ბრძანება N 33453

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33453
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33453

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 23 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს ,,-----ს“ (ს/ნ ----) №85295/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №045-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. აუდიტის დეპარტამენტის მითითება, რომ ფასები შეუსაბამოა გადამხდელის განმარტებით, არ არის სიმართლე, ვინაიდან გადამხდელის მიერ ფასები მიწოდებული იყო შემოწმებისთვის ექსელის ფაილებით ყველა წელზე. ასევე, მიწოდებულ იქნა საბუღალტრო პროგრამა „ფინადან“ ბრუნვითი უწყისები. უთითებს, რომ შემმოწმებელს 2022 წლის სეზონის ფასები შედარებული აქვს 2021 წლის სეზონის ფასებთან, რაც დასტურდება იმითაც, რომ აუდიტორის მიერ შესადარებლად აღებული ფასები სრულ შესაბამისობაში მოდის 2022 წლის სეზონის ფასებთან. ასევე, გადამხდელი მიუთითებს, რომ მათი წარდგენილი ფაილებში "კალკულაცია 2019" მოიცავს პერიოდს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, 2019 წლის სეზონს, "კალკულაცია 2020" მოიცავს პერიოდს 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით, 2020 წლის სეზონს, "კალკულაცია 2021" მოიცავს პერიოდს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, 2021 წლის სეზონს, ხოლო "კალკულაცია 2022" მოიცავს პერიოდს 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით, 2022 წლის სეზონს. რაც შეეხება, 2022 წლის სეზონის კალკულაციებს, აცხადებს, რომ მიწოდებულია ცალკე ექსელის ფაილის სახით.

გადამხდელი მიუთითებს, რომ იგი სარესტორნო პროგრამას (ჯეორესი) იყენებს არსებობის დღიდან, სადაც დეტალურადაა აღრიცხული რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. 2021 წლამდე ბუღალტრულ ოპერაციებს აღრიცხავდა პროგრამა „ორისში“. ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აპრილამდე საწარმო იყენებდა საბუღალტრო პროგრამა „ფინას“. სამუშაო პროცესი ისე აქვს მოწყობილი, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თანამშრომლების მიერ საკვების ან ფულადი სახსრების მითვისების რისკი. ელექტრონულად აღირიცხება ყველა მიმტანის შეკვეთა და დღის ბოლოს უდარდება სალაროს. ასევე, ტარდება ყოველკვირეული აღწერა. აცხადებს, რომ საწარმო არ ყოფილა დაჯარიმებული საგადასახადო ორგანოს მიერ, ასევე შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილია შესაბამისი თანხები.

მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის მარტიდან დაფიქსირდა კოვიდის შემთხვევა, შესაბამისად, მოხდა საწარმოს იზოლირება გარე სამყაროსგან და თანამშრომლებიც ვერ ტოვებდნენ კომპანიის ტერიტორიას თავისი ნების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნით. ამ პერიოდში ნაშთად რიცხული მალფუჭებადი საქონელი (16 500 ლარის ოდენობით) ჩამოიწერა, თუმცა შემოწმებით აღნიშნული პროდუქცია ჩართულია მიწოდებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აცხადებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის საფუძველი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ აუდიტორის მიერ მოძიებული ფასები წარმოადგენს 2022 წლის სეზონის ფასებს, რომელიც შეცდომით შედარებული იქნა 2021 წლის სეზონის ფასებთან.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 აპრილის №8473 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №045-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 22 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 აპრილის №8473 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 ოქტომბრის №045-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა შპს ,,-----ს“ მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება გადამხდელის პოზიციის დამადასტურებელი გარემოებები. კერძოდ: გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ექსელის ფაილებში გაკეთებული კალკულაციები, სადაც თითოეულ შიტზე მითითებული იყო წლები ,,2019“, ,,2020“ და ,,2021“. გადამხდელმა შემოწმებას განუმარტა, რომ რადგან -----ში სეზონი იწყება დეკემბერში, დეკემბრის დასაწყისიდანვე იჭერენ თადარიგს - დგება სეზონის მენიუ, განისაზღვრება ფასები. „კალკულაცია 2019" მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს, ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020" - 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021" - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია არ ჰქონდა შენახული (როგორც საჩივარში აღნიშნავს 2022 წლის სეზონის ან/და სხვა რომელიმე სეზონის კალკულაცია ცალკე არ მოუწოდებია). გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მოყვანილი მეორე არგუმენტიც და არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ მოდის სრულ შესაბამისობაში 2022 წლის სეზონის ფასებთან და დეკლარირებულ მონაცემებთან. ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუმცა მათგან ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება გადამხდელის პოზიციის დამადასტურებელი გარემოებები. კერძოდ: გადამხდელის განმარტებით, რადგან -----ში სეზონი იწყება დეკემბერში, დეკემბრის დასაწყისიდანვე იჭერენ თადარიგს - დგება სეზონის მენიუ, განისაზღვრება ფასები. „კალკულაცია 2019" მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს, ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020" - 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021" - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია არ ჰქონდა შენახული (როგორც საჩივარში აღნიშნავს 2022 წლის სეზონის ან/და სხვა რომელიმე სეზონის კალკულაცია ცალკე არ მოუწოდებია). გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მოყვანილი მეორე არგუმენტიც და არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ მოდის სრულ შესაბამისობაში 2022 წლის სეზონის ფასებთან და დეკლარირებულ შემოსავლებთან.

რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2023 წლის 19 აპრილის №8473 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-----“ (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, საიდანაც ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება გადამხდელის პოზიციის დამადასტურებელი გარემოებები. კერძოდ: გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ექსელის ფაილებში გაკეთებული კალკულაციები, სადაც თითოეულ შიტზე მითითებული იყო წლები ,,2019“, ,,2020“ და ,,2021“. გადამხდელმა შემოწმებას განუმარტა, რომ რადგან სეზონი იწყება დეკემბერში, დეკემბრის დასაწყისიდანვე იჭერენ თადარიგს - დგება სეზონის მენიუ, განისაზღვრება ფასები. „კალკულაცია 2019" მოიცავდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს, ანუ 2020 წლის სეზონს, „კალკულაცია 2020" - 2021 წლის სეზონს და „კალკულაცია 2021" - 2022 წლის სეზონს, ხოლო 2019 წლის სეზონის კალკულაცია არ ჰქონდა შენახული (როგორც საჩივარში აღნიშნავს 2022 წლის სეზონის ან/და სხვა რომელიმე სეზონის კალკულაცია ცალკე არ მოუწოდებია). გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მოყვანილი მეორე არგუმენტიც და არც შემოწმების მიერ დადგენილი 2021 წლის სეზონის ფასები არ მოდის სრულ შესაბამისობაში 2022 წლის სეზონის ფასებთან და დეკლარირებულ მონაცემებთან. ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 269(7).