გადაწყვეტილება №89631/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.09.2024
№ დოკუმენტი 89631/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№89631/1/2024

11 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 20.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №89631/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.11.2023 წლის №20584/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №006-172 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 319 976,71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 128 637

დღგ - 43 669

მოგების გადასახადი - 42 833

საშემოსავლო გადასახადი - 42 135

ჯარიმა - 97 266

საურავი - 94 073,71

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.

საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს 2 საცხოვრებელ კორპუსს ------ის და -------ის ქუჩაზე. შემოწმების პროცესში დამუშავდა საწარმოს მიერ საქონლის/მასალის შეძენის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობაც არ აქვს კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, უცხო მისამართებზე მისული საქონლის/მასალის ღირებულება, სულ 467 259 ლარი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად, რაც შემოწმების მიერ, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა დღგ-ით და საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-672 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.08.2023 წლის №19268 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20584/2/2023 გადაწყვეტილებით მე-2 სადავო საკითხთან (მშენებლობის ადგილებისგან განსხვავებულ მისამართებზე მიტანილი საქონლის/მასალის უსასყიდლო მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. მე-2 სადავო საკითხთან (მშენებლობის ადგილებისგან განსხვავებულ მისამართებზე მიტანილი საქონლის/მასალის უსასყიდლო მიწოდებად განხილვა) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20584/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ერთად მოხდა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა. წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის, მცირე სახელოსნოებთან შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების, შესრულებული სამუშაოების აქტების, საქონლის გამყიდველის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების და სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა შემოწმების აქტით დაკვალიფიცირებული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის ნაწილის მშენებლობებში საჭიროება და ფაქტობრივი გახარჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა და სულ 224 853 ლარით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულება, შესაბამისად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №006-172 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივნის არგუმენტაცია გადაანგარიშების შედეგად გარკვეული შესყიდვები მიჩნეულ იქნა „გაწეულ კაპიტალიზირებად ხარჯებად“, ხოლო გარკვეულ შესყიდვებს მიენიჭა ისევ „ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ მიწოდებული“ საქონლის კატეგორია, თუმცა აღნიშნული სუბიექტური მსჯელობა თუ რა მეთოდოლოგიით ან რა ობიექტურ გარემოებაზე დაყრდნობით იქნა მიღებული ადმინისტრაციულ აქტში არ იკვეთება, შესაბამისად დარიცხვის აღნიშნულ ეპიზოდშიც აშკარაა რომ დარღვეულია როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ შემმოწმებლების მხრიდან უსასყიდლო მიწოდებად კვალიფიცირებული სმფ-ების მშენებლობის პროცესში გამოყენების ფაქტი უდავოა, რამეთუ მშენებლობის პროცესი ორივე ძირითად ობიექტზე დასრულებულია, შემმოწმებლების მხრიდან უსასყიდლო მიწოდებად დაკვალიფიცირებული საფასადე სისტემები, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და რკინა-მასალის ნაკეთობები (კარებები, მოაჯირები) კი ფიზიკურად დამონტაჟებულია შენობებზე, შესაბამისად შემმოწმებლების მიდგომა წინააღმდეგობაშია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთანაც, რამეთუ საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მნიშვნელობასა და ფორმას და აღნიშნულში არ არის სავალდებულო მოთხოვნა მისამართის მითითებისა, ამასთან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად: „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა“, ხოლო შესრულებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის შინაარს და არა ფორმას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს მსჯელობას დარიცხვის მართებულობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20584/2/2023 გადაწყვეტილებით, მშენებლობის ადგილებისგან განსხვავებულ მისამართებზე მიტანილი საქონლის/მასალის უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ერთად მოხდა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა. წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის, მცირე სახელოსნოებთან შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების, შესრულებული სამუშაოების აქტების, საქონლის გამყიდველის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების და სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა შემოწმების აქტით დაკვალიფიცირებული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის ნაწილის მშენებლობებში საჭიროება და ფაქტობრივი გახარჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა და სულ 224 853 ლარით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულება, შესაბამისად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 2.11.2023 წლის №20584/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20584/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი.

საწარმო შესამოწმებელ პერიოდში აშენებს 2 საცხოვრებელ კორპუსს . შემოწმების პროცესში დამუშავდა საწარმოს მიერ საქონლის/მასალის შეძენის დროს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, ადგილები, რასთან შემხებლობაც არ აქვს კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, არ არსებობს უცხო მისამართებიდან მშენებლობის ადგილამდე საბოლოოდ ტრანსპორტირების დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, უცხო მისამართებზე მისული საქონლის/მასალის ღირებულება, სულ 467 259 ლარი ჩაითვალა უსასყიდლო მიწოდებად, რაც შემოწმების მიერ, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, დაიბეგრა დღგ-ით და საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-672 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №19268 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №20584/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №006-172 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია საბჭოს №20584/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 983(1); 159(1 „ა“);