გადაწყვეტილება №25178/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.06.2025
№ დოკუმენტი 25178/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25178/2/2025

02 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ ის 14.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25178/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8578 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 512.3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 246.40

დღგ - 5 597.40

მოგების გადასახადი - 4 649

ჯარიმა - 1 720.21

საურავი - 30 545.69

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატერმინალო მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2007 წლიდან 1.08.2013 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2.07.2014 წლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ვერ დადგინდა დიზელის საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შედეგად, საწვავზე გაწეული ხარჯით შემცირდა გამოქვითვები, ხოლო ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას. შემოწმების პერიოდში საგადასახადო ორგანოსთვის არ იყო ცნობილი, რომ საზოგადოებას გააჩნდა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომანქანა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2014 წლის №33341 ბრძანება და 10.07.2014 წლის №7-339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.09.2014 წლის №39085 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში აღნუსხული პირის მიერ გაცემული დასკვნა საწარმოს საქმიანობის ფარგლებში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომანქანის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირების (შემცირების) განხორციელება.

ხსენებული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 26.03.2015 წლის №8884/2/14 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის შესახებ. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტმა, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება.

მომჩივანმა წარადგინა შპს აუდიტორული ფირმა „--------“ მიერ ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა ერთეულ ტექნიკაზე საწვავის ხარჯის ოდენობა.

დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა 16 689 ლარით შემცირებას. რომლის გათვალისწინებითაც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2015 წლის №21885 ბრძანება და №007-135 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი არ დაეთანხმა ხსენებული ოდენობით დარიცხული თანხების შემცირებას და გამოსაქვით ხარჯებში უფრო მეტი ოდენობის გახარჯული დიზელის საწვავის გათვალისწინების მოთხოვნით 16.07.2015 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 6.08.2015 წლის №29218 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირისგან დამატებითი განმარტება სადავო საკითხთან მიმართებით. ხოლო, მისი წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი განმარტების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 6.08.2015 წლის №29218 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2015 წლის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან, წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა, შემოწმებით დარიცხული თანხები დამატებით გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2015 წლის №007-324 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ნულოვანი).

მომჩივანმა კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 11.12.2015 წლის №47586 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადასახადის გადამხდელს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმავე აუდიტორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა დარიცხული თანხის გადაანგარიშება, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, როგორც ტვირთის დაცლის, ასევე დატვირთვის პროცედურებზე. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საწვავის ხარჯის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2015 წლის №47586 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 14 აპრილის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის 11.12.2015 წლის №47586 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენა, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2016 წლის №007-106 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 16.06.2016 წლის №17154 ბრძანებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველი (შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად).

შემოსავლების სამსახურის 16.06.2016 წლის №17154 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 10.02.2017 წლის №12887/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა, შემოსავლების სამსახურის 16.06.2016 წლის №17154 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.02.2017 წლის №12887/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის (№3/1711-17) გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 თებერვლის №12887/2/16 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №17154 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:

„ვინაიდან საგადასახადო ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47586 ბრძანების გაუსაჩივრებლობის გამო მისი უპირობო აღსრულების ვალდებულებით ისე, რომ არ შეაფასა საწარმოს არგუმენტები, ამასთან, მოსარჩელემ მხოლოდ სასამართლო წარმოებისას უზრუნველყო შპს აუდიტორული ფირმა „---------“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49-2017 დასკვნის წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცაღა მხარე აპელირებს მისი წარმოუდგენლობის ობიექტურ გარემოებებზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ უნდა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის (№3ბ/872-18) განჩინებით, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის (№3/1711-17) გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის (№ბს-1341 (2კ19)) განჩინებით, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის (№3/1711-17) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის №007-106 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი შპს აუდიტორული ფირმა „--------“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49- 2017 დასკვნა:

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 19 751 ლარით, დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8578 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს აუდიტორული ფირმა „-------“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49-2017 დასკვნა, რის შედეგადაც, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 750 ლარით. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ზარალი, რომელიც გადაიტანება შემდგომ პერიოდში, 2011 წელს გაიზარდა 5 917 ლარით და შეადგინა 19 591 ლარი, რაც ედრება ამავე პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებს.

სადავო საკითხთან მიმართებით, რომ გადაანგარიშების შედეგად ჯარიმის ოდენობა არ შეცვლილა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის დასკვნით ჯარიმის თანხა შემცირდა 8 495 ლარით და ნაცვლად 10 214 ლარისა, შეადგინა 1 719 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/1711-17) აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 15 ნოემბერს გამოსცა №24255 ბრძანება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 24 თებერვალს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა და მის საფუძველზე 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად კომპანიას გადასახდელად ერიცხება გადასახადი 10 246.40 ლარი და ჯარიმა 1 720.21 ლარი, ხოლო საურავი 30 545.69 ლარი.

კომპანია დაეთანხმა და სადაოდ არ გახადა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007- 11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დარიცხული გადასახადის 10 246.40 ლარის (მათ შორის: დღგ 5 597.40 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი 4 649.00) ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმა საგადასახადო მოთხოვნას ჯარიმის 1 720.21 ლარის და საურავის 30 545.69 ლარის დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

სადავო არ არის ის ფაქტი რომ:

- კომპანიამ დავა დაიწყო მას შემდეგ, რაც აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 2 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის №33341 ბრძანება და კომპანიას წარედგინა 2014 წლის 10 ივლისის №7-338 საგადასახადო მოთხოვნა, რის შედეგად, კომპანიას დაერიცხა 79 786.8 ლარი;

- კომპანიის პრეტენზია დარიცხული გადასახადის შემცირების მოთხოვნაზე აღმოჩნდა რელევანტური, თუმცა საგადასახადო დავა, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაგრძელდა ფაქტობრივად 10 წელზე მეტი;

-კონკრეტულ შემთხვევაში, 2014 წლის 10 ივლისის №7-339 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა, დღგ-სა და მოგების გადასახადის ნაწილში, უნდა ყოფილიყო განსაზღვრული 10 246.40 ლარის (დღგ 5 597.40 ლარი, მოგების გადასახადი 4 649 ლარი) ოდენობით, ნაცვლად 33 235.40 ლარისა. ფაქტია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადი შემცირდა 69%-ით, ხოლო გადასახადის თანხაზე დარიცხული ჯარიმა და საურავი საერთოდ არ შემცირებულა.

მიუხედავად ზემოთ მითითებული ფაქტებისა, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №8578 ბრძანებით კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეფასება არ მისცა და არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისათვის.

უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №3/1711-17) კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 29 ივლისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე, საჩივრების გამოხმობის საფუძვლით, საქმის წარმოება შეწყდა, თუმცა, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი თვისა, შემოსავლების სამსახურმა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2024 წლის 15 ნოემბერს, რა დროსაც გამოსცა №24255 ბრძანება და გადასახადის გადამხდელისგან მოითხოვა სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი შპს აუდიტორული ფირმა „----------“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49-2017 დასკვნის წარდგენა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დასკვნა, საქმის სასამართლოში წარმოების ეტაპზე, გადაცემული ჰქონდა შემოსავლების სამსახურს, როგორც მოპასუხე მხარეს.

გაუგებარია და ვერც გასაჩივრებულ ბრძანებაში ვერ ჰპოვა ასახვა იმაზე მსჯელობამ, თუ რატომ უნდა დაერიცხოს გადასახადის გადამხდელს საურავი არაერთი წლის განმავლობაში მაშინ, როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4849 ბრძანებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია იმთავითვე საფუძვლიანი იყო.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისის თვეში, გადასახადის გადამხდელის მიმართ უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება (რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით) რომ არ მიეღო, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხაზე ბუნებრივია არ/ვერ მოხდებოდა საურავის დარიცხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №8578 ბრძანების გაუქმებას და საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №4849 ბრძანების და №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას კომპანიისათვის ჯარიმის 1 720.21 ლარის და საურავის 30 545.69 ლარის დარიცხვის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში და მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 16.06.2016 წლის №17154 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.02.2017 წლის №12887/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2018 წლის 7 თებერვლის (№3/1711- 17) გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 თებერვლის №12887/2/16 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №17154 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საგადასახადო ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47586 ბრძანების გაუსაჩივრებლობის გამო მისი უპირობო აღსრულების ვალდებულებით ისე, რომ არ შეაფასა საწარმოს არგუმენტები, ამასთან, მოსარჩელემ მხოლოდ სასამართლო წარმოებისას უზრუნველყო შპს აუდიტორული ფირმა „----------“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49- 2017 დასკვნის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა, თუმცაღა მხარე აპელირებს მისი წარმოუდგენლობის ობიექტურ გარემოებებზე, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას და რომ საგადასახადო ორგანომ უნდა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის (№3/1711-17) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის №007-106 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი შპს აუდიტორული ფირმა „-----------“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49-2017 დასკვნა:

ბ) მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 19 751 ლარით, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს აუდიტორული ფირმა „--------“ 2017 წლის 17 ოქტომბრის №1/49-2017 დასკვნა შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ჯამურად დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 19 750 ლარით, მათ შორის: გადასახადი 11 255 ლარით, ხოლო ჯარიმა 8 495 ლარით. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ზარალი, რომელიც გადაიტანება შემდგომ პერიოდში, 2011 წელს გაიზარდა 5 917 ლარით და შეადგინა 19 591 ლარი, რაც ედრება ამავე პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებს.

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ არ ხდის აღსრულების შედეგებს დარიცხულად დარჩენილი გადასახადების ნაწილში, კერძოდ აღნიშნავს, რომ კომპანია დაეთანხმა და სადაოდ არ გახადა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა დარიცხული გადასახადის 10 246.40 ლარის (მათ შორის: დღგ 5 597.40 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი 4 649.00) ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმა საგადასახადო მოთხოვნას ჯარიმის 1 720.21 ლარის და საურავის 30 545.69 ლარის დარიცხვის ნაწილში. კომპანიის პრეტენზია, დარიცხული გადასახადის შემცირების მოთხოვნაზე, აღმოჩნდა რელევანტური, თუმცა საგადასახადო დავა, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაგრძელდა ფაქტობრივად 10 წელზე მეტი, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადასახადი შემცირდა 69%-ით, ხოლო გადასახადის თანხაზე დარიცხული ჯარიმა და საურავი საერთოდ არ შემცირებულა.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია და აუდიტის დეპარტამენტი 22.05.2025 წლის №42821-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტზე, რომ გადაანგარიშების შედეგად ჯარიმის ოდენობა არ შემცირებულა, მიუთითებს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან 2025 წლის 24 თებერვლის დასკვნით გადასახადის გადამხდელს ჯარიმის თანხა შეუმცირდა 8 495 ლარით და ნაცვლად 10 214 ლარისა, შეადგინა 1 719 ლარი.

ამგვარად, ირკვევა, რომ გადაანგარიშების შედეგად, სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული გადასახადები შემცირდა, შესაბამისად, ასევე შემცირებულია დაკისრებული ჯარიმა, თუმცა აღნიშნულის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით საურავი განსაზღვრულია 30 545.69 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც დარიცხულად დაფიქსირებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 10 246.40 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საბჭოს მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაციით და ასევე, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით არ ირკვევა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადავო კორექტირებულ საგადასახდო მოთხოვნაში ასახული საურავის ოდენობით განსაზღვრასთან დაკავშირებით, 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და საურავის კორექტირებისთვის სათანადო საფუძვლების არსებობა/არ არსებობის დადგენა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24255 ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავის ოდენობასთან დაკავშირებით, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საურავის ოდენობის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8578 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავის ოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საურავის ოდენობის კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №24255 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2007 წლიდან 1.08.2013 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ვერ დადგინდა დიზელის საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შედეგად, საწვავზე გაწეული ხარჯით შემცირდა გამოქვითვები, ხოლო ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას. შემოწმების პერიოდში საგადასახადო ორგანოსთვის არ იყო ცნობილი, რომ საზოგადოებას გააჩნდა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომანქანა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33341 ბრძანება და 1 №7-339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №39085 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში აღნუსხული პირის მიერ გაცემული დასკვნა საწარმოს საქმიანობის ფარგლებში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომანქანის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირების (შემცირების) განხორციელება.

ხსენებული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №8884/2/14 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის შესახებ. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტმა, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება.მომჩივანმა წარადგინა აუდიტორული ფირმის მიერ ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა ერთეულ ტექნიკაზე საწვავის ხარჯის ოდენობა.დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა 16 689 ლარით შემცირებას. რომლის გათვალისწინებითაც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №21885 ბრძანება და №007-135 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი არ დაეთანხმა ხსენებული ოდენობით დარიცხული თანხების შემცირებას და გამოსაქვით ხარჯებში უფრო მეტი ოდენობის გახარჯული დიზელის საწვავის გათვალისწინების მოთხოვნით საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც №29218 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირისგან დამატებითი განმარტება სადავო საკითხთან მიმართებით. ხოლო, მისი წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი განმარტების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).აღნიშნული №29218 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან, წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა, შემოწმებით დარიცხული თანხები დამატებით გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-324 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ნულოვანი).

მომჩივანმა კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც №47586 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადასახადის გადამხდელს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმავე აუდიტორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა დარიცხული თანხის გადაანგარიშება, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, როგორც ტვირთის დაცლის, ასევე დატვირთვის პროცედურებზე. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საწვავის ხარჯის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №47586 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის №47586 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენა, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-106 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №17154 ბრძანებით, ვინაიდან მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საჩივარი დარჩა განუხილველი.აღნიშნული №17154 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №12887/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.გადასახადის გადამხდელმა №17154 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №12887/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს (№3/1711-17) გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №12887/2/16 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის №17154 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს (№3ბ/872-18) განჩინებით, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს (№3/1711-17) გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (№ბს-1341 (2კ19)) განჩინებით, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს (№3/1711-17) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის №007-106 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის №24255 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი აუდიტორული ფირმის მიერ მომზადებული №1/49- 2017 დასკვნა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის №24255 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.აღნიშნული

№24255 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 19 751 ლარით, დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №8578 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №24255 ბრძანების აღსრულება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავის ოდენობასთან დაკავშირებით, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საურავის ოდენობის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(2.21);