ბრძანება N 17093

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2025
№ დოკუმენტი 17093
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17093

30 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 19 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 19 ივნისის №25338/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №12518 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელს საჩივარში, სადავო ბრძანებასთან მიმართებით, არგუმენტები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 იანვრის №217 და 19 მარტის №5918 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 20 იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 8 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 10 აპრილის №8026 და ამავე თარიღის №041-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 087 479 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 536 154 ლარი, ჯარიმა 468 212 ლარი და საურავი 83 114 ლარი.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №12518 ბრძანებით უარი ეთქვა მის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 იანვრის №217 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 2022 წლის 20 იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებზე დამატებით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (პირველადი) (დეკ. №-------) დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „-------“-ის მიერ 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილ იქნა 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაცია (პირველადი) (დეკ. №-------). ვინაიდან, აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს შემოწმებულ პერიოდს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული დაზუსტებული დეკლარაციის შესწავლა და სათანადო რეაგირება.

შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაცია და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია არ ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას, ვინაიდან აღნიშნული დეკლარაციით დასაბეგრი თანხა შეადგენს 0 ლარს, მაშინ როდესაც შემოწმებით, 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში შეადგენს 284 107 ლარს.

შესაბამისად, 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (პირველადი) (დეკ. №-------) დეკლარაცია არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 იანვრის №217 და 19 მარტის №5918 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 20 იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 8 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც 2024 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 284 107 ლარი. გადამხდელის მიერ 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილია 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაცია, რომლითაც დასაბეგრი თანხა შეადგენს 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების (პირველადი) დეკლარაციის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 20 იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №12518 ბრძანებით უარი ეთქვა მის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 2022 წლის 20 იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებზე დამატებით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(3)