ბრძანება N 17202

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.07.2023
№ დოკუმენტი 17202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17202

17 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

"------" (პ/ნ "------")

(მის: "------")

2023 წლის 15 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა "------" (პ/ნ "------") №102724/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივნისის №EL212856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩინეთიდან ჩამოიტანა აიფონის უკანა შუშები. განუმარტეს, რომ არალიცენზირებული პროდუქტის შემოტანა აკრძალული იყო. ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 29 მაისს საფოსტო გადამზიდავ შპს „-------“ (ს/ნ "------") მიერ "------"-ის კუთვნილ №------- საფოსტო გზავნილზე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (ინვოსი - ნ/გ 10/05/2023) დარეგისტრირდა №"------" საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა ყვითელი დერეფანი.

საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერების მიზნით, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა № ------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის წითელ დერეფანში გადაყვანა.დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ზემოაღნიშნულ დეკლარაციაში მითითებული 20 ცალი მობილური ტელეფონის ხუფის ნაცვლად, საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა სასაქონლო ნიშანი „apple“-ით ნიშანდებული 41 ცალი მობილური ტელეფონის ხუფი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გეზ „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 12 ივნისს შედგენილი იქნა №EL212856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით "------"-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

№"------" საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება, დეკლარაცია არ დასრულებულა და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 2 ივნისს გამოცემულ იქნა საქონლის შეჩერების №12254 ბრძანება, ვინაიდან "------"-ის მიერ შემოტანილი საქონელი (სასაქონლო ნიშანი „apple“-ით ნიშანდებული 41 ცალი მობილური ტელეფონის ხუფი) სავარაუდოდ წარმოებული იყო სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05)“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.“

დადგენილია, რომ 2023 წლის 29 მაისს საფოსტო გადამზიდავ შპს „------ ის “ (ს/ნ "------") მიერ "------"-ის კუთვნილ №------- საფოსტო გზავნილზე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (ინვოსი - ნ/გ 10/05/2023) დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა ყვითელი დერეფანი.

დადგენილია ასევე, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერების მიზნით, უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა №"------" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის წითელ დერეფანში გადაყვანა. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ზემოაღნიშნულ დეკლარაციაში მითითებული 20 ცალი მობილური ტელეფონის ხუფის ნაცვლად, საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა სასაქონლო ნიშანი „apple“-ით ნიშანდებული 41 ცალი მობილური ტელეფონის ხუფი.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. "------"(პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩინეთიდან ჩამოიტანა აიფონის უკანა შუშები.

მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ზემოაღნიშნულ დეკლარაციაში მითითებული 20 ცალი მობილური ტელეფონის ხუფის ნაცვლად, საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა სასაქონლო ნიშანი „apple“-ით ნიშანდებული 41 ცალი მობილური ტელეფონის ხუფი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,168