ბრძანება N 27816

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.12.2024
№ დოკუმენტი 27816
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27816

31 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 18 მარტის და 5 აპრილის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს და 25 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №89; №137) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 18 მარტის №45581/21 და 5 აპრილის №58601/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №002-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10766 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 10 მაისიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 თებერვლის №3627 ბრძანება და ამავე თარიღის №002-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 952 019 ლარი, მათ შორის, გადასახადი 555 984 ლარი, ჯარიმა 277 992 ლარი, საურავი 118 043 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 14 მაისის №11163 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 31 ივლისის №23192/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მაისის №11163 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ივლისის №23192/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეძენილი აქვს საქონელი --- „-------“-საგან და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურებები --- „-------“-საგან. აღნიშნული საქონელი და მომსახურებები შეძენილია კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. შემოწმების პროცესში, კი ტრანზაქციებზე წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. ამასთან, კომპანიის ეკონომიკური საქმიანობაა საერთაშორისო ვაჭრობა, საქმიანობის ფარგლებში შეძენილი და რეალიზებული საქონელი კვეთს უცხო ქვეყნების საზღვრებს, რომელზეც არსებობს უცხო ქვეყნების საბაჟო დოკუმენტაცია. აღნიშნავს, რომ რადგან არ ხდება კომპანიის მიერ ფასნამატის დადება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციისას, შემოწმებას მთლიანი ხარჯი არ უნდა დაებეგრა მოგებით, არამედ საბაზრო მოგების მაჩვენებლების თანხებიდან უნდა მოეხდინა მოგების გადასახადით დაბეგვრა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა არგუმენტების და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით განხილვას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შპს „-------“ რეგისტრირებულია 2022 წლის 10 მაისს. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ------- მოქალაქე -------, ხოლო საწესდებო დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელია (პროკურისტი) -------. შემოწმების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მიერ გადმოგზავნილი გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ------- მოქალაქე -------, ------- და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი მისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ------- რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც სანქციების შემოღების გამო გაურთულდათ საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავდა ევროპის ქვეყნებში საბანკო გადარიცხვების და შეძენილი საქონლის ------- ტრანსპორტირების გართულებულ პროცედურებს. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით, შპს-ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. შპს „-------“ ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად ------- რეზიდენტი დამკვეთებისგან, მათ შორის ------- დაკავშირებული კომპანიებიდან (სულ 1 913 951 ევრო და 235 234 აშშ დოლარი), ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია ------- კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ შემდეგ კომპანიებში: --- „-------“ – 878 329 ევრო და --- „-------“ – 234 380 ევრო (ხელშეკრულებებს, როგორც მომწოდებელი მხარე - -------ს სახელით სწორედ აღნიშნული პირი აწერს ხელს). მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „-------“ მიერ -------სგან შეძენილია საქონელი შემდგომში ------- რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით (საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის-გასვლის გარეშე), ხოლო -------სგან მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება. მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით ზემოაღნიშნულ კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით. ხელშეკრულებებს შპს „-------“ მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს ------- – კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, -------ს მიერ შპს „-------“ მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანია --- „-------“-ისთვის, ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, ფედერალურ რეესტრში არსებული ინფორმაციით „-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „-------“ მხილებული არიან სანქცირებული საქონლის ექსპორტში -------, რის გამოც დაუწესდათ სანქციები/ექსპორტის შეზღუდვა.

ზემოაღნიშნული გარემოებების, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ გენერალური სავაჭრო წარმომადგენელის - ------- განმარტებით ------- და -------თან გაფორმებულ დოკუმენტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარეებთან, ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია შპს-ს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მიერ გადმოგზავნილი გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ------- მოქალაქე ------- (შპს „-------“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი), ------- და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი მისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ------- რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან. შპს-ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. შპს „-------“ ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად ------- რეზიდენტი დამკვეთებისგან, მათ შორის ------- დაკავშირებული კომპანიებიდან, ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია ------- კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ შემდეგ კომპანიებში: --- „-------“ და --- „-------“ (ხელშეკრულებებს, როგორც მომწოდებელი მხარე - -------ს სახელით სწორედ აღნიშნული პირი აწერს ხელს). მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „-------“ მიერ -------სგან შეძენილია საქონელი შემდგომში ------- რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით (საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის-გასვლის გარეშე), ხოლო -------სგან მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება, აღნიშნულ კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით. ხელშეკრულებებს შპს „-------“ მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს ------- – კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი (პროკურისტი). გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე. -------ს მიერ შპს „-------“ მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანია --- „-------“-ისთვის, ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ფედერალურ რეესტრში არსებული ინფორმაციით „-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „-------“ მხილებული არიან სანქცირებული საქონლის ექსპორტში -------, რის გამოც დაუწესდათ სანქციები/ექსპორტის შეზღუდვა. აღნიშნული გარემოებების, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ გენერალური სავაჭრო წარმომადგენელის - ------- განმარტებით ------- და -------თან გაფორმებულ დოკუმენტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარეებთან, ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია შპს-ს მიერ ურთირთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, როგორც გაწეული ხარჯი ან ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ საწარმოს შეძენილი აქვს საქონელი --- „-------“-საგან და სატრანსპორტოლოჯისტიკური მომსახურებები --- „-------“-საგან. აღნიშნული საქონელი და მომსახურებები შეძენილია შპს „-------“ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ტრანზაქციებზე წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში. გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „-------“ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობა, საქმიანობის ფარგლებში შეძენილი და რეალიზებული საქონელი კვეთს უცხო ქვეყნების საზღვრებს, რაც დასტურდება უცხო ქვეყნების საბაჟო დოკუმენტაციით. არგუმენტად საგადასახადო ორგანოს მოჰყავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა არ ასახელებს გამოძიებებიდან გამომდინარე რაიმე გარემოებებს, რაც იმაზე მიუთითებდა რომ გადარიცხვები წარმოადგენენ არაეკონომიკურ ხარჯებს. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გამოძიება არ არის დასრულებული. შემოწმება მოიხსენიებს იმასაც, რომ შპს „-------“ მიერ არ ხდება ფასნამატის დადება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციისას, ასეთ შემთხვევაში შემოწმებას საბაზრო მოგების მაჩვენებლების თანხებიდან უნდა მოეხდინა მოგების გადასახადით დაბეგვრა და არა მთლიანი ხარჯები დაებეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მიერ გადმოგზავნილი გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ლატვიის მოქალაქე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი მისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც სანქციების შემოღების გამო გაურთულდათ საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავდა ევროპის ქვეყნებში საბანკო გადარიცხვების და შეძენილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში ტრანსპორტირების გართულებულ პროცედურებს. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით, შპს-ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი, ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან. მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, მომ მიერ შეძენილია საქონელი შემდგომში რუსეთის რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით, ხოლო მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება. მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით.

ხელშეკრულებებს მომჩივანის მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად, ვინაიდან გაურკვეველია შპს-ს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1-ბ);