ბრძანება N 22046
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22046
11 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს “---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 24 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა შპს “---ს“ (ს/ნ ---) №83247/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 10 იანვრის №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №031-12 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორი წარმოადგენს მის ფიქტიურ მმართველს და მას არ ჰქონდა წვდომა როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე, ასევე მის ადგილსამყოფელზე. ფაქტიური მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქეა და არ იმყოფება საქართველოში. შესაბამისად დროულად ვერ მოხერხდა ნაშთების დაზუსტება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვს დავის განახლებასა და ინვენტარიზაციის ნაშთების გადათვლას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო 2022 წლის 10 იანვრის №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №22150 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „---ს“ (ს/ნ ---) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე, 2021 წლის 21 ივლისს შპს „---ს“ (ს/ნ ---) ელექტრონულად ჩაბარდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება. კომპანიას არ განუსაზღვრავს საინვენტარიზაციო კომისია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, შევსებული იქნა ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №16, №19, №21 და №22. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ (დანართი №21). საშუალო შეწონილი ფასნამატი (20%) მიღებული იქნა შეძენილი და რეალიზებული საქონლის ფასთა სხვაობიდან (სასაქონლო ზედნადებებით) გამომდინარე. ფასი დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე განსაზღვრული იქნა შემდეგი პრინციპით: თვითღირებულება + ფასნამატი + დღგ. ვინაიდან შპს „---“ (ს/ნ ---) სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობას (შეძენა-რეალიზაციას) არ აღრიცხავდა სასაქონლო ნომენკლატურის (დასახელებების) მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 272404.24 ლარი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა კი 0 ლარი თვითღირებულებით. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. საინვენტარიზაციო კომისიამ შეადარა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 385724.40 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 38572.44 ლარის ოდენობით. შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2021 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ელექტრონულად გაეგზავნა შეტყობინება №21-12/101667 ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც გაეცნო 2021 წლის 16 აგვისტოს. კომპანიის მიერ ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2022 წლის 10 იანვარს შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 თებერვალს შპს “---ს“ (ს/ნ ---) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №78791/1/2023 საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5461 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5461 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 10 აპრილს №19369/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 2021 წლის 8 ივლისის №22150 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (----), სადაც განთავსებულია საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობები, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 2021 წლის 21 ივლისს გადამხდელს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, თუმცა გადამხდელს არ განუსაზღვრავს საინვენტარიზაციო კომისია.
2021 წლის 11 აგვისტოს მომჩივანს გაეგზავნა №21-12/101667 შეტყობინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2021 წლის 16 აგვისტოს, თუმცა არ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი, რაზეც შედგენილ იქნა №CB1255764 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. 2022 წლის 10 იანვარს კი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, ინვენტარიზაცია ჩატარდა იურიდიულ მისამართზე (---), მაშინ, როდესაც ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი იყო ქ. ---. ინვენტარიზაცია ჩატარდა უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად. არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის აქტები და გაუგებარია, ციფრები როგორ იქნა დათვლილი. კომპანიას დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არ არის გათვალისწინებული. სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიიჩნია, რომ საქმის არსებითი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5461 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის №19369/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი შპს “---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 2 თებერვლის №78791/1/2023 საჩივარი და 2023 წლის 29 ივნისს გამოცემულ იქნა №15276 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
სადავო 2022 წლის 28 დეკემბრის №031-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №29035 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 8 ივლისის №22150 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33259 ბრძანება და ამავე თარიღის №031-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 193 196 ლარი, მათ შორის, გადასახადი 116 524 ლარი, ჯარიმა 58 262 ლარი, საურავი 18 410 ლარი. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 2 თებერვალსა და 10 აპრილს შპს “---ს“ (ს/ნ ---) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №78792/1/2023 და N19369/2/2023 საჩივრები. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ივნისის №12805 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს “---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვს დავის განახლებასა და ინვენტარიზაციის ნაშთების გადათვლას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32111 ბრძანება და 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინება 2023 bწლის 16 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანებით, შეტყობინების ნაწილში განუხილველი დატოვა, ხოლო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10710 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 308; 299 (7).