ბრძანება N 8776
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8776
06 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(ფაქტ. მის.: ქ. თბილისი -----)
2025 წლის 10 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N --) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 10 აპრილის N -----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მარტის N ----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 თებერვლის N 1231 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე სათამაშო აპარატების სალონის საქმიანობის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან მოგების გადასახადის დეკლარირებისა და სათამაშო აპარატების სალონის საქმიანობის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 მარტის N 4223 ბრძანება და ამავე თარიღის N ------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 5 518 406 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 437 549 ლარი, ჯარიმა 1 718 775 ლარი, საურავი 362 082 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიას 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში გამოუვლინდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება, კერძოდ, დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში არ ხორციელდებოდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრა და სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავება 5%-იანი განაკვეთით.
კომპანიამ 2024 წლის 7 თებერვალს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვით, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან მოგების გადასახადის ნაწილში, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, გამოვლენილ საგადასახადო ვალდებულებებზე კომპანია არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს და საწარმოს მიერ არ მოხდებოდა შესაბამისი დეკლარირება, რადგან კომპანიას 2023 წლის 3 თებერვლიდან 5 წლის ვადით მიღებული აქვს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა და აღნიშნული პერიოდის გასვლამდე საკანონმდებლო ცვლილებებით გაზრდილი საგადასახადო ვალდებულებების არსებობა გავლენას ვერ მოახდენს შეთანხმებულ სახელშეკრულებო (ნებართვის აღება) ურთიერთობების პირობებზე და ადმინისტრაციული გარიგების შინაარსზე. შესაბამისად, განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2023 წლის 13 დეკემბერს შეტანილი (აღნიშნულით განისაზღვრა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები) ცვლილებებით დადგენილი ნორმები ვერ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიქმნა ჯერ კიდევ 2023 წლის 3 თებერვალს გაცემული ნებართვის საფუძველზე და კომპანია იმოქმედებს 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით.
გადასახადის გადამხდელს მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ მიეცა რეკომენდაცია, რომ დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით, აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა მოცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები (აღნიშნულზე 2024 წლის 4 ივნისს კომპანიის მიმართ შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე).
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, 9 799 409 ლარის ოდენობით ჩაითვალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად და დაექვემდებარა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. ამასთან, დადგინდა, რომ სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის ოდენობა შეადგენს 39 352 995 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 154-ე, 97-ე და 98-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის პირველ მაისს 12:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2024 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებზე:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის 91 ნაწილის მიხედვით, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ან/და სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისგან ან სისტემურ - ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული თანხა იბეგრება 5 პროცენტით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1 “ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ - ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ასევე, სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომდენაცია დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შედეგად, 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრასა და სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ასევე, სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომდენაცია დაეზუსტებინა შესაბამისი დეკლარაციები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია იმოქმედებდა 2023 წლის 13 დეკემბრამდე არსებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციით აღნიშნული ქმედება შეფასდებოდა სამართალდარღვევად და განისაზღვრებოდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები. შედეგად, 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები.
გადაწყვეტილება:
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრასა და სათამაშო აპარატების სალონის ნაწილში მოთამაშეებზე სათამაშო ანგარიშიდან გაცემულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებას 5%-იანი განაკვეთით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 80; 81; 154; 97; 98; 275;.