ბრძანება N 19709
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19709
04 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2025 წლის 15 სექტემბრის და 2026 წლის 17 აპრილის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 15 სექტემბრის №144234/21 და 2026 წლის 17 აპრილის №62442/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-593 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, მოგების გადასახდისგან გათავისუფლებული და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული მოგების თანხის ჩვეულებრივი წესით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად განხილვას და მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. განმარტავს, რომ მოგების გადასახადის მიზნებისათვის კომპანიის შემოსავალი იყოფა 3 კატეგორიად: შემოსავალი, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრული 15%-იანი განაკვეთით; შემოსავალი, რომელიც იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-16 ნაწილით განსაზღვრული 7%-იანი განაკვეთით; შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ს’’ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. რაც შეეხება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის პროცესში გაწეულ ხარჯებს, ისინი იყოფა 2 კატეგორიად: პირდაპირი ხარჯები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული ტიპის შემოსავალს და საერთო ხარჯები, რომლებიც გარკვეულწილად კავშირშია ყველა ტიპის შემოსავალთან და რომელთა იდეალური სიზუსტით მიკუთვნება ცალკეულ შემოსავალთან შეუძლებელია. გადამხდელი პირველ რიგში ახდენდა კონკრეტული სახის შემოსავლების და ამ შემოსავლებთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების შეპირისპირებას, ხოლო მეორე ეტაპზე საერთო ხარჯების შეპირისპირებას თითოეული ტიპის შემოსავალთან, მთლიან შემოსავალში, ცალკეული სახეობის შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. აღნიშნული მეთოდით ხდებოდა დასაბეგრი მოგების გაანგარიშება და დივიდენდების გაცემა. კომპანიისთვის გაურკვეველი რჩება, რატომ შეფასდა ზემოთაღნიშნული მოგების გაანგარიშების მეთოდი უარყოფითად, რა გზით მოხერხდა ტოტალიზატორიდან მიღებული მოგების (3 892 729 ლარი) ნულ ლარამდე შემცირება და რატომ ჩაითვალა აღნიშნული მოგება 15% განაკვეთით დასაბეგრად. პირი არ ეთანხმება დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილის კორექტირებას, სლოტ თამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლების სიდიდის შეცვლას და მოთამაშეების მიერ ძირითადი ბალანსიდან სლოტ თამაშების ბალანსზე გადატანილი თანხების შემოსავლად აღიარებას. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ტოტალიზატორის და სლოტ თამაშობის პრინციპი შინაარსობრივად იდენტურია და განსხვავება მხოლოდ თამაშის დაწყებისა და დასრულების ხანგრძლივობაში შეიძლება იყოს. ხოლო, თუ ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში შემოსავლად ითვლება დადებული ფსონი, არ შეიძლება სლოტ თამაშების შემთხვევაში ჯამური ფსონების ნაცვლად შემოსავლად მხოლოდ ძირითადი ბალანსიდან სლოტის ბალანსზე გადატანილი ე.წ „ინ“-ები განიხილებოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ სლოტ თამაშებიდან მიღებული შემოსავლების ფორმირება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა ფსონი, მათ შორის მოთამაშეების მიერ მოგებული თანხების ხარჯზე განხორციელებული ფსონები (ე.წ. 7 ჩატრიალებული/ჩაბრუნებული თანხები/სპინები), კანონშესაბამისობაშია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ნოემბრის №24630 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოგების გადასახადის საერთო წესით დასაბეგრი, სპეციალური წესით დასაბეგრი და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლები განსაზღვროს წინა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი პროპორციის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ნოემბრის №24630 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 30 დეკემბრის №006-593 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 14 მაისის №10672 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 5 აგვისტოს №27491/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10672 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 აგვისტოს №27491/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვის პერიოდის (20.01.2025 წლიდან 10.09.2025 წლამდე) გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №006-593 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია კანონით დადგენილი 30 დღის ფარგლებში, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა უნდა ჩაითვალოს დაცულად.
ამასთან, ვინაიდან №3/6511-24 საქმეზე საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 19.08.2025 წლის განჩინებით კერძო სარჩელი განუხილველად დარჩა, არ არსებობს საჩივრის განუხივლელად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10672 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ნოემბრის №24630 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა გაუმიჯნავი სარჯების კონკრეტული საქმიანობებისთვის (მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ, ჩვეულებრივი წესით და სპეციალური წესით დასაბეგრ ოპერაციებზე) მიკუთვნების საკითის დამატებითი შესწავლა. საზოგადოების ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი განისაზღვრა 2020 წლის 28 მაისის №14142 ბრძანებით ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნული მეთოდით დადგენილ იქნა გაუნაწილებელი მოგების ოდენობა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით. გადაანგარიშებით საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან დაუდგინდა ფინანსური ზარალი (ხარჯების გადამეტება შემოსავალზე). შესაბამისად, 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენალი კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირების (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე საწარმოს მიერ ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი განისაზღვრა 2020 წლის 28 მაისის №14142 ბრძანებით ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნული მეთოდით დადგენილ იქნა გაუნაწილებელი მოგების ოდენობა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით. გადაანგარიშებით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან დაუდგინდა ფინანსური ზარალი (ხარჯების გადამეტება შემოსავალზე). შესაბამისად, 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენალი კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირების (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, მოგების გადასახდისგან გათავისუფლებული და სპეციალური წესით დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული მოგების თანხის ჩვეულებრივი წესით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტად განხილვას და მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა გაუმიჯნავი ხარჯების კონკრეტული საქმიანობებისთვის (მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ, ჩვეულებრივი წესით და სპეციალური წესით დასაბეგრ ოპერაციებზე) მიკუთვნების საკითხის დამატებითი შესწავლა. საზოგადოების ჯამურ შემოსავლებში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული, ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი განისაზღვრა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნული მეთოდით დადგენილ იქნა გაუნაწილებელი მოგების ოდენობა კონკრეტული საქმიანობების მიხედვით. გადაანგარიშებით საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული და სპეციალური წესით დასაბეგრი ოპერაციებიდან დაუდგინდა ფინანსური ზარალი (ხარჯების გადამეტება შემოსავალზე). შესაბამისად, 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენალი კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირების (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.