გადაწყვეტილება №21724/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.03.2024
№ დოკუმენტი 21724/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21724/2/2023

06 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21724/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №083-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30147 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 231.99 ლარი.

მათ შორის:

დღგ- 34 184

ჯარიმა - 17 092

საურავი - 4 955.99

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ოქტომბრის თვის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 79 549 ლარს.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადების) საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12298 ბრძანება და ამავე თარიღის №083-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18245 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდა და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე მუხლებზე, 69-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშფაქტურა/სასაქონლო ზედნადები, ხოლო ამავე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებით დაბეგრილი აქვს 79 549 ლარის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანება არამართლზომიერია, შემდეგი გარემოებების გამო: 2021 წლის ოქტომბრის თვეში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა

146 795, 90 ლარი (3 ანგარიშ-ფაქტურა), ამავე თვის დეკლარაციაში ასახული იყო დასაბეგრი ბრუნვა 79 549,22, სხვაობამ შეადგინა 67 246,68 ლარი, 2021 წლის ნოემბრის თვეში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 110 233,42 ლარი (2 ანგარიშ-ფაქტურა), ამავე თვის დეკლარაციაში ასახულია დასაბეგრი ბრუნვა 177 480,10 ლარი, ზედმეტობამ შეადგინა 67 246,68 ლარი. რითაც 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ბრუნვები ჯამში დაბალანსდა.

ასევე 2021 წლის ნოემბერში დაკორექტირებულია ანგარიშ-ფაქტურა: ---------- ანგარიშფაქტურა: -----------ზე. ორივე ფაქტურა ჩათვლილი აქვს საგადასახადო ორგანოს ბრუნვაში. 2022 წლის სექტემბრის ბრუნვამ შეადგინა 37 039,55 ლარი (ერთი ა/ფ), რომელიც სექტემბერში არ იქნა დაბეგრილი და მთლიანად აისახა 2022 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში. 2022 წლის დეკემბრის ბრუნვამ შეადგინა 85 640,14 ლარი (ერთი ა/ფ), რაც დეკემბრის თვეში არ დაბეგრილა და მთლიანად აისახა 2023 წლის მარტის დეკლარაციაში.

 

ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30147 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 2021 წლის ოქტომბრის თვის დეკლარააცით 12 104 ლარი, 2022 წლის სექტემბრის თვის დეკლარაციით 6 666 ლარი და 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციით 15 414 ლარი ჯამში სულ 34 184 ლარი. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არამართლზომიერია, შემდეგი გარემოებების გამო: 2021 წლის ოქტომბრის თვეში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა

146 795, 90 ლარი (3 ანგარიშ-ფაქტურა), ამავე თვის დეკლარაციაში ასახული იყო დასაბეგრი ბრუნვა 79 549,22, სხვაობამ შეადგინა 67 246,68 ლარი, 2021 წლის ნოემბრის თვეში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 110 233,42 ლარი (2 ანგარიშ-ფაქტურა), ამავე თვის დეკლარაციაში ასახულია დასაბეგრი ბრუნვა 177 480,10 ლარი, ზედმეტობამ შეადგინა 67 246,68 ლარი. რითაც 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ბრუნვები ჯამში დაბალანსდა.

ასევე 2021 წლის ნოემბერში დაკორექტირებულია ანგარიშ-ფაქტურა: ---------- ანგარიშფაქტურა: -----------ზე. ორივე ფაქტურა ჩათვლილი აქვს საგადასახადო ორგანოს ბრუნვაში. 2022 წლის სექტემბრის ბრუნვამ შეადგინა 37 039,55 ლარი (ერთი ა/ფ), რომელიც სექტემბერში არ იქნა დაბეგრილი და მთლიანად აისახა 2022 წლის ოქტომბრის დეკლარაციაში. 2022 წლის დეკემბრის ბრუნვამ შეადგინა 85 640,14 ლარი (ერთი ა/ფ), რაც დეკემბრის თვეში არ დაბეგრილა და მთლიანად აისახა 2023 წლის მარტის დეკლარაციაში.

აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №--------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდეგნილი 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 79 549 ლარს. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები.

მოპასუხემ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აღნიშნა, რომ მომჩივანს მართლაც დაბეგრილი აქვს 2021 წლის ოქტომბრის თვეში დასაბეგრი ბრუნვა 2021 წლის ნოემბრის თვის დეკლარაციაში, 2022 წლის სექტემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა ასახული აქვს 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციაში, ხოლო 2022 წლის დეკემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა ასახული აქვს 2023 წლის მარტის თვის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანი უფლებამოსილია დააზუსტოს (მისი არგუმენტების მიხედვით) 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს, აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №083-12 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდეგნილი 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენს 79 549 ლარს. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის, 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ჯამში 269 476 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275