ბრძანება N 21629

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.08.2018
№ დოკუმენტი 21629
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 21629

13/08/2018

სს "-------------------------------"

(მის: --------------------------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 02 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი N67) განიხილა სს ----- 2018 წლის 25 ივნისის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის N 094-78 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნას არ ეთანხმება შემდეგ საკითხში:

წარმომადგენლობითი ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N 23112 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 23 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 01 ივნისის N 13586 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 04 ივნისის N 094-78 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შემცირდა სულ 8902,00 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 19251,00 ლარი, ჯარიმა 10349,00 ლარი, ხოლო საურავი 0,00 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია:

სს ----- შესამოწმებელ პერიოდში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, ნაწილი, რომელიც გაცემულია დირექტორებზე საზღვარგარეთ შეხვედრების ორგანიზებისათვის, არ აქვს სათანადო წესით აღრიცხული, არ არსებობს ბრძანებები, სტუმრების იდენტიფიცირებითა და ხარჯის მიზნობრიობის დასაბუთებთ, ასევე ხარჯის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. აღნიშნული თანხები ანაზღაურებულია დირექტორების სახელზე არსებული ბიზნეს ბარათებიდან.

შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი და სათანადო წესით აღურიცხავი წარმომადგენლობითი ხარჯი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მირებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხარჯის გაწევის შესაბამის პერიოდებში. გადამხდელი ექვემდებარება დაჯარიმებას სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილზე რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ- სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. მე-9 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

სსკ-ის მე-100 მუხლის მიხედვით კი რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

სსკ-ის 101-ე მუხლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

სსკ-ის 136-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით კი გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ საქმეში არსებულ მასალების და ზემოაღნიშნულ ნორმების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მართებულია შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე ფორმის შეცვლა და წარმომადგენლობით ხარჯად განხილული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს დაკმაყოფილების საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს 2018 წლის 25 ივნისის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით საწარმოს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, ნაწილი, რომელიც გაცემულია დირექტორებზე საზღვარგარეთ შეხვედრების ორგანიზებისათვის, არ აქვს სათანადო წესით აღრიცხული, არ არსებობს ბრძანებები, სტუმრების იდენტიფიცირებითა და ხარჯის მიზნობრიობის დასაბუთებით, ასევე ხარჯის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. აღნიშნული თანხები ანაზღაურებულია დირექტორების სახელზე არსებული ბიზნეს ბარათებიდან.

შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი და სათანადო წესით აღურიცხავი წარმომადგენლობითი ხარჯი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მირებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, გადამხდელი დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ საქმეში არსებულ მასალების და ზემოაღნიშნულ ნორმების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მართებულია შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე ფორმის შეცვლა და წარმომადგენლობით ხარჯად განხილული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(33); 73(4); 154