ბრძანება N 5729
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5729
23.03.2023
------------------------ის (პ/ნ ---------------------)
(მის: -----------------------------------------------)
2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა რობერტი ------------------------ის (პ/ნ ---------------------) №79329/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №20010/1446534 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ს და დარიცხულ იმპორტის გადასახდელს (------------ ლარი).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თუ ექნებოდა ინფორმაცია ამ სახის ნივთებზე იმპორტის გადასახდელი დაერიცხებოდა, არ გამოიწერდა. ასევე მიუთითებს, რომ უცნობია რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე დერიცხა იმპორტის გადასახდელი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს გაუქმდეს №20010/1446534 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ------------------------ის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს ------------------------ი დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა.
გამომდინარე იქიდან, რომ ------------------------ის სახელზე შემოტანილ საფოსტო გზავნილებში განთავსებული ნივთები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად, ის ვერ ისარგებლებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით. შესაბამისად 2023 წლის -- თებერვალს შეივსო №20010/1446534 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და მას განესაზღვრა დღგ -- ლარის ოდენობით.
დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს ------------------------ი დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა.
------------------------ს 2022 წლის -- თებერვლიდან 2023 წლის -- თებერვლამდე მიღებული აქვს 205 გზავნილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ- ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
ვინაიდან, მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მათზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და საქონელი (ფეხსაცმელი, ზეითუნის ზეთი, შარვალი, 4 ერთეული ზედა, 2 ერთეული ყავა, შოკოლადის კარაქი) მართლზომიერად დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №20010/1446534 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.------------------------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს №20010/1446534 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს საჩივრის ავტორი დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა.
ამასთან,მომჩივანს 2022 წლის -- თებერვლიდან 2023 წლის -- თებერვლამდე მიღებული აქვს 205 გზავნილი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №20010/1446534 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(1); 60(4); 199( „დ.ვ,ო“);302(6);309(132)