გადაწყვეტილება №26413/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26413/2/2025
03 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „-----“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „--------ს“ 30.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26413/2/2025).
დავის საგანი:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №-/-) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №002-181 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნით - 301 629.40 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 167 303.15
ჯარიმა - 82 402
საურავი - 51 924.25
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №002-181 საგადასახადო მოთხოვნით - 316 297.62 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 167 303.15
ჯარიმა - 82 402
საურავი - 66 592.47
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება. რესტორანი მდებარეობს ქ.----ი, ----ის ქ. №--ში. ---- გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 4 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №7156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა -----ის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №11210 ბრძანება და №002-72 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 301 629.40 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 25 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 4.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №---/---) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2025 წლის დასკვნა, 10.12.2025 წლის №27185 ბრძანება და №002-181 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №002-181 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი იყენებდა 3 საკონტროლო-სალარო აპარატს, ასევე სს „--ის“, სს „--სა“ და სს „---ის“ საბანკო პოსტერმინალებს. -----ას საბანკო ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ჩარიცხული ჰქონდა მომსახურების მიწოდების შედეგად მიღებული ანაზღაურების თანხები. მოცემული შემოსავლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის თანხები გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
- საწარმოს გააჩნია სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოს შეეძლო პირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე განესაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები;
- ---- ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით და ფორმით;
- არ არსებობდა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოსაყენებლად საჭირო წინაპირობები;
- საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული რეალიზაციებიდან მიღებული ფულადი სახსრების უდიდესი ნაწილი მოხმარდა პანდემიის პერიოდის შემდგომ თანამშრომელთა ხელფასების გაცემას, რითიც შესაძლოა დაირღვა საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო ორგანომ კომპანია პირდაპირ ლიკვიდაციისკენ მიიყვანოს შესაბამისი სანქციებით;
- საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმება არ არის სწორი იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტები და პოზიცია ვალდებულების შესრულების ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან დაბეგრილი ოპერაციები, რომელიც კომპანიამ განახორციელა, არ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტმა და ხელახლა დაარიცხა ----ს გადასახდელად (იგულისხმება ძირითადი თანხა).
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახური ვერ მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების დაცვით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
დავების განხილვის საბჭოს მიერ მოხდა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რის საფუძველზეც დამატებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს არ მიუღია არანაირი წერილი, თუ ვისთვის უნდა წარედგინა მომჩივანს დოკუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა, საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგინა თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავების განხილვის საბჭოს სხდომას და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანმა არ მიიღო მონაწილეობა საჩივრის განხილვის პროცესში.
ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანება 4.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანება 4.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 4.09.2025 წლის №25581/2/2025 (რეგ. 10.09.2025 წელი; №--/--) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №002-72 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16296 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №25581/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;
2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11210 ბრძანება და №002-72 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 301 629.40 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №16296 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის №25581/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
საბჭოს №25581/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №27185 ბრძანება და №002-181 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
აუდიტის დეპარტამენტის №002-72 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის №16296 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის №002-181 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს №25581/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერებასთან მიმართებით საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);