გადაწყვეტილება №22537/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22537/2/2024
29 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22537/2/2024).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4411 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
დაქირავებით მომუშავე ერთი პირის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აუსახველობისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №CB1588653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2024 წლის №4411 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 2885 მუხლზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლის 16 იანვარს, თუმცა აქტიური ფუნქციონირება დაიწყო 2023 წლის ოქტომბრიდან. დღიდან დაფუძნებისა კომპანიის საქმიანობას უძღვება მისი დამფუძნებელდირექტორი ---------- და არ ჰყოლია დაქირავებით მომუშავე პირები. 2023 წლის ოქტომბრის თვიდან კომპანიამ გახსნა მაღაზია მისამართზე -----------. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები სწორედ აღნიშნულ ობიექტზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოლარის მოვალეობას ასრულებდა კომპანიის თანადამფუძნებელ-დირექტორის, ----------, მეუღლე ქალბატონი --------- (მომჩივანმა წარმოადგინა ქორწინების მოწმობა, რითიც დასტურდება, რომ --------- და -------- არიან მეუღლეები).
ვინაიდან, კომპანიას ჯერჯერობით არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა ცალკე მოლარის პოზიციაზე დაიქირავოს პიროვნება და დაუნიშნოს შესაბამისი ხელფასი, ქალბატონი -------- დროებით ეხმარება მეუღლეს, კომპანიის დირექტორ-თანადამფუძნებელს, მოლარის მოვალეობის შესრულებაში სრულიად უსასყიდლოდ. კომპანიის დირექტორ-თანადამფუძნებელმა არ ჩათვალა საჭიროდ (არ იცოდა), აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მეუღლის შესახებ ინფორმაცია შეეტანა დაქირავებულ პირთა რეესტრში.
უთითებს, რომ ინფორმაცია ქალბატონი ----------- შესახებ კომპანიამ უკვე შეიყვანა დაქირავებულ პირთა რეესტრში.
ზემოთ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს, 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის - 200 ლარი შეცვლას გაფრთხილებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივანი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ---------- დროებით ეხმარებოდა მეუღლეს, კომპანიის დირექტორ-თანადამფუძნებელს (---------), მოლარის მოვალეობის შესრულებაში სრულიად უსასყიდლოდ, ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.02.2024 წლის №4411 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №CB1588653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
დაქირავებით მომუშავე ერთი პირის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აუსახველობისთვის, მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 12(3);270(7);