გადაწყვეტილება №20569/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20569/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20569/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------14.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20569/2/2023).

 

დავის საგანი:

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №007-173 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18241 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 85 969.15 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 56 887

ჯარიმა - 19 693

საურავი - 9 389,15

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით ვარკეთილის ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ----------. გადამხდელს უფიქსირდება 43%-იანი საშუალო ფასნამატი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების ნაშთმა შეადგინა 1 876 237 ლარი პირვანდელი ღირებულებით. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ნაშთებით და შესაბამისი აქტით განსაზღვრულ სალაროს საბოლოო და მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა, როგორც კაპიტალის შემცირება. ასევე, გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მისი კუთვნილი გადასახადიც განხილულ იქნა, როგორც კაპიტალის შემცირება.

შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის ბუღალტრული ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის და აისახა შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16299 ბრძანება და 7 ივლისის №007-173 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღწერით ანუ ფაქტიური ნაშთი 1 876 237 ლარია, ხოლო ინვენტარიზაციის დღისთვის 1 981 906 ლარის ბუღალტრული ნაშთი. სხვაობა 105 669 ლარი, რომელზეც უნდა დაემატოს გამოვლენილი ფასნამატი 43 % და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადები ამის მიხედვით უნდა დარიცხულიყო.

აუდიტის მიხედვით 221 057 ლარი აქვს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი და ამ თანხიდან გამომდინარეა ყველა გადასახადი ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული. აქტი არის ზეობიექტური, მაგრამ დანაკლისი მიაჩნია, რომ გაორებულია.

მიაჩნია, რომ უშუალოდ ეს საკითხი გადაანგარიშდეს ობიექტურობის დადგენისთვის. დანარჩენი საკითხები აუდიტორის მიერ არის სწორად და კომპეტენციის მაღალი მაჩვენებლით შესწავლილი, რისთვისაც პირიქით მადლობას იხდის.

ითხოვს საქონლის დანაკლისის ხელახალ გადაანგარიშებას და შესაბამისად ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ

ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 43%-იანი საშუალო ფასნამატი. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა სმფ-ების ნაშთი. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სხვაობა ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთს შორის ჩაითვალა რეალიზებულად, გადამხდელის ბუღალტრული ფასნამატით და შემოწმებით დაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ნაშთებით და შესაბამისი აქტით განსაზღვრულ სალაროს საბოლოო და მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთებს შორის სხვაობა განიხილა, როგორც კაპიტალის შემცირება.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი

გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 43%-იანი საშუალო ფასნამატი. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა სმფ-ების ნაშთი. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სხვაობა ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთს შორის ჩაითვალა რეალიზებულად, გადამხდელის ბუღალტრული ფასნამატით და შემოწმებით დაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ნაშთებით და შესაბამისი აქტით განსაზღვრულ სალაროს საბოლოო და მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთებს შორის სხვაობა განიხილა, როგორც კაპიტალის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);158(1););159(1);163(1,2);164(1);