ბრძანება N 33511
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33511
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "-------" ის (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 4 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №85791/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №002-255 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული ჩანაწერი, რომ გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინება გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. აცხადებს, რომ შემოწმებისას წარდგენილი იყო სს „------ ბანკის“ ყველა ანგარიშის ამონაწერი, რაც მტკიცდება საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშებით. აღნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ 2020 წელს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაზეც 2020 წლის ივლისის თვეში განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, მაგრამ პასუხი ადმინისტრაციული წარმოების 30 დღიანი ვადის დარღვევით (30 თვის შემდეგ) მიიღო. ამასთან აცხადებს, რომ გამოგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენენ ხანდაზმულ პერიოდზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7153 ბრძანების საფუძველზე ი/მ "------"- ის (ს/ნ "------") 2022 წლის 8 ნოემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7153 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 ოქტომბრის №002-255 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, 2023 წლის 19 ივნისის №"------" წერილით, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტიდან გათხოვილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სს „------- ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა და შესაბამისი ინფორმაცია მეწარმის მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული გაანგარიშების მაქსიმალურად ზუსტად და გადამხდელის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრისთვის და წარდგენილია სასამართლო დავის მიმდინარეობისას. მიღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი და მისი გათვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა სს „------- ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა და შესაბამისი ინფორმაცია მეწარმის მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა წარდგენილი იყო სასამართლო დავის მიმდინარეობისას. მიღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია პირის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარდგენილი და მისი გათვალისწინება გამოიწვევდა პირის საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების ხანდაზმულ პერიოდზე გამოცემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ამასთან აცხადებს, რომ გამოგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენენ ხანდაზმულ პერიოდზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტიდან გათხოვილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისგადაწყვეტილებით განსაზღვრული ბანკის მიერ გაცემული ცნობა და შესაბამისი ინფორმაცია მეწარმის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული გაანგარიშების მაქსიმალურად ზუსტად და გადამხდელის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრისთვის და წარდგენილია სასამართლო დავის მიმდინარეობისას. მიღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი და მისი გათვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოიწვევს საგადასახადო ვალდებულების დამძიმებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
4,304(21).298.