დაფიქსირებულ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულებისას საგადასახადო ორგანო დავის საგანს გასცდა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დასკვნა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები.
ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში დამატებით წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისას გასცდა დავის საგანს, კერძოდ, შემმოწმებლებს გადაანგარიშების ეტაპზე სალაროს ნაშთის განსაზღვრისას მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი უნდა გაეთვალისწინებინათ და არ უნდა განხორციელებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტების კორექტირება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილი იყო ხარვეზიანი გაანგარიშება, რომელიც არ უკავშირდებოდა შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტებში გამორჩენილი იყო ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი. ამასთან, სხვა მონაცემებიც შეიცავდა რიგ ხარვეზებს (სალაროს საწყისი/საბოლოო ნაშთები, საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნის საწყისი/საბოლოო ნაშთები და ა.შ.), კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტით ნაღდი ფულის ნაშთი იყო 254 004 ლარი, ხოლო ხარვეზიანი გაანგარიშებით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 368 417 ლარს. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აღნიშნული ხარვეზიანი ცხრილის საფუძველზე მსჯელობა იმის შესახებ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები არასწორია და გაანგარიშებისას გამორჩენილია რაიმე მონაცემი, საფუძველს მოკლებულია. შემმოწმებლის განმარტებით გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილი ხარვეზიანი ცხრილის კომპონენტთა კორექტირება და რეალური გაანგარიშების გადასახადის გადამხდელისათვის მიწოდება.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში არსებული ჩანაწერი გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტების კორექტირებასთან დაკავშირებით გულისხმობს არა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე შესწავლილი და გათვალისწინებული რეალური მონაცემების ცვლილებას, არამედ საგადასახადო შემოწმების აქტის მომზადების ეტაპზე მიწოდებული ხარვეზიანი ცხრილის მონაცემთა გასწორებას. ასევე, აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია საბანკო ანგარიშზე არსებული საბოლოო ნაშთი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში დამატებით წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისას გასცდა დავის საგანს, კერძოდ, შემმოწმებლებს გადაანგარიშების ეტაპზე სალაროს ნაშთის განსაზღვრისას მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი უნდა გაეთვალისწინებინათ და არ უნდა განხორციელებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტების კორექტირება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილი იყო ხარვეზიანი გაანგარიშება, რომელიც არ უკავშირდებოდა შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტებში გამორჩენილი იყო ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი. ამასთან, სხვა მონაცემებიც შეიცავდა რიგ ხარვეზებს (სალაროს საწყისი/საბოლოო ნაშთები, საწარმოს პერსონალის მიმართ მოთხოვნის საწყისი/საბოლოო ნაშთები და ა.შ.), კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტით ნაღდი ფულის ნაშთი იყო 254 004 ლარი, ხოლო ხარვეზიანი გაანგარიშებით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 368 417 ლარს. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აღნიშნული ხარვეზიანი ცხრილის საფუძველზე მსჯელობა იმის შესახებ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები არასწორია და გაანგარიშებისას გამორჩენილია რაიმე მონაცემი, საფუძველს მოკლებულია. შემმოწმებლის განმარტებით გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილი ხარვეზიანი ცხრილის კომპონენტთა კორექტირება და რეალური გაანგარიშების გადასახადის გადამხდელისათვის მიწოდება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).