გადაწყვეტილება №24086/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2024
№ დოკუმენტი 24086/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24086/2/2024

26 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 9.10.2024 წელს და 30.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24086/2/2024, №24221/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №007-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №20385 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

25 108.59 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 24 605.71

საურავი - 502.88

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები. კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-----, ეა-----, ეა---- და ამავე პერიოდის დეკლარაცია. გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხამ შეადგინა 24 605.71 ლარი, დასაბეგრი ოპერაციების დეკლარირებული დღგ-ის თანხამ - ნული. სხვაობამ დეკლარირებულ დღგ-ის თანხასა და დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების) მიხედვით არსებულ დღგ-ის თანხას შორის შეადგინა 24 605.71 ლარი.

2024 წლის ივლისში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში, თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №002427 ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 24 605.71 ლარი, რომლის საფუძველზე წარედგინა 2024 წლის 29 ივლისის №007-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №20385 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილით, 159-ე მუხლის პირველ ნაწილით, 43-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 ივლისის №007-21 საგადასახადო მოთხოვნა (2024 წლის 29 ივლისის №002427 ბრძანება) გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უნდა განხორციელდეს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება და ითხოვს 90 დღით გადავადებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 24 605.71 ლარს.

მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. გამომდინარე აქედან, მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის დარიცხვის შესახებ და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში, თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 24 605.71 ლარი, რომლის საფუძველზე წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 სექტემბრის №20385 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება დღგ-ის დარიცხვის შესახებ და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159.