ფიქტიური ოპერაციის ამსახველ სასაქონლო ზედნადებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა N 2532

2532 ფიქტიური ოპერაციის ამსახველ სასაქონლო ზედნადებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 27.11.2017
№ დოკუმენტი 2532
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიქტიური ოპერაციის ამსახველ სასაქონლო ზედნადებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა N 2532

ფაქტობრივი გარემოებები

· პირის მიერ ეტაპობრივად მიწოდებულ საქონელზე გამოწერილია რამდენიმე სასაქონლო ზედნადები, რომელზეც პერიოდის ბოლოს გამოიწერა ერთიანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

· საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახული სასაქონლო ზედნადებებიდან ერთერთი მათგანი არის ფიქტიური ოპერაციის ამსახველი.

· გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამომწერს დეკლარირებული აქვს შესაბამის პერიოდში, ხოლო - მყიდველს ჩათვლილი.

შეფასება

· საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. ხოლო ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

· მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მოიცავს ფიქტიურ ოპერაციაზე გამოწერილი ერთი ზედნადების თანხას, ხოლო დანარჩენი არის რეალურად მომხდარ ოპერაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადების თანხა, სსკ-ის 280-ე და 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები გამოყენებულ უნდა იქნეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგის თანხის შესაბამისად.

ღონისძიებები

· უნდა დაზუსტდეს: - საფ-ის გამომწერთან - დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა; - ჩათვლის მიმღებთან - ჩათვლილი დღგ-ის თანხა (შემცირება).

· საფ-ის გამომწერს დაერიცხება სსკ-ის 282-ე მუხლით, ხოლო დღგ-ის ჩამთვლელ პირს - სსკ-ის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული/საგადასახა დო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის 200-200%-ის ოდენობით. ამასთან, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 14 ნოემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით