გადაწყვეტილება №18661/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18661/2/2023
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს კომპეტენციის ფარგლებში განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“- ს 13.01.2023 და 15.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18661/2/2023, 18880/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №CB1406512 და 11.01.2023 წლის №CB1431258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;
2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31268 და 10.02.2023 წლის №2421 ბრძანებები.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 100 ლარი.
ფაქტების აღწერა
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გაირკვა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ყავს შეყვანილი დაქირავებით მომუშავე ერთი პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №CB1406512 და 11.01.2023 წლის №CB1431258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2022 წლის №31268 ბრძანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №CB1406512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. მომჩივანს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შეეფარდა გაფრთხილება. ხოლო 10.02.2023 წლის №2421 ბრძანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.01.2023 წლის №CB1431258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31268 და 10.02.2023 წლის №2421 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №CB1406512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 100 ლარის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება. ხოლო 11.01.2023 წლის №CB1431258 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წლის ოქტომბრიდან შეწყვეტილი აქვს საქმიანობა უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების გამო. დამფუძნებელი ---------- 5 წელზე მეტია არის უმუშევარი. სახლში რა სამართალდარღვევა შეიძლება ჩაიდინოს უმუშევარმა ადამიანმა. მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ოქმები არის ყალბი, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის 12.12.2022 წლის №31268 და 10.02.2023 წლის №2421 ბრძანებები. მომჩივანს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებენ საგადასახადო ორგანოს თაღლითი თანამშრომლები, მათი მხრიდან ადგილი აქვს უკანონო ქმედებას და ითხოვს დადგეს აღნიშნული თანამშრომლების დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
“მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა; ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3721 მუხლის მიხედვით:
1. მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების ფარგლებში, განახორციელოს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლით განსაზღვრულ „გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი.
2. „გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა შესაძლებელია განხორციელდეს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციით, რა დროსაც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ახსნა-განმარტება ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია.
3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი შესაბამისი მონაცემების შესწავლის პროცესში მიღებულ ინფორმაციას ასახავს შესაბამის პროგრამულ მოდულში. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3721 მუხლი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს ავალდებულებს, შესაბამისი მონაცემების შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაცია ასახოს შესაბამის პროგრამულ მოდულში, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდება არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2421 ბრძანებაც.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, საბჭო აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში საჩივარი კუთვნილებისამებრ გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2421 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.01.2023 წლის №CB1431258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.