ბრძანება N 8043

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 8043
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8043

10 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2023 წლის 14 სექტემბრის, 2024 წლის 21 მარტის და 25 მარტის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7, 14, 21 და 28 მარტის სხდომებზე (ოქმები №25, №27, №30 და №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---“-ის (ს/ნ ----) 2023 წლის 14 სექტემბრის №83611/1/2023 საჩივარი, ასევე, 2024 წლის 21 მარტის №CA00412403984439 (რეგ. №47711/21) და 25 მარტის №CA00412404131828 (რეგ. №49514/21) დაზუსტებული საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №006-432 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების საფუძველზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის 2022 წლის 29 იანვრის №54713/03/22 შ001 24/01/2022 დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 აგვისტოს №006-432 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №21173/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25271 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №21173/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის 2022 წლის 29 იანვრის №54713/03/22 შ001 24/01/2022 დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შესრულებული დასკვნის მონაცემები, რომლის მიხედვით, კერძო შემფასებლის მიერ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განსაზღვრული უძრავი ქონების საბაზრო ფასი შეადგენს 3 100 000 აშშ დოლარს (1მ2 – 731 აშშ დოლარი).

გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი მასალები არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს მიზეზი თუ რატომ განსხვავდება კერძო ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასისგან. შესაბამისად, შემოწმებას არ ჰქონდა საფუძველი შესწორება შეეტანა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასში. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

მომჩივანი სადავოდ ხდის 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ არ არის მითითებული და დასაბუთებული ქონების გადასახადის გადაანგარიშებაზე უარის საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შესრულებული დასკვნის მონაცემები, რომლის მიხედვით, კერძო შემფასებლის მიერ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განსაზღვრული უძრავი ქონების საბაზრო ფასი შეადგენს 3 100 000 აშშ დოლარს (1მ2 – 731 აშშ დოლარი). გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი მასალები არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს მიზეზი თუ რატომ განსხვავდება კერძო ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასისგან. შესაბამისად, შემოწმებას არ ჰქონდა საფუძველი შესწორება შეეტანა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასში. შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს წარმოდგენილ საჩივრებში მითითებულ შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ქონების გადასახადს. განმარტავს, რომ უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა 2022 წლის 15 მარტისთვის და მისი გამოყენება ქონების გადასახადის მიზნებისათვის უნდა დაწყებულიყო 2022 წლიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აცხადებს, რომ აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ფასი გაცილებით ნაკლები იყო წინა წლებში ვიდრე შეფასების თარიღისთვის. ამასთან, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა და მისი შედარება ანალოგიურ და მსგავს ქონებებთან უნდა მომხდარიყო კონკრეტულად 2019, 2020 და 2021 წლების ბოლოსათვის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ქონებების საბაზრო ღირებულებებთან მიმართებაში. ასევე, მიუთითებს, რომ 2020-2021 წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, კერძოდ, კოვიდ პანდემიამ გავლენა იქონია საბაზრო ფასის განსაზღვრაზე. ასევე გავლენა იქონია უკრაინა-რუსეთის საომარმა დაპირისპირებამ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გაიზარდა გასაქირავებელ/გასაყიდ ფართებზე მოთხოვნილება, რამაც შესაბამისად გამოიწვია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ზრდა. შემფასებლებს კი სწორედ ამ პერიოდისათვის აქვთ მისი კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებული. გარდა ამისა საჩივარს თან ურთავს უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის შესახებ დასკვნას, რომელიც შესრულებულია მისივე დაკვეთით კერძო აუდიტორების მიერ და განსაზღვრულია აღნიშნული ქონების საბაზრო ფასი.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა, უძრავი ქონების შეფასების შესახებ.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების საფუძველზე შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №10936 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 აგვისტოს №006-432 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №21173/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25271 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205; 309 (115).