N 39 - 22/08/2024 - „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 22.08.2024
№ დოკუმენტი 39
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2024 წლის 22 აგვისტო

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივლისის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/07/2024 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.125.016532) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

შემოღებული მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოსაკრებლისა, მთლიანად ჩაირიცხოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

იოსებ რობაქიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე