გადაწყვეტილება №24734/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24734/2/2025
11 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 7.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24734/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №21-17/92053 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2025 წლის №616 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, -- „-------“-ს (ს/ნ -------) 29.12.2017 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 534 018.43 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 2 095 619,73 ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 29.12.2017 წლის №005- 19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (-------) გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.09.2024 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს.კ. ------- მესაკუთრეს წარმოადგენს ფ/პ ------- (ს/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი - 24.09.2024 წელი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საქმე №------- (დამოწმების თარიღი 2024 წლის 31 მაისი), ------- საქალაქო სასამართლო.
აღნიშნული ამონაწერის თანახმად, ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 29.12.2017 წლის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
------- (ს/ნ -------) 2.12.2024 წელს №199345/21 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ს.კ. ------- უძრავ ქონებაზე -- „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული გირავნობა/იპოთეკის უფლების თაობაზე, რაზეც გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №21-17/92053 წერილი.
ვალის მართვის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №21-17/92053 წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრიდან 24.09.2024 წლის ამონაწერის თანახმად, ------- (დაბ. -------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ -------) გავრცელებულია ამხანაგობა --. „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 29.12.2017 წლის №005-19195 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმდება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - საგადასახადო დავალიანების გაუქმებისთანავე ან საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2025 წლის №616 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ -- „-------“-ს (ს/ნ -------) 29.12.2017 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რის გამოც მის მთელ ქონებაზე 29.12.2017 წლის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (-------) გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, ხოლო ფ/პ ------- (ს/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განხორციელდა 24.09.2024 წელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 29.12.2017 წლის №005-19195 შეტყობინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წლის 23 ივლისს მასსა და -- „-------“-ს შორს გაფორმდა „ბე“-ს ხელშეკრულება. მან -- „-------“-ს გადასცა 10 000 აშშ დოლარი „ბე“-ს სახით, უძრავი ქონების შესაძენად მდებარე: -------, ------- (-------, №18-20, ფართი ------- კვ.მ (რომელიც კორექტირების შემდგომ იქნებოდა ------- კვ.მ) სართული 17 (რომელიც განშლის შემდგომ დაკორექტირდებოდა, როგორც მე-16 სართული), ს/კ -------).
-- „-------“-ის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც ------- იძულებული გახდა 2023 წლის 21 მარტს მიემართა სასამართლოსთვის დარღვეული უფლების აღსადგენად. კერძოდ, ხელშეკრულების საგანზე/უძრავ ქონებაზე მდებარე: -------, ------- (ყოფილი -------), საკადასტრო კოდი ------- მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, 2024 წლის 31 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ------- ცნობილ იქნა -- „-------“-ის საკუთრებაში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (მდებარე მისამართზე: -------, ------- (ყოფილი -------), საკადასტრო კოდი -------), სსიპ ------- არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 2 ოქტომბრის (გაცემის თარიღი) №------- ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტორული პროექტით, მე-17 სართულზე, +49.50 ნიშნულზე, ძირითადად ბ-დ და 1-5 ღერძებს შორის მდებარე უძრავი ნივთის (ბინის) მესაკუთრედ. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1. პუნქტში მითითებული უძრავი ნივთის (ბინის) მესაკუთრედ აღირიცხა -------.
------- საკადასტრო კოდით: რეგისტრირებულ უძრავი ქონების ერთიან ამონაწერში არათუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს - 2018 წლის 23 ივლისს, არამედ 2024 წლის 31 მაისსაც, როდესაც სასამართლოში წარსადგენად მათ მიერ განახლებულ იქნა ამონაწერი, არ ფიქსირდებოდა შემოსავლების სამსახურის არანაირი ვალდებულება, შესაბამისად მხარისთვის არ იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა მოცემული ვალდებულების შესახებ.
2024 წლის 31 მაისს ------- საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ------- სახელზე დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონება მდებარე: -------, ------- (ყოფილი -------), რის შემდეგაც ამოვიდა საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ ------- ------- საკუთრებად. სწორედ აღნიშნულის შემდგომ, 2024 წლის 24 სექტემბრის ამონაწერში გამოჩნდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა №-------, რომელიც თარიღდება 29.12.2017 წლით, თუმცა 2024 წლის სექტემბრამდე შემოსავლების სამსახურის არანაირი ვალდებულება არ ფიქსირდებოდა საჯარო რეესტრის არცერთ ამონაწერში.
უსაფუძვლოა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახდო გირავნობის გაუქმებაზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის №------- საგადასახდო გირავნობა/იპოთეკა არ ფიქსირდებოდა მიწის ერთიან ამონაწერში, შესაბამისად მომჩივნისთვის სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა, არც გასაჩივრებული ბრძანება შეიცავს იმის შესახებ მითითებას თუ კონკრეტულად რომელი ამონაწერით დაფიქსირდა აღნიშნული გირავნობის შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მდებარე: ქალაქი -------, ------- ს/კ -------, ასევე, მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია შემოსავლების სამსახურში (მისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი დავალიანების თაობაზე, რადგან არ ფიქსირდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ამონაწერში), როგორც კეთილსინდისიერი შემძენი, ითხოვს გაუქმდეს მის ქონებაზე --. „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ასევე მის მოთხოვნას წარმოდგენს შემოსავლების სამსახურის 24.01.2025 წლის №616 ბრძანების გაუქმება, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საჩივარს ერთვის საჯარო რეესტრის 56 ამონაწერი 2024 წლიდან, 2018 წლის ჩათვლით, სადაც მხოლოდ 2 ამონაწერში ფიქსირდება 29.12.2017 წლის №------- რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ საკუთრების უფლების მოპოვების დროს ვერ იქნებოდა ცნობილი მისი არსებობის შესახებ, შესაბამისად ითხოვს მის გაუქმებას, რადგან აყენებს ზიანს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
5. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ვალის მართვის დეპარტამენტის 19.02.2025 წლის №12051-21-17 წერილში მითითებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით -- „-------“-ს (ს/ნ -------) 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 534 018,43 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 2 095 619,73 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (-------) გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 24 სექტემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების ს/კ ------- მესაკუთრეს წარმოადგენს ფ/პ ------- (ს/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2024 წლის 24 სექტემბერი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საქმე №------- (დამოწმების თარიღი 2024 წლის 31 მაისი), ------- საქალაქო სასამართლო. აღნიშნული ამონაწერის თანახმად ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მომჩივანს ქონება არ შეუძენია შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინების გამოცემამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (-------) გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, -- „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, ასევე ------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.09.2024 წელს მომზადებული ამონაწერის მიხედვით ფიქსირდება აღნიშნულის საფუძველზე რეგისტრირებული გირავნობა/იპოთეკის უფლება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ორგანიზაციას 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 24 სექტემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მომჩივანი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2024 წლის 24 სექტემბერი. აღნიშნული ამონაწერის თანახმად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239