გადაწყვეტილება №24465/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2025
№ დოკუმენტი 24465/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24465/2/2024

12 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24465/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №002-182 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23173 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 195 290.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 196

დღგ - 113 231

მოგების გადასახადი - 5 965

ჯარიმა - 40 590

საურავი - 35 504.97

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული სპორტული ფეხსაცმლით და მცირე რაოდენობის ტანსაცმლით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2021 წლიდან 17.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ახორციელებს დეტალურ საქონლის ჩამოწერას რაოდენობრივად და ღირებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება სასაქონლო-მატერიალური მარაგების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთებთან დაკავშირებით, ასევე, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც ფასნამატი დაფიქსირებულია 100%. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლისას მოძიებულ იქნა გადამხდელის წინა შემოწმების და ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, სადაც ფასნამატი დადგენილია 100%, რაც გამოყენებულია წინა შემოწმების დროს. დღეის მდგომარეობით კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 0.4%, რაც გამოწვეულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე დიდი ოდენობით საქონლის რეალიზაციით. სულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამიჯნა საცალოდ (ზედნადების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა გადამხდელის მიერ მოწოდებული და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 100%-ის ოდენობით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო სმფ-ების საბოლოო ნაშთად აღებულია გადამხდელის მიერ მიწოდებული ოდენობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება კომპანიის დეკლარირებულ ბრუნვას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა ნაღდი ფულის ბრუნვა. გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის გაცემული ხელფასები და მიღებული მომსახურებები, ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, ასევე გაცემული და დაბრუნებული სესხები და კომპანიის კაპიტალის მოძრაობა. გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.05.2024 წლის №12366 ბრძანება და №002-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შეისწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 28 086 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 288 ლარი და ჯარიმა 8 798 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 17.09.2024 წლის №20457 ბრძანება და №002-182 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23173 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 9 დეკემბერს კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა №24413/2/2024 საჩივარი სადაც ელექტრონულ წარმოებაში შეცდომით იქნა მონიშნული გრაფა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის №002-182 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი მიზანი იყო შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23173 ბრძანების გასაჩივრება რომელიც წარმოადგინა ზემოთაღნიშნულ ბრძანებაში მითითებული გასაჩივრების 20 დღიანი ვადის სრული დაცვით. ითხოვს, საჩივრის წარმოებაში მიღებას შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23173 ბრძანების გასაჩივრების მიზნით.

არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ფასნამატი არასწორად არის დარიცხული, რასაც დაამტკიცებს საქმის არსებით განხილვისას. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და 601 მუხლის დარღვევებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან (1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. 2.არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შეისწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა/ანალიზი, შედეგად, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი და მის მიერ დაბეგრილი დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილი ჰქონდა 50%-იანი ფასნამატით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა ფასნამატის კორექტირება (გაზრდა), კერძოდ, გამოყენებულ იქნა საგადასახადო შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 100%. ზემოაღნიშნულის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, რის საფუძველზეც შემცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დანაკლისის ფასნამატებით გამოწვეული სხვაობით გაიზარდა ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, მათ შორის სესხებიც, აღნიშნულ ნაწილში დასკვნის ფარგლებში კორექტირება არ განხორციელდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ამასთან, სადავოდ ხდის რეალიზებულ საქონელზე გამოყენებულ ფასნამატს, რაც თავის დროზე დავის დაწყებისას, შემოსავლების სამსახურში 24.06.2024 წლის №90336/1/2024 საჩივრის წარდგენისას სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით ამ საკითხზე არ უმსჯელია. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან (1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. 2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება) დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) დამატებით შეისწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა/ანალიზი, შედეგად, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი და მის მიერ დაბეგრილი დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილი ჰქონდა 50%-იანი ფასნამატით, ხოლო შემოწმებით განხორციელდა ფასნამატის კორექტირება (გაზრდა), კერძოდ, გამოყენებულ იქნა საგადასახადო შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 100%. ზემოაღნიშნულის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, რის საფუძველზეც შემცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხა და შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დანაკლისის ფასნამატებით გამოწვეული სხვაობით გაიზარდა ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში. ამასთან, ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, მათ შორის სესხებიც, აღნიშნულ ნაწილში დასკვნის ფარგლებში კორექტირება არ განხორციელდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ამასთან, სადავოდ ხდის რეალიზებულ საქონელზე გამოყენებულ ფასნამატს, რაც თავის დროზე დავის დაწყებისას, შემოსავლების სამსახურში 24.06.2024 წლის №90336/1/2024 საჩივრის წარდგენისას სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს 30.07.2024 წლის №17712 ბრძანებით ამ საკითხზე არ უმსჯელია. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17712 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამისისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).