ბრძანება N 13464

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.06.2023
№ დოკუმენტი 13464
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13464

14.06.2023

უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) შპს ,,--ს’’ (ს/ნ ---)

(მის.---) 2022 წლის 2 ნოემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის და 25 მაისის სხდომებზე (ოქმები №40 და №57) განიხილა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) №75936/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №006-438 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ 2019 წელს ----ს გაუწია მომსახურება. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში კომპანიამ გასწია ხარჯები და შესაბამისი თანხები გადარიცხულია რეზიდენტი და არარეზიდენტი პირებისთვის, რაც დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მიღებული ინვოისებით და საბანკო ამონაწერებით. ვინაიდან არარეზიდენტ კომპანიაზე გადარიცხულ თანხებთან მიმართებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

2. არ ეთანხმება დედა კომპანიისთვის გადარიცხული თანხების განაწილებულ მოგებად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ მომსახურებაზე (პირველ სადავო საკითხში აღწერილი მომსახურება) მიკუთვნებული ხარჯების თანახმად, გადარიცხული აქვს სათაო კომპანიისთვის გარკვეული ოდენობის თანხები, რომელიც შემოწმებამ ჩათვალა არარეზიდენტ საწარმოზე განაწილებულ მოგებად. აღნიშნავს, რომ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების ოდენობა არ ედრება შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს. ასევე, სათავო კომპანიისთვის გადარიცხულ თანხებზე არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ითხოვს საკითხის მათ წარმომადგენლებთან ერთად დამატებით შესწავლას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის №12560 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) შპს ,,---’’ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 3 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 7 ოქტომბრის №25607 ბრძანება და ამავე თარიღის №006-438 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 510 559 ლარი, მათ შორის: გადასახადი 301 943 ლარი, ჯარიმა 151 072 ლარი, საურავი 57 544 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის 3 დეკემბერს გადარიცხული აქვს 23 000 აშშ დოლარი (71950.9 ლარი) და 2022 წლის 17 იანვარს 1500 აშშ დოლარი (4616.25 ლარი) --- დაფუძნებული კომპანიისათვის, ოპერაციის შინაარსით (----).

საქართველოს მთავრობის N615 დადგენილების შესაბამისად, --- წარმოადგენს ქვეყანას, რომლიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად.

შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ვერ დადგინდა გადახდის მიზნობრიობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერიდან ირკვევა, რომ პირს დედა კომპანიისაგან მიღებული და გადარიცხული აქვს თანხები. სალდირებულად გადარიცხულია 1 617 478 ლარი. კომპანია ამ ეტაპზე საქართველოში არ აწარმოებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მიღებული შემოსავალი ფორმირებულია ერთი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დასრულებულია. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე ახსნა-განმარტება გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 981 მუხლების გათვალისწინებით, დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა განაწილებულ მოგებად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახამად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს ---ში დაფუძნებული კომპანიისათვის, ოპერაციის შინაარსით (---) 2021 წლის 3 დეკემბერს გადარიცხული აქვს 23 000 აშშ დოლარი (71950.9 ლარი) და 2022 წლის 17 იანვარს 1500 აშშ დოლარი (4616.25 ლარი). შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ვერ დადგინდა გადახდის მიზნობრიობა.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერიდან ირკვევა, რომ პირს დედა კომპანიისთვის გადარიცხული აქვს თანხები. სალდირებულად გადარიცხულია 1 617 478 ლარი. გადამხდელი ამ ეტაპზე საქართველოში არ აწარმოებს არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მიღებული შემოსავალი ფორმირებულია ერთი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დასრულებულია. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. არ ეთანხმება დედა კომპანიისთვის გადარიცხული თანხების განაწილებულ მოგებად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ საწარმოს გადარიცხული აქვს 23 000 აშშ დოლარი და 2022 წლის 17 იანვარს 1500 აშშ დოლარი დაფუძნებული კომპანიისათვის, რომელიც საქართველოს მთავრობის N615 დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანას. შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ვერ დადგინდა გადახდის მიზნობრიობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი.

2. გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერიდან ირკვევა, რომ პირს დედა კომპანიისაგან მიღებული და გადარიცხული აქვს თანხები. სალდირებულად გადარიცხულია 1 617 478 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 981 მუხლების გათვალისწინებით, დედა კომპანიისათვის გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა განაწილებულ მოგებად.

 

გადაწყვეტილება

შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304, 73 (9,ბ); 97 (1,ბ); 982 (ა,ბ); 72 (1); 43 (4); 96 (ბ); 97 (1,ა), 981 (1,3).