ბრძანება N 13760
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13760
19.06.2023
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის.: ---------------)
2023 წლის 13 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ -----------) 2023 წლის 13 აპრილის №80370/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №007-68 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი აცხადებს, რომ დოკუმენტების მიწოდება დაიწყო ვადების დარღვევის გარეშე. კერძოდ, ელექტრონულ მისამართზე გადააგზავნა ინფორმაცია ბანკში ანგარიშების შესახებ და საბანკო ამონაწერები ყველა ბანკიდან. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. აღნიშნავს, რომ 2018 წლის ფასნამატი შეადგენს 17%-ს, 2019-2020 წლებში - 26-27%-ს. განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია გამართული ბუღალტრული ბაზა, საიდანაც იდენტიფიცირებადია შეძენილი საქონელი დასახელებებით, რაოდენობებით, თვითღირებულებით, ასევე გაყიდვის შემთხვევაში იდენტიფიცირებადია თითოეული საქონლის დასახელება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი. მიუთითებს, რომ წარმოდგენილ დეკლარაციებში 2018-2020 წლებში საწყისი სასაქონლო-მატერიალური მარაგები და საბოლოო მარაგები იგივეა, რაც შემოწმების მონაცემებით, მაგრამ 2020 წლის ნაშთი საბოლოო დეკლარაციით შეადგენს 120 955 ლარს, შემოწმების შედეგით - 40 405 ლარს. გადამხდელისთვის გაუგებარია საიდან დაადგინა აუდიტორმა 2020 წლის საბოლოო მატერიალური მარაგები. აცხადებს, რომ დღემდე აქვს აღნიშნული მარაგები. მიუთითებს, რომ აუდიტორებს 2018-2020 წლებში გავრცელებული აქვთ ფასნამატი 100%, მაშინ როდესაც დოკუმენტურად გაყიდული საქონელი უფიქსირდება 5-10% და მარჟა წლებია შეადგენს 26-27%-ს. გადამხდელი ითხოვს დოკუმენტაციის შესწავლას მისი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------- (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ------------ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების ნაწილში დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 3 071 ლარი, მათ შორის: გადასახადი 2 047 ლარი, ჯარიმა 1 024 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მარტის №007-68 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მეწარმემ წარადგინა კომუნალური და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში. ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გათვალისწინებულია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილიც. შედეგად გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დარიცხული შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მეწარმემ გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილიც.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დოკუმენტაციის შესწავლას მისი მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეწარმემ გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებით გათვალისწინებულია ხარჯების ნაწილში. ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილიც.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);304(21);73(5)